კორეელებმა პატჩები 2000 წელს გამოიგონეს. იმ დროისთვის უამრავი სახის თვალის საფენი იყო. დღეს მაღაზიის თაროებზე იხილავთ სახის მოვლის მრავალფეროვან საშუალებას. მათ შორის არის ერთ- და მრავალჯერადი პატჩები. ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა გაერკვიეთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ თვალის საფენები და, საერთოდ, საჭიროა თუ არა მისი გამოყენება.
პატჩები საჭიროა თვალის გარშემო კანის დასატენიანებლად. მწარმოებლები გვპირდებიან, რომ მათი პროდუქტი კანს გამოკვებავს სასარგებლო ნივთიერებებით, გააქრობს წვრილ ნაოჭებსა და თვალქვეშ მუქ წრეებს. თანამედროვე სამყაროში, ესაა ჯადოსნური საშუალება მათთვის, ვინც ვერ ასწრებს კანის რეგულარულად მოვლას. თავიდან, საფენები ექსპრეს-საშუალების სახით გამოიგონეს. თუმცა, ბევრი ქალი და მამაკაცი მათ რეგულარულად იყენებს.
როგორ გამოვიყენოთ პატჩები
ხშირად, შეფუთვას აწერია, რომ საფენები კანზე 15-20 წუთით უნდა გაიჩეროთ. ხშირად, ცნობილი ადამიანებიც კი აღიარებენ, რომ პატჩებიანად იძინებენ ან რაც შეიძლება დიდხანს იჩერებენ, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად. ასე მოქცევა არათუ საჭირო არაა, არამედ არ შეიძლება!
როგორ მოქმედებს პატჩი
საშუალოდ, კანი დღეში 500 მლ-მდე სითხეს გამოყოფს. როცა თვალქვეშა ნაზ კანს საფენებით ვფარავთ, ისინი ე.წ. სათბურის ეფექტს ქმნის. ამ ეფექტს კოსმეტოლოგიაში “ოკლუზია” ეწოდება. სითხე კანის ეპითელიუმში კავდება და იქმნება ნაოჭების დაგლუვების ეფექტი, თუმცა ცოტა ხნით. ამის შემდეგ, კანი მაინც მოიშორებს ჭარბ სითხეს და უფრო მეტად დაიჭმუჭნება.
დატენიანების ეფექტი, რომელსაც მწარმოებლები გვთავაზობენ, მცირე ხნით გრძელდება. მისი შედარება ხელზე გაკეთებულ ხელთათმანებთან შეიძლება. თუ რეზინის ხელთათმანებს დიდხანს ატარებთ, კანი გასივდება, ცოტა ხანში კი “ხმება”.
რამდენად ხშირად უნდა გამოიყენოთ პატჩები
კოსმეტოლოგები საფენების ყოველდღიურ გამოყენებას არ გვირჩევენ. თუ მშრალი კანი გაქვთ, პატჩებით მას ვერ იხსნით. საჭიროა პირველმიზეზის აღმოფხვრა. გადახედეთ თქვენი კვების რაციონს და მიიღეთ მეტი სუფთა წყალი, ეცადეთ, დღეში 6-8 საათი იძინოთ.
მიუხედავად იმისა, რომ პატჩები ხელმისაწვდომია, მათი ყოველდღე გამოყენება არ შეიძლება. კოსმეტოლოგების თქმით, ისინი საჭიროებისამებრ უნდა გამოიყენოთ. ზოგადად, მას კოსმეტოლოგი ნიშნავს, საჭირო შემოწმების შემდეგ.
თვალქვეშა კანი ძალიან ნაზია. ამიტომ, მაშინაც კი, თუ პატჩებს იყენებთ, აუცილებლად წაიკითხეთ შემადგენლობა. მწარმოებელი მომხმარებელთან ყოველთვის გულწრფელი არაა. თუ პატჩის შეფუთვაზე წერია, რომ შემადგენლობაში ალოეს წვენია, თუმცა, შემადგენლობის სიაში პირველი არ წერია, ყიდვამდე კარგად დაფიქრდით.
თქვენ იყენებთ პატჩებს?