ხანდახან, წლებია საჭირო ადამიანის ხასიათისა და ყველა პიროვნული თვისების გამოსავლენად. ზოგჯერ კი საკმარისია 2-3 უჩვეულო ფსიქოლოგიური ტესტი. გასაკვირია, თუმცა, ხშირად, მათი ახსნა რეალობასთან ძალიან ახლოსაა. საინტერესოა, რამდენად სწორი იქნება ჩვენი დღევანდელი ტესტი თქვენთვის.
ჩვენი რედაქცია დაუყოვნებლივ გაგიზიარებთ ამ აღმოჩენას! ჩვენი ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ ყველა იმ ნათელი და მკვეთრი თვისებების გამოვლენაში, რომელიც თქვენ გახასიათებთ.
პიროვნული თვისებები
ამ ტესტის გასავლელად, უბრალოდ აირჩიეთ ზემოთ წარმოდგენილი 6 საფულედან ერთ-ერთი. როგორც ხედავთ, ისინი მხოლოდ ფერით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. დიდხანს ნუ იფიქრებთ, ამ საქმეში თქვენი პირველი შეგრძნებაა მნიშვნელოვანი. შემდეგ დაწვრილებით შეისწავლეთ, თუ რას მალავს არჩეული აქსესუარი.
1. წითელი საფულე
თუ წითელი საფულე მოგეწონათ, დიდი ალბათობით, თქვენში ლიდერის თვისებებია. არ უშინდებით პასუხისმგენლობის აღებას მაშინ, როცა სხვა არავინაა ამისთვის მზად. თქვენთვის ნაცნობია ადამიანების ხელმძღვანელობისა და მკაფიოდ დასახული მიზნებისადმი მისწრაფების უნარი. გარდა ამისა, თქვენ არამხოლოდ მიზანსწრაფი ადამიანი ხართ, არამედ სხვებისთვის მოტივაციის მიცემაც შეგიძლიათ. მსგავსი თვისებები დაგეხმარებათ ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში.
2. ოქროსფერი საფულე
ერთი შეხედვით, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ. თუმცა, თუ ვინმე თქვენს პირად სივრცეში შემოიჭრება, კარგი არაფერი ელის. შეგიძლიათ, მთასავით გადაეფაროთ საკუთარ თავს, ახლობლებს, ნათესავებსა და იმ ყველაფერს, რაც თქვენ გეკუთვნით. ამასთან, ნებსიმიერი კონფლიქტური სიტუაციიდან ამაყად და ღირსეულად გამოდიხართ. შეგიძლიათ საკუთარი აზრის დამტკიცება და გონივრული არგუმენტების მოტანა. ეს თვისება განსაკუთრებით სამსახურში გამოგადგებათ.
3. შავი საფულე
მეგობრები და ნაცნობები ასაკთან შედარებით ბრძენ ადამიანს გიწოდებენ. მტკიცედ გწამთ, რომ მნიშვნელოვანია ქცევები, არათუ სიტყვები. თქვენით აღფრთოვანებული არიან, რამდენადაც თქვენი ყოველი ახალი ნაბიჯი თავდაჯერებული და გათვლილია. სადაც არ უნდა მუშაობდეთ, საქმეს პასუხისმგებლობითა და სიამოვნებით უდგებით. ამიტომ, თქვენ შრომისმოყვარე-პერფექციონისტად ითვლებით.
4. ვარდისფერი საფულე
როგორც წესი, ვარდისფერ საფულეს ირჩევენ ენერგიული და მომთმენი ადამიანები. დიდი ალბათობით, სწრაფად ეგუებით ნებისმიერ გაუგებარ გარემოებას ან სიტუაციას. არც ისე ბევრი დრო გჭირდებათ ცვლილებებთან შეგუებისთვის. გარდა ამისა, მუდმივად მიისწრაფვით სრულყოფილებისკენ, გინდათ იცოდეთ და შეგეძლოთ რაც შეიძლება მეტი რამ.
5. ვერცხლისფერი საფულე
თუ ვერცხლისფერი საფულე მოგეწონათ, დიდი ალბათობით, შემოქმედებითი ადამიანი ხართ. წვიმის შემდეგ გაჩენილ ჩვეულებრივ გუბურაშიც კი რაღაც ლამაზს ხედავთ. გასაკვირი არაა, რომ ძალიან უცნაური პიროვნება ხართ. თქვენ ყოველთვის გაუგებთ და მხარს დაუჭერთ. ამიტომაც, გააკვირი არაა, რომ რჩევისთვის თქვენთან მორბიან. თქვენ კი სიამოვნებით ეხმარებით ყველას. მეტიც, ეს სიამოვნებასა და სარგებელსაც მოგიტანთ.
6. იისფერი საფულე
თქვენს ოპტიმიზმსა და სიცოცხლისმოყვარეობას საზღვრები არ აქვს. ხოლო თქვენი უნარი, ადამიანებში მხოლოდ კარგი დაინახოთ, უბრალოდ გასაოცარია! არ იცით, რა არის დარდი და მოწყენა, ყველა პრობლემას დადებითი განწყობით ჭრით. ყველა ცხოვრებისეული უსიამოვნება თქვენთვის გამოცდილებაა, რომლისთვისაც ბედს მადლობას სწირავთ. თქვენი სიტყვებითა და ქცევებით, ბედნიერი და ნათელი მომავლის რწმენას ქმნით.
საინტერესოა, თქვენ რა ფერის საფულე აირჩიეთ? რაც მთავარია, დაემთხვა თუ არა აღწერა თქვენს თვისებებს?