როგორ დავუბრუნოთ „წებოვნება“ ფეხსაცმლის შესაკვრელს

403

არასდროს მიყვარდა ფეხსაცმელი, რომელსაც წებოვანი შესაკვრელი ჰქონდა. ჯერ კიდევ ბავშვობიდან მძულდა, როცა მშობლები ასეთ სანდლებს მყიდულობდნენ. თავიდან ყველაფერი კარგადაა, შემდეგ კი შესაკვრელი წებოვნებას კარგავს. ეს ყოველთვის დისკომფორტს მიქმნიდა, ამიტომ ფეხსაცმელი წებოვანი შესაკვრელით ყველასთვის არაა.

ფეხსაცმელი წებოვანი შესაკვრელით

დროთა განმავლობაში შესაკვრელის რბილი მხარე იშლება და ნორმალურად დამაგრებას წყვეტს. გარდა ამისა, მას ეკვრის ძაფები, ცხოველის ბეწვი ან ტანსაცმლის ბუსუსები. ადრე ფეხსაცმლის ხელოსანთან მიტანა და ლოდინი მიწევდა სანამ ძველ შესაკვრელს ახლით ჩამინაცვლებდა. ეს დამატებითი ფინანსური ხარჯებია, ამასთან სიტუაცია დროთა განმავლობაში კვლავ მეორდება.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ აღადგინოთ ფეხსაცმლის, ტანსაცმლის ან ჩანთის წებოვანი შესაკვრელი. თავიდან არ მჯეროდა, რომ ყველაფერი ასე მარტივად შეიძლება იყოს. თუმცა ამ მეთოდის წყალობით ძველი წებოვანი შესაკვრელი პრობლემა აღარაა.

პირველ რიგში, თქვენ დაგჭირდებათ ჩვეულებრივი სანთებელა ან ასანთი. წებოვანი ნაწილის დაშლილი ნაწილი ფრთხილად უნდა მოწვათ. ძალიან ფრთხილად იმოქმედეთ, რომ შესაკვრელის მთელი ბუსუსი არ დაწვათ. ეს პროცედურა სჯობს სააბაზანოში გამდინარე წყალთან ახლოს ჩაატაროთ. ასე თავს დაიზღვევთ, თუ რაიმე არასწორად წავა.

მეორეც, ნემსის დახმარებით წებოვან შესაკვრელს მთელი ჭუჭყი უნდა მოაშოროთ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მასში მყარი რამ არის გაჩხერილი – ასეთ შემთხვევაში სანთებელა ვერ დაგეხმარებათ. სახლში ყველა წებოვანი შესაკვრელი უკვე დავამუშავე და შედეგით სრულად კმაყოფილი ვარ.

განსაკუთრებული სიფხიზლე გამოიჩინეთ, რომ არ დაიწვათ. როცა ჩაშლილი ბოლოები იწვება, ის ახალივით იმუშავებს. ეს მეთოდი არაერთხელ გამოვცადე, თქვენც სცადეთ და შემდეგ თქვენი შედეგები კომენტარებში გაგვიზიარეთ. წარმატებას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს