ვაშლის ჯემის – 5 გამოცდილი და მარტივი რეცეპტი

12807

ბევრი დიასახლისი ზამთარში შესანახად ვაშლის ჯემს ამზადებს. ზოგი მას ხორცის გასატარებელ მანქანაში ატარებს, ზოგი ღუმელში აცხობს ან მულტისახარშს იყენებს. ასევე სხვადასხვა ინგრედიენტებს უმატებენ. „პაპარაცი“ ვაშლის ჯემის ყველაზე გემრიელ და მარტივ რეცეპტებზე გიამბობთ.

ჯემის მოსამზადებლად ვაშლის საზაფხულო ან საშემოდგომო სახეობას იყენებენ, უფრო გვიანი ჯიშის ვაშლი ნაკლებად წვნიანი და არომატულია. შეგიძლიათ ტკბილი ან მოტკბო-მომჟავო აირჩიოთ. გემოს მახასიათებლების გასაუმჯობესებლად ლიმონს, დარიჩინს, კოჭას, გოგრას, ქლიავს, მსხალს, სხვა კენკრას და ხილს უმატებენ. ტრადიციულად შაქარი გამოიყენება.

როგორ მოვამზადოთ ვაშლის ჯემი მარტივი რეცეპტით

ამ რეცეპტით მომზადებული ტკბილეული შეგიძლიათ იმწამსვე მიირთვათ ან ზამთრისთვის შეინახოთ. 1 კგ დაჭრილ ნაყოფზე 500 გრ შაქარი მოდის.

  1. მზა ხილი 1,5-2 სმ ნაჭრებად დაჭერით და შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.
  2. 1 საათით გააჩერეთ, პერიოდულად აურიეთ.
  3. მასა ქვაბში გადაიტანეთ. 150 მლ წყალი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ.
  4. გაზი შეამცირეთ. ხარშვის დროს მუდმივად აურიეთ, სანამ ვაშლი არ დარბილდება. აუცილებლობის შემთხვევაში წყალი დაუმატეთ.
  5. მასა გააგრილეთ. დააქუცმაცეთ, ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ ან დააბლენდერეთ.
  6. პიურე კვლავ გაზზე დადგით. სასურველ მასამდე მიიყვანეთ. ამისთვის 10-30 წუთით ხარშეთ.
  7. ცხელი პროდუქტი მოხუფეთ. თბილ ადგილას დადგით.

ტკბილეული შესანიშნავად ინახება. დიეტური კვებისა და ცხობისთვის გამოგდება.

ღვეზელის შიგთავსი, რომ არ გადამოიღვაროს

ღვეზელის, ფუნთუშებისა და ხვეულებისთვის სქელი ჯემი რომ მოამზადოთ, ასე მოიქეცით:

  1. ვაშლი გარეცხეთ, ქერქისა და თესლისგან გაათავისუფლეთ. ნაჭრებად დაჭერით.
  2. ქვაბში მოათავსეთ. ცოტა წყალი დაასხით. ადუღეთ სანამ, ხილი არ დარბილდება.
  3. საცერში გახეხეთ. ალუმინის ქვაბში მოათავსეთ.
  4. 1 კგ პიურეს 700 გრ შაქრის ფხვნილი დაუმატეთ.
  5. დახურული ქვაბი 250 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ადუღებამდე შედგით. შემდეგ ტემპერატურას დაუწიეთ და 3 საათით ხარშეთ.
  6. მზაობა შეამოწმეთ. მასა ერთგვაროვანი და ქარვისფერი უნდა იყოს. თუ ასეა, ე.ი, პროდუქტი მზადაა.

ვამზადებთ ღუმელში – ძველი, გამოცდილი მეთოდი

რეცეპტი შესანიშნავია იმით, რომ მის მოსამზადებლად მუდმივად ქვაბთან დგომა არ მოგიწევთ. ტკბილეული დამოუკიდებლად მზადდება. აუცილებლად: 1 კგ ვაშლზე – 800 გრ შაქრის ფხვნილი.

  1. წვრილად დაჭრილი ხილი თასში მოათავსეთ. ნახევარზე წყალი დაასხით. შაქრის ფხვნილი დაუმატეთ და აურიეთ. ღუმელში შედებამდე მასა შეგიძლიათ დააბლენდეროთ.
  2. ღუმელი 250 გრადუსამდე გააცხელეთ. მასში თავდახურული ჭურჭელი შედგით.
  3. ადუღების შემდეგ ტემპერატურა 100 გრადუსამდე შეამცირეთ და 2,5-3 საათი ხარშვა გააგრძელეთ. ამ დროში ქილები და თავსახურები გაასტერილეთ.
  4. როცა პოვიდლო მოწითალო ელფერს და სასურველ მასას მიიღებს – ქილები მოხუფეთ. გადააბრუნეთ და შეფუთეთ.

ჯემი ლამაზი და გემრიელი გამოვა, პროცესი კი სამზარეულოში ზედმეტ შხეფებს მოგაშორებთ.

მულტისახარშში – სწრაფი და თანამედროვე რეცეპტი

მულტისახარშში მომზადებული ტკბილეული იმით განსხვავდება, რომ წყლის გარეშე მზადდება. შაქრის რაოდენობა ხილის სიტკბოზე და თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

  1. გასუფთავებული და დაჭრილი ვაშლი შაქარს აურიეთ, 30 წუთით წვენის გამოსასვლელად გააჩერეთ. პროცესის დასაჩქარებლად რეჟიმი „ხარშვა“ ჩართეთ და შაქრის გადნობას დაელოდეთ.
  2. მიღებული ნარევი „თუშვის“ რეჟიმზე 90 წუთით ჩართეთ.
  3. მასა საცერში გადახეხეთ ან დააბლენდერეთ. გემოს გასაუმჯობესებლად მწიკვი დარიჩინი დაუმატეთ.
  4. კვლავ „თუშვის“ რეჟიმზე 20 წუთით ჩარჩეთ. ამ დროის განმავლობაში ხის ჯოხით აურიეთ, რომ არ დაიწვას.
  5. მზა პოვიდლო შეგიძლიათ მოხუფოთ.

პროცესის დასაჩქარებლად პროგრამაში „შეწვის“ ან „გამოცხობის“ რეჟიმი 15-20 წუთით ჩართეთ, თან მუდმივად აურიეთ. ამის შემდეგ „თუშვის“ რეჟიმზე გადადით.

ვაშლის ჯემი შაქრის გარეშე – როცა არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გსურთ

ბევრს ტკბილეული უყვარს, მაგრამ შაქრის შემცველობის გამო საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ აძლევენ. ამ მარტივი რეცეპტით ვაშლის ჯემის შაქრის გარეშე მოამზადებთ.

  1. 1 კგ ხილი მოამზადეთ – გარეცხეთ, თესლი მოაშორეთ და დაჭერით.
  2. 200 მლ წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე 15 წუთით ხარშეთ.
  3. საცერში გახეხეთ ან ბლენდერი გამოიყენეთ.
  4. პიურე საჭირო შემადგენლობამდე დაიყვანეთ.
  5. მზა პროდუქტი ბოთლებში ჩაასხით, მოხუფეთ და 15-20 წუთით სტერილიზაცია გაუკეთეთ.

რეცეპტი ლიმონით

გარეცხილი ხილი ქერქისგან გაასუფთავეთ. მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. თესლი მოაშორეთ. 1 კგ ხილზე 600 გრ შაქარი დაგჭირდებათ.

  1. დაჭრილი ნაჭრები შაქრის ფხვნილს დაუმატეთ. ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. ნარევი რამდენიმე საათით წვენის გამოსაყოფად გააჩერეთ.
  2. საშუალო ცეცხლზე პიურე ადუღებამდე მიიყვანეთ. 12 საათით გააჩერეთ.
  3. მასას ნახევარი გახეხილი ლიმონი დაუმატეთ და აადუღეთ. კვლავ 12 საათით გააჩერეთ.
  4. მესამე წრეზე მასა ადუღებამდე მიიყვანეთ და შემდეგ 5-10 წუთით ხარშეთ.
  5. ბოთლებში გადაანაწილეთ. ცივ ღუმელში შედგით. ადუღებამდე მიიყვანეთ.
  6. მოხუფეთ.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ვაშლის ჯემის მოსამზადებლად:

  • მაშინაც კი, თუ ტკბილი ვაშლი აარჩიეთ, შაქრის რაოდენობა ხილის წონის ნახევარზე ნაკლები მაინც არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დუღილის პროცესი წავა.
  • ჭურჭლის შერჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ მასას ქვაბის 2/3-ზე მეტი მოცულობა არ ეკავოს. დუღილის დროს შხეფებია მოსალოდნელი.
  • დაბალი და ფართო ქვაბი დროის ეკონომიაში დაგეხმარებათ, რადგან სითხის აორთქლების სივრცე გაიზრდება.
  • შაქრის ფხვნილს მომზადების ბოლოს უმატებენ.
  • პოვიდლოს მომზადება შეგიძლიათ ხის ჯოხით შეამოწმოთ: ქვაბის ძირში ჩადეთ. თუ მიღებული პოვიდლო ნელ-ნელა შეივსება, ვაშლის პოვიდლო მზადაა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს