ზამთარში შესანახი მარწყვის ჯემი – როგორ მოვამზადოთ იდეალური ტკბილეული სწრაფად და მარტივად

1129

თუ ზამთრისთვის მარწყვის ჯემის შენახვას აპირებთ, „პაპარაცი“ გთავაზობთ რეცეპტებს, რომელთა დახმარებით გემოს ხარისხი მკვეთრად გამოხატული იქნება, ხოლო შენახვის ვადა გახანგრძლივდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტრადიციული მომზადების მეთოდი, ასევე ჟელატინის, პექტინის დამატებით. მოსამზადებლად შეგიძლიათ მულტისახარში გამოიყენოთ, რომელიც უკვე ბევრი დიასახლისის შეუცვლელი ნივთი გახდა.

მარწყვის ჯემის კლასიკური რეცეპტი – ვამზადებთ სტანდარტულად

მარწყვის ჯემი წარმოუდგენლად არომატული ტკბილეულია, რომლის მომზადებას ნებისმიერი დიასახლისი ზედმეტი ძალისხმევის და დროის დახარჯვის გარეშე შეძლებს. მარწყვის ჯემის რეცეპტი საკმაოდ მარტივია და სხვადასხვა მომზადების მეთოდს მოიცავს.

კლასიკური რეცეპტით მარწყვის ჯემის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 კგ მარწყვის კენკრა
  • 2 კგ შაქრის ფხვნილი
  • მომზადების დრო: 1-1,5 საათი
  • ჯემის კეთების დროს: 4,5-5 საათი

მარწყვი კარგად გადაარჩიეთ, ყუნწები და დამპალი ნაყოფები მოაშორეთ. კარგად გარეცხეთ და გაშრობა აცადეთ. ამის შემდეგ კენკრა დააქუცმაცეთ. მარწყვის ჯემი სქელი გამოვა, თუ წვრილ საცერს აიღებთ და მარწყვს მასში გახეხავთ.

პირველ რიგში, ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, ან დააბლენდერეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ახლა შეგიძლიათ წვრილ საცერში გადაიტანოთ და გახეხოთ. პროცესს დრო სჭირდება, სამაგიეროდ გამასქელებელი არ დაგჭირდებათ. თუ დრო და თესლის გარეშე ჯემის მიღების სურვილი გაქვთ, ეს მეთოდი გამოგადგებათ. ბევრი დიასახლისი მარწყვს უბრალოდ ხორცის გასატარებელ მანქანაში ატარებს, ასე დროს ზოგავს.

მიღებული მარწყვის პიურე ქვაბში გადაიტანეთ. შაქრის ფხვნილი მოაყარეთ, კარგად აურიეთ და საშუალო ცეცხლზე დადგით. როგორც კი პირველი ბუშტები გამოჩნდება, გაზი შეამცირეთ. მომავალი ჯემი ნახევარი საათით ადუღეთ, შემდეგ გაზიდან გადმოდგით და გააგრილეთ.

პროცედურა კიდევ ორჯერ გაიმეორეთ. გაგრილებას აუცილებლად დაელოდეთ და კვლავ ცეცხლზე დადგით. ამ დროში მარწყვის ჯემი საჭირო მასას მიიღებს. მესამე ადუღების შემდეგ ცხელი დესერტი წინასწარ სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. მარწყვის ჯემი მზადაა! ახლა ქილები შეფუთეთ და სრულ გაგრილებას დაელოდეთ, შემდეგ შეგიძლიათ საკუჭნაოში შეინახოთ.

მარწყვის ჯემის რეცეპტი „ხუთი წუთი“ – სწრაფი და მარტივი

გამოცდილი დიასახლისები მარწყვის ჯემს ხარშვის გარეშე ამზადებენ. ეს ვარიანტი მომზადების კუთხით უფრო რთულია, მაგრამ ბევრი უპირატესობა გააჩნია – ჯემი უფრო მეტ ვიტამინს და ახალი კენკრის არომატს შეიცავს. მარწყვის ჯემის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 კგ ახალი მარწყვი
  • 1,2 კგ შაქრის ფხვნილი
  • მწიკვი ლიმონის მჟავა

კენკრა ისე მოამზადეთ, როგორც პირველ რეცეპტში ეწერა. გარეცხილი და გამშრალი მარწყვი ნებისმიერი ხელმისაწვდომი მეთოდით დაჭყლიტეთ და შაქარს აურიეთ.

შემდეგ საჭირო მოცულობის ქილა (მცირე ზომის აიღეთ, რომ შემდეგ მისი გამოყენება გაგიადვილდეთ) აიღეთ, მიღებული მასით აავსეთ, ქვაბში ჩადგით და 5 წუთით ადუღეთ. წინასწარ სტერილურ ქილის ძირში ლიმონის მჟავა დანის წვერით ჩაამატეთ, შემდეგ ადუღებული ჯემი ჩაასხით და მოხუფეთ.

იგივე კენკრის დანარჩენ მასაზე გააკეთეთ. ლიმონი უვნებელია და დესერტს უფრო გემრიელს ხდის და გაჯერებული ფერის შენარჩუნებაში ეხმარება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჯემი მხოლოდ 2-3 დღეში გასქელდება.

მარწყვის ჯემი ჯელატინით – შენახვის დროს არ გაფუჭდება?

უნდა ითქვას, რომ თითოეულ დიასახლისს სამზარეულოში საკუთარი საიდუმლო აქვს და ეს მარწყვის ჯემის მომზადებასაც ეხება. მარწყვის ჯემი ჯელატინით – ამ რეცეპტის საიდუმლო იმაშია, რომ დესერტი 100 პროცენტით გასქელდება. ჟელატინი გემოზე გავლენას პრაქტიკულად არ ახდენს. თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 კგ კენკრა
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 20 გრ ჟელატინი

ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით აქ უფრო ნაკლები შაქარი დაგჭირდებათ. შაქრის ფხვნილი ჯემს არა მხოლოდ სიტკბოს მიანიჭებს, არამედ გასქელებაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში ჟელატინი გამასქელებლის როლს ასრულებს.

სხვა მხრივ ჯემის მომზადების პრინციპი კლასიკური რეცეპტის მსგავსია. კენკრა გადაარჩიეთ, გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ და გაშრობა აცადეთ. შემდეგ დააბლენდერეთ და საცერში გახეხეთ.

მიღებული პიურე ქვაბში ჩაასხით, შაქარი და ჟელატინი დაუმატეთ. აადუღეთ, აურიეთ. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და კიდევ 5-8 წუთით ხარშეთ, საჭირო მასამდე მიიყვანეთ. ცხელი დესერტი სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ და მოხუფეთ. მარწყვის ჯემის ჟელატინის შენახვა მაქსიმუმ 2 წლით შეგიძლიათ

მულტისახარშში მომზადებული ტკბილეული ასევე გემრიელია? ვცადოთ!

კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი – მარწყვის ჯემი მულტისახარშში. მას დააფასებენ დიასახლისები, რომელთაც ქვაბთან დიდი დროის გატარება არ სურთ. მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 კგ კენკრა
  • 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 2 ს/კ ახალ დაწურული ლიმონის წვენი

კენკრა ტრადიციული მეთოდით მოამზადეთ, ხოლო გახეხვა აუცილებელი არაა. მსხვილად დაჭრა საკმარისი იქნება.

მულტისახარშის ჭურჭელში კენკრა მოათავსეთ, შაქრის ფხვნილი მოაყარეთ, ლიმონის წვენი მოასხით, აპარატი დახურეთ და რეჟიმი „ჯემი“ (ან მურაბა) ჩართეთ.

ახლა ჭკვიანი მანქანა თავის საქმეს გააკეთებს. ზოგიერთ მულტისახარშს ავტომატური წამზომი აქვს, ზოგზე თავად უნდა დააყენოთ. გემრიელი მარწყვის ჯემის მოსამზადებლად 1 საათი საკმარისი იქნება. მზა ქილებში თხევადი ჯემის ჩასხმა მოგიწევთ, რომელიც რამდენიმე დღეში გასქელდება.

როგორ მოვხარშოთ მარწყვის ჯემი პექტინებით?

მარწყვის ჯემი პექტინებით გაცილებით სწრაფად მზადდება და ვიტამინებს უფრო უკეთ ინარჩუნებს. მოსამზადებლად აიღეთ:

  • 1 კგ კენკრა
  • 0,5 კგ შაქრის ფხვნილი
  • 1 პაკეტი პექტინები
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი

მზა კენკრა დააქუცმაცეთ და მოსახარშად ჭურჭელში მოათავსეთ. აქვე პექტინი დაუმატეთ და აურიეთ. საშუალო ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ტემპერატურა შეამცირეთ, შაქარი დაუმატეთ და 5 წუთით ადუღეთ, თან აურიეთ. ბოლოს ლიმონის წვენი დაუმატეთ, სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ და ლითონის თავსახურით მოხუფეთ.

ახლა მარწყვის ჯემის მომზადების რამდენიმე მეთოდის შესახებ იცით. არჩევანი ახლა თქვენზეა, თუმცა იცოდეთ – მეთოდის მიუხედავად წარმოუდგენლად გემრიელი მარწყვის ჯემი გამოგივათ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს