რატომ უნდა აურიოთ მარილი და მიხაკი, თუ ფულის მოზიდვა გსურთ

3574

თუ გსურთ, რომ თქვენი ცხოვრება სავსე იყოს სასიხარულო მოვლენებით, ბედნიერებით და მატერიალური კეთილდღეობით, მაშინ ვედური მეცნიერება ვასტუ–შასტრა გამოიყენეთ. უძველესი ცოდნა საცხოვრებელი ადგილის სწორად მოწყობაში დაგეხმარებათ. ის გასწავლით, როგორ მოიზიდოთ ფული სახლში ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით.

ვასტუ–შასტრა სანსკრიტულიდან ითარგმნება, როგორც „ცოდნა სახლის შესახებ“. მეცნიერები სახლს აღწერენ, როგორც სულიერ არსებას და მას ისე ეპყრობიან, როგორც ოჯახის წევრს. ასე სახლში ჯანსაღი და მყუდრო ატმოსფერო გამეფდება. ხოლო სახლში დროის გატარება სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ შეუძლია მარილს სახლში ფულის ნაკადის გაზრდა.

როგორ მოვიზიდოთ ფული სახლში მარილის დახმარებით

ადრე უკვე გაგიზიარეთ ინფორმაცია, როგორ მოიშოროთ ნეგატიური ენერგეტიკა მარილის დახმარებით. გასაკვირი არაა, რომ მას სიწმინდის სიმბოლოდ მიიჩნევენ. სულისა და სხეულის გაწმენდის გარდა, მარილი ფულსაც კარგად იზიდავს. მთავარია – საჭირო ცოდნა.

ასტროლოგ აჩარია ინდუ პრაკაშას მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო ასტროლოგად მიიჩნევენ. ის დელიში ცხოვრობს. აჩარიას შესაძლებლობებით მომავლის ზუსტად პროგნოზირება შეიძლება.

ამ ნიჭიერი ადამიანის ცოდნა მხოლოდ ვარსკვლავების შესწავლით არ შემოიფარგლება. რამდენიმე თვის წინ აჩარია ინდუ პრაკაშმა გაგვიზიარა ვიდეო, თუ როგორ შევინარჩუნოთ კეთილდღეობა სახლში.

აი, რა უნდა გააკეთოთ: ცოტა მარილი და 4-5 ხმელი მიხაკის თანაყვავილედი მინის თასში აურიეთ და თქვენი სახლის ნებისმიერ კუთხეში დადეთ. ერთი მხრივ, მარილი სახლში ფულის ნაკლებობას გააქრობს. მეორეს მხრივ, თქვენი სახლი ჰარმონიის და სიმშვიდის არომატით გაივსება.

ძალიან მალე თქვენს სახლში ჰარმონია გამეფდება, ხოლო თქვენი საქმე კარგ შემოსავალს მოგიტანთ. გულწრფელად გვჯერა, რომ ასეთი მარტივი მეთოდი ოჯახში ფულის მოზიდვაში დაგეხმარებათ. თქვენ რას ფიქრობთ ასტროლოგის რჩევის შესახებ? იქნებ, უკვე გამოიყენეთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს