თმის მოდური ფერი, რომელიც თქვენი თვალის ფერს ხაზს გაუსვამს

3879

„პაპარაცი“ გთავაზობთ ყველაზე მოდურ ფერებს, რომ ნაცრისფერი დღეები მოიშოროთ და თმის ფერი განაახლოთ.

თმის ფერის მოდური ტენდენციები

1. შოკოლად–მეწამულისფერი

ასეთი ფერი კარგია იმით, რომ არა მხოლოდ სუპერ ბუნებრივად გამოიყურება, არამედ თვეები ძლებს. ის განკუთვნილია სპეციალურად თმის მუქი ძირების შესაღებად. ასეთი ფერთა გადაწყვეტილება თმას წარმოუდგენელ გადასვლას, მოცულობას და მოვლილ იერს მიანიჭებს.

2. ვეფხვის თვალი

ოქროსფერ–ყავისფერი ქვის მსგავსი ზოლები, ვეფხვის თვალი – ეს ბალაიაჟის ტექნიკაში ის სიახლეა, რომელსაც ყველა ელოდა. ბრინჯაოს და ოქროსფერი დეტალების დამატებისას თბილი ან ნეიტრალური ფერები შეარჩიეთ იმის მიხედვით, თუ თქვენი კანის ფერი როგორია.

3. კრემ–სოდა

ეს სასმელი არაა, რომელსაც ზაფხულში ბავშვობაში ბევრი სვამდა. ეს თმის ოქროსფერი შეფერილობაა – თაფლისფერი გადასვლა მუქ და ღია ფერებს შორის, რომელიც სახის კანს უფრო ნათელს ხდის. სტილისტები ირწმუნებიან, რომ ეს შეფერილობა ადვილად ერგება როგორც ქერა, ასევე შავთმიან ქალებს.

4. ცისფერი ჯინსი

ეს ფერი საინტერესოა იმით, რომ ერთდროულად ავანგარდული და პრაქტიკულია. აშკარად არაბუნებრივად გამოიყურება, მაგრამ იმდენად ჩახშულია, რომ ყოველდღიური გამოსვლისთვისაც გამოგადგებათ. კარგი მღებავი თქვენი კანისთვის შესაფერის შეფერილობას სწორად შეგირჩევთ.

5. ფერადი ძირები

ის ღია ფერის თმას კარგად უხდება. მის ფონზე ფერადი ძირები განსაკუთრებით გამოხატულია. ამ ტექნიკით შეღებვისას მთავარია ფერების სწორ გადასვლას მიაღწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თმის ძირები ბინძურ ლაქას დაემსგავსება. თმის ფერის ტენდენციებს გეოლოგიური მოტივები კარნახობს.

6. ძვირფასი ქვების შეფერილობა

ასეთ მრავალფეროვნებას გვთავაზობს სხვადასხვა ძვირფასი ქვის შეფერილობის გამოყენება – აქ გვხვდება ამეთვისტოს იასამნისფერი ბზინვარება, მწვანე ზურმუხტი, მდიდარი ლალი, ცისფერი აკვამირინი და საფირონის ღრმა ფერი. მუქი ფერის თმაზე განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება.

7. იისფერი

იისფერი 2020 წლის ფრად ითვლება. მღებავები გვთავაზობენ დახვეწილ ფერებს, მათ შორის ლავანდის, იასამნის, ქლიავის და იის ფერებს. ეს ფერები შავთმიანების კულულებს ხაზს გაუსვამს, ხოლო ქერა თმა უფრო მიმზიდველს გახდის. საბედნიეროდ, ამ ფერის ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს და ნებისმიერი ქალი თავისთვის იდეალურის შერჩევას შეძლებს.

8. ათასწლოვანი ვარდისფერი

2020 წლის კიდევ ერთი მოდური ფერი. ის „ვარდისფერი ბარბის“ უფრო დახშული ვარიანტია, რომელიც სხვადასხვა ელფერის ფართო სპექტრად გადაიქცა და მთელი თაობა დაბადა. ასეთი მრავალფეროვნების წყალობით შეგიძლიათ ფერებით ითამაშოთ და ყველაზე მიმზიდველი ფერი გამოსცადოთ.

ათასწლოვანი ვარდისფერი უფრო მეტია, ვიდრე ტენდენცია. ეს კულტურული ფენომენია, რომელიც უახლოეს დროში არ გაქრება.

9. მარილი და წიწაკა

მაშინ, როცა ყველას თავისი ჭაღარის რცხვენია და მის დამალვას შეღებვით ცდილობს, ფერფლისფერი მოდის ტენდენცია გახდა. მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდებიც თმას ამ ფერში იღებავენ – ის შეუდარებლად გამოიყურება!

10. კარამელის ბალაიაჟი

კარამელის ელფერს თითქმის ყველა ფერი ერგება. გაღიავებული კულულები შუბლს არბილებენ და სახეს ვიზუალურად უფრო საინტერესოს ხდიან. კარამელის შეფერილობა – საუკეთესო მეთოდია, რომ თქვენი ვარცხნილობა თმის შეჭრის გარეშე განაახლოთ.

11. ზეთისხილის ქერა

ქერა დღემდე ტრენდშია, მაგრამ ამჯერად უპირატესობა ენიჭება თბილ ჩრდილებს თაფლისფერი–მოყვითალო ელფერებით. ეს მზიანი ფერი მსუბუქი მარგალიტისფერი ჩრდილებით ნებისმიერი ფერის თვალს უფრო გამოკვეთს.

12. შებოლილი ატამი

თავშეკავებული და ცივი ჩრდილები ქერა თმის, მანდარინის და შემწვარი ატმის შეფერილობებს აერთიანებს. შედეგად, თმა ისე გამოიყურება, როგორც აციმციმებული ოკეანე მზის ჩასვლისას დროს, სანამ მზე ჰორიზონტს შეეხება.

იმოქმედეთ და თქვენი საყვარელი ფერი იპოვეთ! სტატია მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ. დაე, ამ იდეების გამოყენება მათაც შეძლონ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს