საინტერესოა, რამდენი ადამიანი ოცნებობს ერთ ფინჯან ყავაზე პატარა იტალიურ კაფეში? დამეთანხმეთ, ოცნება ღირსეულია. ოღონდ არა მოგზაურობა. მით უმეტეს სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად ბევრს საკმარისი სახსრები არ აქვს. აღმოჩნდა, რომ იტალიაში უკვე 10 წელია სახლებს 1 ევროდ ყიდიან. დიახ, რაღაც სილულელდ ჟღერს, მაგრამ მოდით გავარკვიოთ, რაზეა საუბარი. სახლი 1 ევროდ იტალიაში – ეს რეალურია.
სახლი 1 ევროდ იტალიაში
იტალიაში უძრავი ქონების გაყიდვის ინიციატივას ქვეყნის რამდენიმე კავშირმა მხარი დაუჭირა. აქ ეს პროექტი ძალიან პოპულარულია. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ იტალიის ქალაქები დეპოპულაციას განიცდიან. თუ სახლების სიმბოლურ ფასად გაყიდვა მოხდება, იტალიელები ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებენ. ასე ინფრასტრუქტურის კუთხით სუსტად განვითარებულ ქალაქებში ახალ მაცხოვრებლებს მოიზიდავენ. ამით სამუშაო ადგილები შეიქმნება და ეკონომიკა განვითარდება.
აქციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი, რომელიც იტალიაში სახლს ერთ ევროდ ყიდულობს, რამდენიმე წელში ეს სახლი უნდა აღადგინოს. ქალაქის მუნიცაპილიტეტი რამდენიმე სახლს აუქციონზე ყიდის. მათ, ვისაც უძრავი ქონების შეძენა სურთ, დეპოზიტზე რამდენიმე ათას ევროს ტოვებენ. ამ თანხას სახლის აღდგენის შემდეგ მყიდველს უბრუნებენ.
ძირითადად, აუქციონზე გამოტანილი სახლები სავალალო მდგომარეობაშია. როცა მყიდველი ხელშეკრულებას აფორმებს, მან სპეციალისტები უნდა დაიქირაოს. სპეციალისტები შენობას შეაფასებენ, ასევე სახლის შიგნიდან და გარედან აღდგენის ხარჯებს დათვლიან. ამასთან სახლის ფასადს შეიძლება ისტორიული ღირებულება ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, მისი შეცვლა არ შეიძლება, ეს ხელშეკრულებაში პირდაპირ მითითებულია.
თუ სახლს ისტორიული მნიშვნელობა არ აქვს, ზოგიერთი მყიდველი ძველ სახლს საერთოდ ანგრევს. მის ადგილას ახალი სახლის აშენება უფრო იაფი უჯდებათ. იტალიელები ამბობენ, რომ ასე მყიდველი დიდი თანხის დაზოგვას შეძლებს იმის ნაცვლად, რომ ძველი კედლების და სახურავის მოწესრიგებაზე იზრუნოს.
სად ყიდიან სახლებს 1 ევროდ
იტალიის ძვირფასი ქვა, სიცილია პროექტში „სახლი 1 ევროდ“ მონაწილეობს. მასში ყველაზე მეტი ძველი სოფლური სახლებია, რომლებსაც რესტავრაცია სჭირდებათ. სიცილიის რბილმა კლიმატმა ძნელია არ გაცდუნოთ. ნაზი ქარი ზაფხულის ცხელ დღეებს ასუსტებს, ხოლო ზამთარში ტემპერატურა 0 გრადუსზე ქვედა ნიშნულს არ აღწევს. განჯის მუნიციპალიტეტი – პროექტის ერთ–ერთი პირველი მონაწილეა. მთიანი ადგილი ლამაზი და სუფთა ჰაერით დაგიპყრობთ. 2014 წელს მას იტალიის ყველაზე ლამაზი ქალაქი ტყუილად არ უწოდეს.
პროექტში სარდინიაც მონაწილეობს. ნულვი სასარის პროვინციაში, ოლოლაი ნუოროს პროვინციაში და ათასობით სხვა ქალაქი პროექტში მონაწილეობს. სახლის ზოგიერთმა მეპატრონემ შენობების აღდგენის მიზნით ქონება მუციპალიტეტებს გადასცეს.
ზოგიერთი სახლი ტოსკანაშიც იყიდება. გროსეტოს პროვინციის მერი დანგრეულ სახლებს 1 ევროდ ყიდის. ამასთან რამდენიმე პირობას აყენებს. მყიდველმა სახლი 3 წელში უნდა აღადგინოს. ასევე მყიდველმა შენობის რესტრუქტურიზაცია უნდა უზრუნველყოს. გამოდის, სახლის ყიდვა მხოლოდ მშენებლობის დასაწყისია.
მოკლედ, ცუდი ინფრასტრუქტურის მქონე ქალაქების მერების ინიციატივა გასაგებია. ასე უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილს, რომ ეკონომიკა როგორც შეინარჩუნონ და ახალი მაცხოვრებლები მოიზიდონ. დამატებით დანგრეული სახლები აღდგება. იტალია კი თავისი ისტორიული შენობებით და ადგილობრივების სტუმართმოყვარეობით გვახარებს. ოღონდ იტალიური ენა უნდა ისწავლოთ. ასევე, ცუდი არ იქნება, თუ თარჯიმნისთვის და 1 ევროდ შეძენილი სახლის რეკონსტრუქციისთვის საკმარისი თანხა გექნებათ.