სახელმძღვანელო დიასახლისებისთვის: როგორ შევინახოთ ახალი პროდუქტი დიდხანს

166

დღეს „პაპარაცი“ გიზიარებთ საიდუმლო ხრიკებს, როგორ შევინახოთ პროდუქტები სწორად ისე, რომ დიდხანს ახალივით დარჩეს.

როგორ შევინახოთ პროდუქტები

მწვანილი სჯობს მაცივარში არ შეინახოთ, უბრალოდ თაიგულივით სუფთა წყლით სავსე ჭიქაში ჩადეთ. მწვანილი სიქორფეს 1 კვირა არ დაკარგავს. ასევე შეგიძლიათ მწვანილი დააქუცმაცოთ და ყინულის ფორმებში ჩაყაროთ, ზემოდან კი ზეითუნის ზეთი დაასხათ. ამ შემთხვევაში მწვანილი შეგიძლიათ 1 წელი შეინახოთ.

პომიდორი დიდხანს ახალივით იქნება, თუ კალათაში ან ფოდნოსზე შეინახავთ. ოღონდ ერთ ფენად და ყუნწებით ქვემოთ დააწყვეთ.

კიტრსაც შესანახად მაცივარი არ სჭირდება, სჯობს ბნელ და გრილ ადგილას უნდა შეინახოთ ან ნახვრეტებიან პაკეტში მოათავსეთ და საყინულეში შედეთ.

ცნობილია, რომ ხახვს და ნიორს კარგად ვენტილირებადი ადგილი სჭირდება. სწორედ ამიტომ, სჯობს მაცივარში არ შეინახოთ. უფრო ბნელი და მშრალი ადგილი გამოგადგებათ. მაგალითად, ქაღალდის პაკეტი ან პროდუქტების ბადე.

ზუსტად ასე უნდა შეინახოთ კარტოფილი მისი სახეობის მიუხედავად.

სტაფილო შეგიძლიათ შეინახოთ როგორც მაცივარში, ასევე საყინულეში. თუმცა პირველ ვარიანტში პლასტმასის პარკში უნდა მოათავსოთ, ხოლო გაყინვის დროს წვრილად დაჭრათ ან გახეხოთ.

ბულგარული წიწაკა შეგიძლიათ მაცივარში 2 თვემდე, ხოლო საყინულეში 6 თვემდე შეინახოთ. თუ პირველ ვარიანტს უპირატესობას ანიჭებთ, გირჩევთ თითოეული წიწაკა ქაღალდში გაახვიოთ. ასე ახალივით უფრო დიდხანს დარჩება.

სოკო მიეკუთვნება იმ პროდუქტებს, რომლებიც სწრაფად ფუჭდებიან. სწორედ ამიტომ, მაცივარში შესანახად ქაღალდის პაკეტში ან თასში ჩადეთ, ზემოდან სალფეთქი დააფარეთ. მაქსიმუმ 4 დღე შეინახეთ. თუ მას დააქუცმაცებთ და გაყინავთ, მთელი წელი ვარგისი იქნება.

ციტრუსი შეგიძლიათ დაახლოებით 2 კვირა ბნელ და გრილ ადგილას შეინახოთ. უკეთესი იქნება, თუ მას პროდუქტებისგან მოშორებით შეინახავთ.

თუ მთელი საზამთრო გაქვთ, ის მთელი 3 თვე ახალივით იქნება, შეინახეთ გრილ ადგილას, რაიმე რბილში შეინახეთ. მაცივარში არ შეინახოთ. თუმცა დაჭრილი საზამთრო განაჭერით ქვემოთ თეფშზე უნდა დადოთ, მასთან ერთად საკვებ პარკში შეფუთოთ და მაცივარში შეინახოთ. ასე მაქსიმუმ 1 დღე შეგიძლიათ შეინახოთ.

ყველი მაცივარში შეგიძლიათ 10 დღემდე შეინახოთ. ამისთვის პერგამენტის ქაღალდში გაახვიეთ ან თავსახურიან ჭურჭელში მოათავსეთ.

კარაქი – 7 დღემდე, ფოლგაში გაახვიეთ. თუ კარაქის ნაჭრის გაყინვა გსურთ, ასე 9 თვემდე შენახვას შეძლებთ.

ხაჭო და რძე მაცივარში მინის ქილებში უნდა შეინახოთ. ხაჭო ახალივით მთელი 4 დღე დარჩება, რძე კი 1 კვირა.

ხორცი და ფრინველი შეგიძლიათ მაცივარში 3 დღე კარგად განიავებულ ჭურჭელში შეინახოთ. საყინულეში ეს პროდუქტები 1 წლამდე შეგიძლიათ შეინახოთ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს სტატია თქვენთვის სასარგებლო იყო. მაგალითად, ჩვენ არ ვიცოდით, რომ პომიდორი ყუნწებით ქვემოთ, ხოლო დაჭრილი საზამთრო მაქსიმუმ 1 დღე უნდა შევინახოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს