როგორ დავამაგროთ მწერების ბადეზე ახალი სახელურები, თუ ძველი გატყდა

299

ჩვენს დროში, თითქმის ყველა მეორე სახლში პლასტმასის ფანჯრებია. ისინი კარგად ათბობს სახლს და, სპეციალური ბადეების დახმარებით, იცავს მწერებისგან. თუმცა, ასეთ ბადეებს ერთი პრობლემა აქვთ: ხშირად ტყდებათ პლასტმასის სახელურები – ბადის სამაგრი ადგილები. როგორ გამოვასწოროთ ეს პრობლემა და რით შეიძლება სამაგრების ჩანაცვლება – ახლა, ამ სტატიაში გიამბობთ.

მწერების ბადის სამაგრი

ასეთი მწერების საწინააღმდეგო ბადე შესანიშნავად იცავს სახლს კოღოებისგან. ჩემთან, მაგალითად, ზაფხულში ბინაში ძალიან ცხელა, დახურულ ფანჯარაში ძილი შეუძლებელია. სახლში ფანჯრები ყოველთვის ღია გვაქვს, ამიტომ, სპეციალური ბადეების გარეშე ვერაფერს გავხდებოდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კოღოები შეგვჭამდნენ.

ვინ არ წასწყდომია მსგავს პრობლემას. ადრე თუ გვიან, ბადეების სამაგრი უბრალოდ ტყდება. ამის გამო, მათი ფანჯრიდან ჩამოხსნა უკვე ძალიან მოუხერხებელი ხდება.

მე გეტყვით, როგორ შეიძლება სპეციალური სახელურების დამზადება. არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის მრავალფეროვანი ვარიანტი – ჩემი აზრით, ეს ყველაზე მარტივი და ფრთხილი საშუალებაა სამაგრების ჩასანაცვლებლად. არაა საჭირო გამოშვერილი ბოლტები, ლურსმნები, თხვითმჭრელები ან სკოჩები.

ბადის სახელურების შეკეთება სახლის პირობებში

პირველ რიგში, ბოლომდე მოაშორეთ მოტეხილი სახელურის ნარჩენები, რომლებიც ბადის ჭრილში დარჩა. სახრახნისით ამოიღეთ ნარჩენები და ფრთხილად დაჭიმეთ თასმა, რომელიც ბადის პერიმეტრზეა აყოლებული.

სახელურებისთვის დაგჭირდებათ ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლის ნაჭერი. უმჯობესია, აიღოთ გაზიანი სასმლის ნახევარლიტრიანი ბოთლი – მას, ჩვეულებრივ, გამძლე პლასტმასით ამზადებენ. დანით ამოჭერით 10 მმ სიგანისა და 10 სმ სიგრძის ზოლი.

მოათავსეთ ეს არშია ისე, რომ გამოვიდეს ქამანდი. მოათავსეთ ძველი სახელურის ადგილის ცოტათი ქვემოთ. პლასტმასი აუცილებლად გაატარეთ თასმაში, რომელიც ბადის პერიმეტს მოჰყვება.

კვანძის ზომა გაზომეთ თითის დანაყოფით – უნდა გამოვიდეს მცირე ზომის კვანძი, რომლითაც ბადის მოქაჩვა მოსახერხებელი იქნება. ფრთხილად გაატარეთ კვანძი თასმაში და დააჭირეთ მას თითებით. შემდეგ, სახრახნისით უფრო მაგრად დააჭირეთ, თავის ადგილას რომ დაბრუნდეს. მოჭერით ზედმეტი ნაწილაკები. რამდენიმე წუთში სახელური მზადაა!

სწორედ ასეთი მოსახერხებელი სახელურის გაკეთება შეიძლება მეორე მხრიდანაც. იგი დიდხანს გაძლებს – მე უკვე მეორე წელია, უცვლელად მაქვს. თუ მოძვრება, ისეთივეს გავაკეთებ. ეს საშუალება იაფია და დაყენებაც დიდ დროს არ წაგართმევთ. თქვენ რა იდეები გაქვთ ბადის ახალი სახელურისთვის?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს