ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც სექტემბერში საბედისწერო არჩევნის გაკეთება მოუხდებათ

441

2020 წელმა ბევრი განსაცდელი მოგვივლინა. აი, ზაფხულიც შეუმჩნევლად გაიძურწა. საინტერესოა, რას ამბობენ ვარსკვლავები – უნდა ველოდოთ თუ არა სიტუაციის გაუმჯობესებას? ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც არჩევნის წინაშე ამ წლის სექტემბერში დადგებიან. ეს თვე, გარკვეული თვალსაზრისით, საბედისწერო და გარდამტეხი მომენტი იქნება. ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა გაეგო, თუ რა ელით კუროებს, მორიელებს, ქალწულებსა და თხისრქებს სექტემბერში.

2020 წლის სექტემბრის ჰოროსკოპი

1. კურო

ასტროლოგები კუროებს ბედის სასიამოვნო საჩუქრებს უწინასწარმეტყველებენ. სექტემბერში, კუროები თავიანთ დიპლომატიურობასა და სიმტკიცეს გამოავლენენ რთული საკითხების გადაწყვეტაში. კუროების ურთიერთობები შემოდგომაზე სიმყარის გამოცდას გაივლის, სექტემბრის ბოლოს კი ყველაფერი დალაგდება.

კუროს ექნება შანსი, იმუშავოს პერსპექტიულ პროექტზე. თუ დიდხანს ვერ გადაგიწყვეტიათ ახალი საქმის წამოწყება, სექტემბერი ამისთვის საუკეთესო დროა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ. მაშინაც კი, თუ კუროს რაღაცაში ეჭვი ეპარება, ასტროლოგი ურჩევს, გადადოს ყველა ეჭვი და გარისკოს. კუროს მისჯილი სიჯიუტე დაეხმარება სასურველი წარმატების მიღწევაში. თამამი გადაწყვეტილებები კუროს ცხოვრებაში დადებითი ცვლილებების წინაპირობაა.

2. ქალწული

ქალწულს, თავშეუკავებლობის გამო, ამ შემოდგომაზე ძალიან გაუჭირდება. ფხიზლად მოაზროვნე ქალწული თავს ვერ იკავებს იმ ყველაფრის გაკრიტიკებისგან, რასაც ხედავს. სამსახურშიც, ქალწული არჩევნის წინაშე დადგება. ასტროლოგები ურჩევენ, აირჩიოს კომფორტული თანამშრომლობა მხოლოდ ერთ საქმიან პარტნიორთან. არ შეგეპაროთ ეჭვი მაშინაც კი, თუ მეორე ვარიანტი უფრო პროფესიონალური იქნება, იგი ვერ აიტანს თქვენს კრიტიკას და გარეთ დარჩებით.

სექტემბერში იქნება რამდენიმე დღე, როცა ქალწული შეძლებს თავის აზრებში გარკვევასა და არსებით საკითხებზე დაფიქრებას. ქალწული ბევრ წინააღმდეგობას გაუმკლავდება კარიერაში და თავის მომავალზეც იზრუნებს. ოჯახისთვის ეს ნიშანი მტკიცე საყრდენი იქნება, ცხოვრების თანამგზავრი კი ყველა თქვენს კაპრიზს შეასრულებს.

3. მორიელი

შრომისმოყვარე მორიელი ვერ აფასებს მათზე დაკისრებულ მოვალეობათა მოცულობას. იგი საკუთარ თავზე იღებს კოლეგების მოვალეობებს, უამრავ საქმეზე იღებს პასუხისმგებლობას. თუ კოლექტივში დაღლილ ადამიანს ხედავთ, რომელიც დაუსრულებლად მუშაობს, ეს მორიელია. სექტემბერში მორიელს დასვენების შესანიშმავი შესაძლებლობა ექნება. ამ შესაძლებლობასთან ერთად, გამოჩნდება კიდევ ერთი – ახალი სამსახური. თუ დაუოკებელი მორიელი აირჩევს სამსახურს, მას ემოციური გადაწვა ელის. ასტროლოგები დაჟინებით გირჩევენ, შეისვენოთ და სრულყოფილად დაისვენოთ როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად, ახალი საქმის წამოწყებამდე.

მორიელს რამდენიმე ახალი და უჩვეულო შესაძლებლობა გაუჩნდება. მორიელისთვის ყველაზე წარმატებული პერიოდი იქნება თვის მეორე ნახევარი. მათ გარშემო ჭორები გავრცელდება, თუმცა, ძლიერი ინტუიცია დაეხმარება მეგობრის მტრისგან გარჩევაში. სექტემბერი ამ ნიშანს საწინააღმდეგო სქესის მხრიდან ვნებისა და ყურადღების გაძლიერებას უქადის.

4. თხისრქა

დამოუკიდებელი თხისრქა მხრებზე მაქსიმალურად ბევრ საქმეს იდებს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ვერ არჩევს რუტინულ საქმეს პირველხარისხოვანი დავალებებისგან. სექტემბერში თხისრქამ უნდა ისწავლოს მთავარზე კონცენტრირება, ამაო საქმეები კი ვიღაც სხვას უნდა მიაბაროს. საკუთარი თავისთვის, ამ ნიშანმა მხოლოდ მასშტაბური პროექტები და გეგმები უნდა დაიტოვოს. ასე ისინი სხვა პერსპექტირების განჭვრეტასაც შეძლებენ. აგრეთვე, თხისრქა შეძლებს თავისი ოცნებების განხორციელებასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.

შემოდგომა თხისრქებისთვის მრავალფეროვანი იქნება. დროა, დამოუკიდებლად დაიწყოთ საკუთარი ბედის შენება. დიდი ხნის წინ დასახული მიზნების ახდენა სავსებით რეალური გახდება. თხისრქას ოჯახში ჰარმონია და კეთილდღეობა ელის. ფინანსური მდგომარეობაც სტაბილური იქნება.

არჩევნის წინაშე დგომა მარტივი არაა, ყოველთვის არსებობს შიში, რომ საბოლოო ჯამში ეს არჩევანი მცდარი იქნება. თუ გლობალურ ცვლილებებზე ოცნებობთ, გადადგით ნაბიჯი ოცნებისკენ. თუ მთელი წლის მანძილზე ვირივით მუშაობდით, მიეცით თავს ძალების აღდგენის, დასვენების საშუალება. იმედია, ეს შემოდგომა გაჩუქებთ პერსპექტივებსა და კარგ განწყობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს