საზაფხულო ულტრა მოდური კაბები, რომლებიც შეგიძლიათ მთელი წელი ჩაიცვათ

0
1008

ნებისმიერი მოდის მიმდევრის გარდერობში რამდენიმე კომფორტულ ქვედაბოლოს იპოვით. ეს ნივთი ქალის ტანსაცმლის სიაში საპატიო ადგილს დამსახურებულად იკავებს. სულ ტყუილად არა, ზოგიერთი სტილი იმდენად უნივერსალურია, რომ შეგიძლიათ მთელი წელი ჩაიცვათ. დღეს „პაპარაცი“ სწორედ ასეთ ქვედაბოლოებზე გიამბობთ.

„პაპარაცი“ გთავაზობთ ქვედაბოლოების 7 პრაქტიკულ მოდელს, რომლებიც შეგიძლიათ მთელი წელი ატაროთ. სიტყვაზე, ზოგიერთ მათგანზე ზაფხულის ბოლოს ფასდაკლებები ხშირად არის. იდეალური დრო გონივრული შოპინგისთვის!

ქვედაბოლოს ნიმუშები

ტრიკოტაჟის ქვედაბოლო

უფრო უნივერსალურ ვარიანტს ვერ მოიფიქრებთ. ტრიკოტაჟის ქვედაბოლო როგორც თბილ, ასევე ცივ სეზონზე შეგიძლიათ ჩაიცვათ. მაგალითად, უფრო მსუბუქი ქსოვილის ნიმუშები (ხელოვნური აბრეშუმი და ბამბა) შეგიძლიათ გაზაფხულსა და ზაფხულზე ატაროთ. უფრო მკვრივი ქსოვილის ვარიანტები კი შემოდგომასა და ზამთარში.

ტყავის ქვედაბოლო

ტყავი – ტანსაცმლის ძალიან ბევრი ელემენტის კლასიკური ვარიანტია და ქვედაბოლო გამონაკლისი არაა! ფერებით და სტილით ექსპერიმენტების ჩატარება სცადეთ. მაგალითად, საგაზაფხულო ღია პასტელური შეფერილობის ქვედაბოლო თამამად შეგიძლიათ ჩაიცვათ შემოდგომასა და ზამთარში.

ქვედაბოლო პლისებით

პოპულარული ქვედაბოლო პლისებით ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე შეიქმნა და თავიდან მას მხოლოდ კაცები იცვამდნენ. ვინ იფიქრებდა, რომ ახლა ტრენდული ნივთი თითქმის ყველა გოგოს და ქალის გარდერობში აღმოჩნდებოდა. გასაკვირი არაა! პირველ რიგში, ქვედაბოლოს ეს მოდელი კომფორტულია და ბევრ ნივთთან კარგ კომბინაციას ქმნის. მეორეც, წლის ნებისმიერი დროისთვის შესაფერისია.

ჯინსის ქვედაბოლო

ჯინსის ქვედაბოლო მოდის გარეთ რჩება. მართალია, ახლა სჯობს საშუალი და გრძელი ქვედაბოლოები შეარჩიოთ. ფერებით ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. მაგალითად, ცივი სეზონისთვის შეგიძლიათ ღია ფერის ქვედაბოლო თამამად შეარჩიოთ. რატომაც არა?

დავარდნილი ქვედაბოლო

ამ მოდურ სეგმენტში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. მაგალითად, შეგიძლიათ აირჩიოთ ღია ფერის სატინის კაბა საშუალო სიგრძეზე ან გრძელი. გარდა ამისა, კიდეებზე თამაში შეგიძლიათ. მსუბუქი ქსოვილის ასიმეტრიული მინი ქვედაბოლოს ჩაცმა სცადეთ. ვინ იცის, იქნება ეს ზუსტად ისაა, რასაც ეძებდით!

ქვედაბოლო პრინტებით

ქვედაბოლო პრინტებით თამამი გადაწყვეტილებაა ნებისმიერი მოდის მიმდევრისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სხვადასხვა ცხოველურ და გეომეტრიულ გამოსახულებას ეხება. ამ მხრივ მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ. თუ ამ მოდელით ლუქის შექმნას აპირებთ, სხვა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ნეიტრალური უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გადატვირთული იქნება. რეკომენდებულია ექსპერიმენტები ჩაატაროთ, რადგან ქვედაბოლო პრინტით მოდიდან არასდროს გადავა.

ქვედაბოლო უჩვეულო კუთხეებით

აქ კი ბევრი რამ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. უჩვეულოდ აჭრილი ქვედაბოლო კარგია იმით, რომ მისი შეკერვა ნებისმიერი მასალიდან შეიძლება. მაგალითად, უფრო მკვრივი ან ატლასის ქსოვილიდან. ასეთი მოდელი საზაფხულო სანდლებთან ან თბილ საშემოდგომო ფეხსაცმელთან ერთნაირად ლამაზი იქნება.

ქვედაბოლოს კლასიკური ნიმუშები ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოდიდან გადავიდეს. ის გამოდგება როგორც ყოველდღიური ტარებისთვის, ასევე სადღესასწაულო შემთხვევებისთვის. უბრალოდ სწორი ზედა, ფეხსაცმელი და ზომიერი აქსესუარი შეარჩიეთ. ესეც ასე! თქვენი იდეალური ლუქი მზადაა.

თქვენ როგორ გიყვართ ქვედაბოლოს ტარება? გვიამბეთ კომენტარებში, თუ რომელ სტილს და ქსოვილს ანიჭებთ უპირატესობას!