საუზმეზე ოჯახის წევრების გასახარებლად ვაცხობ კექსს მანანის ბურღულით ან ბევრ პატარა მაფინს. ყველაფერი, რაც თქვენ დაგჭირდებათ არის 1 ჭიქა მანანის ბურღული, 1 ჭიქა კეფირი, მხოლოდ 1 კვერცხი, ცოტა შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და ფქვილი. კექსი სწრაფად მზადდება და ფუმფულა, ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი გამოდის!
დღეს „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ მადის აღმძვრელი მანანის ბურღულის კექსი კეფირზე. ცომის მასა ნამდვილად დიდებულია!
კექსი მანანის ბურღულით
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა მანანის ბურღული
- 1 ჭიქა კეფირი
- 0,5 ჩ/კ სოდა
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 კვერცხი
- 200 გრ ფქვილი
- ძმარი სოდის ჩასაქრობად
მომზადება:
1. კექსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი პროდუქტი წინასწარ მოამზადეთ. მოსახერხებელ ჭურჭელში 1 ჭიქა მანანის ბურღული და კეფირი ჩაყარეთ, კარგად აურიეთ. 40 წუთით გააჩერეთ, რომ მანანის ბურღული გასივდეს.
2. შემდეგ მასა კვერცხთან ერთად ათქვიფეთ, შაქარი, სოდა ძმარში არეული და გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სოდა სჯობს ფქვილს გაცრამდე აურიოთ.
3. კექსის ფორმებს კარაქი წაუსვით. ფორმაში 2/3 ცომი ჩაასხით.
4. კექსები წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით აცხვეთ.
5. ესეც ასე, კექსები მანანის ბურღულით მზადაა. გემრიელად მიირთვით!
დილით ერთი ასეთი კექსის ჭამის შემდეგ მთელი დღე სახლის სიმყუდროვით და კარგი განწყობით დამუხტული იქნებით. სხვათა შორის, რეცეპტი რომ გაამრავალფეროვნოთ, შეგიძლიათ მაფინებს სხვადასხვა ჩირი დაუმატოთ. მე მომწონს ქიშმიშით, გარგარის ჩირით, შავქლიავით ან კაკლით. ნუშით განსაკუთრებით გემრიელია!
მზა მაფინებს შაქრის ფხვნილი მსუბუქად მოაყარეთ. ამაზე უფრო გემრიელი კარგა ხანია არაფერი გამისინჯავს. ჩაიზე მისაყოლებლად აუცილებლად გამოაცხვეთ. ოჯახის წევრები მადლიერები იქნებიან!