როგორ გამოვიყენოთ ქსოვილის ნიღბები, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად

280

ქსოვილის ნიღბები, რომლებიც ახლა თითქმის ყველგან გვხვდება, ქალის ცხოვრებას ამარტივებს და აუმჯობესებს. ახლა უფრო მარტივია თავის მოვლა სახლის პირობებში. შეგიძლიათ, აირჩიოთ შესაფერისი ნიღაბი მაღაზიაში ან თავად მოამზადოთ იგი. ის თუ იცოდით, რომ ასე გაცილებით ეფექტურ შედეგს მიიღებთ? გეტყვით, თუ რა მასწავლა ჩემმა კოსმეტოლოგმა ქსოვილის ნიღბებთან დაკავშირებით.

როგორც აღმოჩნდა, ქსოვილის უბრალო ნიღაბს მაქსიმალური შედეგი ექნება, თუ მას სწორად გამოიყენებთ. თავიდან არ მჯეროდა, თუმცა, უნდა დამეჯერა. შედეგმა სავსებით დამაკმაყოფილა! აუცილებლად სცადეთ იგი შემდეგ ჯერზე.

მარტივი ხრიკები ქსოვილის ნიღბით

1. ნიღბის გამოყენებისას წამოწექით

აი, ასეთი მარტივი, თუმცა ლოგიკური რჩევა. თუ წევხართ, ნიღაბი მეტ ეფექტს იძლევა და თანაბრად ნაწილდება. ამასთან, ეცადეთ, მოადუნოთ სახე, რათა კანმა შეძლოს მეტი სასარგებლო ნივთიერების შეწოვა.

2. გამოიყენეთ ტონერი

სანამ ნიღაბს წაისვამდეთ, დაიტენიანეთ კანი ტონერით. ეს კანს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენაში დაეხმარება. მეტიც, ტონერი შრატიდან სასარგებლო ელემენტების “გამცილებლის” როლს ასრულებს.

3. გააცივეთ ნიღაბი

გამოყენებამდე, შედგით ნიღაბი მაცივარში. ასე იგი არამხოლოდ მთელი ძალისხმევით, უშუალოდ შეასრულებს დაკისრებულ ფუნქციას, არამედ გასცემს მაფხიზლებელ, დამატენიანებელ ეფექტსაც. კარგი იქნება, თუ ნიღაბს დილით გააგრილებთ.

4. გაათბეთ ნიღაბი

რა თქმა უნდა, ეს და ზედა პუნქტი ურთიერთსაწინააღმდეგოა. თუ ამ პუნქტს დაიცავთ, ნიღაბი კანს დამამშვიდებელ ეფექტს მისცემს. მეტიც, გათბობა სასარგებლო ნივთიერებების უსწრაფესად ათვისებას შეუწყობს ხელს. გამოყენებამდე, ჩადეთ ნიღაბი თბილ წყალში. ასეთი გამოყენება იდეალურია საღამოს, ძილის წინ.

5. დაიზილეთ

ნიღბის გამოყენებით საქმე არ მთავრდება. მას შემდეგ, რაც კანი გაიჟღინთება სასარგებლო ნივთიერებებით და მოდუნდება, დაიზილეთ იგი თითებით ან როლერებით.

6. ნიღაბი საუნაში

სახის გამწმენდი ნიღბის გამოყენება ყველაზე კარგი მაშინაა, როცა კანი მაქსიმალურადაა დაორთქლილი და ფორები – გაფართოებული. სად მიიღებთ ასეთ ეფექტს, თუ არა საუნაში? შემდეგში, როცა აბანოში წასვლას დაგეგმავთ, გაიყოლეთ ნიღაბი და დატკბით შედეგით.

ეს მარტივი რეკომენდაციები ყველასთვის ხელმისაწვდომია. ახლა უკვე იცით, როგორ უნდა გამოიყენოთ ქსოვილის ნიღაბი სწორად, სახლის პროცედურისგან მაქსიმალური ეფექტი რომ მიიღოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს