ხელნაკეთი დეკორაციები ბერძნული კაკლით

0
794

ახალ წლამდე მხოლოდ 3 თვე დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა, თანდათან მოემზადოთ ყველაზე ნათელი და ბევრისთვის ნანატრი დღესასწაულისთვის.

მე ძალიან მიყვარს ბერძნული კაკალი, რამდენადაც მისი გული დაუჯერებლად სასარგებლო და გემრიელია. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, ჩემი დაქალის რჩევით, დავიწყე არამხოლოდ ნიგვზის, არამედ ნაჭუჭის გამოყენებაც. საჭირო რაოდენობის კაკლისა და ნაჭუჭის შეგროვების შემდეგ, გადავწყვიტე, დღესასწაულის თემაზე დეკორაციები მომემზადებინა. სასიამოვნოა, როცა გარშემო საკუთარი ხელით შექმნილ სილამაზეებს ხედავთ.

ასევე, ძალიან საინტერესოა პროცესში ბავშვების ჩართვაც – ისინი ნამდვილად მიიღებენ სიამოვნებას, მშობლებთან ერთად ხელსაქმის დროს.

დეკორაციები ბერძნული კაკლისგან

ჩვენმა რედაქციამ მოამზადა 17 საშობაო იდეა ბერძნული კაკლის გამოყენებით. დღესასწაულებზე აუცილებლად გამოგადგებათ!

1. ეს დეკორაცია ჩემს დაქალთან ვნახე, გასულ წელს სტუმრობისას. ამ უჩვეულო კაკლებში დამალულია პატარა სურპრიზები ახალი წლის წინასწარმეტყველებით. ძალიან საინტერესო და უჩვეულოდ გამოიყურება.

ასეთი ნაკეთობისთვის დაგჭირდებათ ბერძნული კაკლის ნაჭუჭი და სელის ქსოვილი ან ტომსიკა ანაბეჭდებით. თუ მზა ბეჭდები არ გაქვთ, დაამზადეთ ისინი საშლელისგან. საშლელის ზედაპირზე ამოჭერით სასურველი ფორმა, ჩაალბეთ მელანში და დაბეჭდეთ ქსოვილზე.

2. კიდევ ერთი ვარიანტი.

3. მალე მაღაზიებში ნაძვისხის ქარხნულ სათამაშოებს დაუწყებენ ძებნას, მე კი გთავაზობთ, წელს ორიგინალურობა გამოავლინოთ და ასეთი მოდური დეკორაციები დაამზადოთ.

4. ასეთი ვარიანტიც არსებობს.

5. კიდევ ერთი საინტერესო იდეა ნაძვისხის სათამაშოსთვის.

6. კიდევ რამდენიმე ვარიანტი.

7. აი, როგორ აქცევთ ნაჭუჭის ნახევარს უჩვეულო სათამაშოდ.

8. ასეც.

9. როგორ მომწონს ეს საშობაო გვირგვინი! მოდური დეკორაციაა, არა?

10. ასეთი საყვარელი ბუები თქვენი პატარების საყვარელ სათამაშოდ შეიძლება იქცეს.

11. ამ მომხიბლავი სილამაზის შესაქმნელად, დაგჭირდებათ პლასტელინი, დეკორატიული ხავსი, აკრილის საღებავები და, რაღა თქმა უნდა, დიდი ზომის კაკალი.

12. ასე გამოიყურება ხელნაკეთი სათამაშო ნაძვის ხეზე.

13. ქსოვის მოყვარულები ასეთი სათამაშოს იდეას შეაფასებენ.

14. კაკალს სათამაშოდ აქცევთ, თუ მას გარედან შეღებავთ.

15. სანთლები კაკლის ნაჭუჭში უჩვეულო და ლამაზი გადაწყვეტილებაა, რომლიც სახლში სიმყუდროვესა და მშვენიერებას შემოიტანს.

16. კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა.

17. უბრალოდ ნახეთ, როგორი საყვარელი ცხოველუკების დამზადება შეიძლება კაკლის ნაჭუჭისგან. ბავშვებს ნამდვილად მოეწონებათ ხელოვნების ასეთი ნიმუში.

როგორც ხედავთ, ბერძნული კაკლის ნაჭუჭის გამოყენება ბევრნაირად შეიძლება. მისგან გამოდის ორიგინალური და პრაქტიკული დეკორაციები. მეტიც, ასეთ საქმეს ბავშვებიც გაუმკლავდებიან.

თქვენ რომელი იდეა მოგეწონათ ყველაზე მეტად?