დამარინადებული სქელშუბლა – გამოცდილი და ყველაზე გემრიელი რეცეპტი

0
835

დამარინადებულ სქელშუბლას ბევრი დიასახლისი ამზადებს. მისი მომზადების რეცეპტი სხვადასხვა ინგრედიენტების დამატების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ თუ პირველად აკეთებთ, სჯობს კლასიკური ან შინაურული რეცეპტი სცადოთ.  ასე მიხვდებით, თუ კერძი რამდენად გემრიელია. შემდეგ კი შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიანტები გამოიყენოთ, მაგალითად, კორეული. გემოს ხარისხი მარინადზე და თავად თევზე არის დამოკიდებული.

დამარინადებული სქელშუბლა – ყველაზე პოპულარული რეცეპტი

თევზის პოპულარულობა წარმოუდგენლად ნაზი რბილობით აიხსნება, ამასთან შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდით მოამზადოთ. შემწვარი, მოხარშული და შებოლილი სქელშუბლა ერთნაირად გემრიელია. იდეალური რეცეპტია მარინადში მომზადებული  მის მოსამზადებლად ბევრი ძალისხმევა დაგჭირდებათ, მაგრამ ეს ამად ნამდვილად ღირს. ნოყიერი წასახემსებელი ნებისმიერ წვეულების სუფრას დაამშვენებს.

კარგი იქნება, თუ მოსამზადებლად თევზი 2 კგ-ზე მეტი იქნება. მასში ძვლები პრაქტიკულად არაა, ხოლო ხორცი უფრო ცხიმიანი და ნაზია. მზა კერძი ცივი სახით დიდხანს, 2 თვე ინახება. დამარინადებული სქელშუბლა შემდეგ ინგრედიენტებს მოითხოვს:

  • 2 სქელშუბლას ფილე (ჩონჩხი და ხორცი ფრთხილად დააცალკევეთ)
  • 3 ს/კ ზეთი
  • 3-4 ს/კ სუფრის ძმარი
  • 1 მსხვილი თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი, შაქარი და ბაჰარის წიწაკა (მარცვლები) – გემოვნებით

მომზადება:

  1. სქელშუბლას ხორცი ჩონჩხისგან ფრთხილად გაათავისუფლეთ, თავი, სხეული და კუდი დააცალკევეთ. დამუშავებული ფილე გარეცხეთ და ნაჭრებად დაჭერით. ამ პროცედურას თავიდან აიცილებთ, თუ მაღაზიაში უკვე მზად პორციულ ფილეს შეიძენთ.
  2. მცირე თასში მარილი და შაქრის ფხვნილი აურიეთ.
  3. თევზი ერთ ფენად მოსახერხებელ ჭურჭელში დააწყვეთ. მარილისა და შაქრის ნარევი მოაყარეთ.
  4. ასე ყველა ფენას მოაყარეთ.
  5. თევზის ზედა ფენას თეფში ან სხვა ნივთი და სიმძიმე დაადეთ.
  6. 2 საათით დამარილების დრო მიეცით. სითხე, რომელიც ზედაპირზე წარმოიქმნება, გადაასხით.
  7. მარინადი მოამზადეთ – ცალკე ჭურჭელში ძმარი, ზეთი, დაჭრილი ხახვი და ნიორი, წიწაკა აურიეთ.
  8. დამარილებული თევზი ამ მარინადში გაჟღინთეთ.
  9. 2 საათით გააჩერეთ, ზოგჯერ აურიეთ.

თევზის მომზადება შეგიძლიათ მისი ფერით განსაზღვროთ – რამდენიმე საათში ის თეთრი გახდება. მზა დამარინადებული სქელშუბლა მინის ქილებში გადაიტანეთ, თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

სქელშუბლა მარინადში კორეულად

ტრადიციული რეცეპტების გარდა სქელშუბლას მარინადში მოსამზადებლად კორეული რეცეპტიც პოპულარულია. აღმოსავლური ნოტების შესამატებლად დაგჭირდებათ:

  • 0,5 კგ ფილე
  • 3 ს/კ შაქრის ფხვნილი
  • 3 ხახვი
  • 2 ს/კ მარილი
  • 3 ნედლი სტაფილო
  • 3 კბილი ნიორი
  • 100 გრ მზესუმზირას ზეთი
  • 3 ს/კ სოიოს სოუსი
  • 3 ს/კ ძმარი
  • ქინძი
  • 1 ს/კ წიწაკა
  • ახალი მწვანილი

ფილეს დაცალკევება ისე ხდება, როგორც პირველ რეცეპტში. მიღებული ფილე გარეცხეთ და გააშრეთ. ზეთი და ძმარი აურიეთ, მიღებულ სითხეში თევზი 2 საათით ჩადეთ.

ხახვი საშუალო სისქეზე დაჭერით, სტაფილო წვრილად დაჭერით ან გახეხეთ, ნიორი დანაყეთ და დაჭყლიტეთ. თევზის სტეიკს 2 საათის შემდეგ ბოსტნეული დაუმატეთ. აქვე შაქარი, მარილი და დარჩენილი სანელებლები დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.

დამარინადებული სქელშუბლა სტაფილოთი ტაფაზე დადეთ და 5 წუთით შეწვით. თევზი სუფრაზე გასატანად მზადაა. შეგიძლიათ როგორც ცხელი, ასევე ცივი სახით გაიტანოთ. ხანგრძლივი შენახვისთვის (2-3 თვე) საკმარისია მინის ქილებში გადაანაწილოთ, თავსახური დაახუროთ და გრილ ადგილას შეინახოთ.

დამარინადებული სქელშუბლა შინაურულად

ასეთი წასახემსებლის მომზადების კიდევ ერთი მეთოდის არ ხსენება არ შეიძლება. შინაურული რეცეპტი ინგრედიენტების მინიმალური რაოდენობით და მომზადების სიმარტივით გამოირჩევა. ამისთვის დაგჭირდებათ:

  • სქელშუბლას ფილე
  • 200 მლ სუფრის ძმარი
  • 200 მლ სუფთა წყალი
  • 4 თავი ხახვი
  • მარილი, წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთოლი – გემოვნებით

თევზის გასუფთავების შემდეგ (ძვლების, შიგნეულის, თავის, კუდის მოშორების შემდეგ) მცირე ნაჭრებად დაჭერით, მარილი მოაყარეთ ისე, როგორც ტრადიციულ რეცეპტში ეწერა და ცივ ადგილას 8 საათით შეინახეთ.

დროის გასვლის შემდეგ თევზი მარილისგან მსუბუქად გაწმინდეთ, სუფთა ჭურჭელში მოათავსეთ და ძმრის ხსნარი (1 ჭიქა წყალი + 1 ჭიქა ძმარი) დაასხით. სითხემ თევზი სრულად უნდა დაფაროს.

თევზს სიმძიმე დაადეთ და დასამარინადებლად კიდევ 8 საათით გააჩერეთ. მარინადი 3-4 საათში ერთხელ აურიეთ.

ასეთ მარინადში თევზი გათეთრდება. ეს იმის ნიშანია, რომ წასახემსებელი თითქმის მზადაა. სითხე, რომელშიც თევზი ჩადებული გაქვთ, გადაასხით. თევზი არავითარ შემთვევაში არ გარეცხოთ.

თევზი დიდხანს რომ შეინახოთ, სუფთა, სტერილურ ქილებში შეინახეთ. ეს ასე კეთდება. ქილაში ყველა პროდუქტი შემდეგი თანმიმდევრობით ფენებად იდება:

  1. დაჭრილი ხახვი
  2. დამარინადებული თევზის ნაჭერი
  3. დაფნის ფოთოლი
  4. შავი წიწაკის მარცვლები
  5. მცენარეული ზეთი

მნიშვნელოვანია, რომ ქილა ბოლომდე სავსე იყოს. მას შემდეგ, რაც ყველა თევზი ქილებში ჩადებული იქნება, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და ცივ ადგილას შეინახეთ. სუფრაზე უკვე 1 დღის შემდეგ შეგიძლიათ გაიტანოთ. სწორი შენახვის პირობებში მაქსიმუმ 3 თვე შეინახეთ.

თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი