ფორთოხლის კონფიტური არაჩვეულებრივია საუზმისთვის. ძალიან ნაზი და არომატული კონფიტური დაუვიწყარ გემოს გაჩუქებთ. გთავაზობთ ზღაპრულ რეცეპტს, რომელიც ფორთოხლის ყველა ღირსებას მოიცავს. ტკბილეული განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს.
ფორთოხლის კონფიტური
ინგრედიენტები (2 კგ-სთვის)
- 650 გ ფორთოხალი
- 1 ლიმონი
- 1.3 კგ ლერწმის შაქარი
- 1.7 ლ წყალი
- 70 მლ კონიაკი, ვისკი, რომი ან ჯინი
მომზადება
1. დაჭერით ფორთოხალი და ლიმონი შუაზე, შემდეგ დაწურეთ წვენი.
2. გააცალეთ ხილის ცედრას შიდა სითეთრე და ეს ყველაფერი ერთ მოზრდილ ბამბის ქსოვილში(ან მარლაში) მოათავსეთ. აქვე დაუმატეთ ლიმონის ნარჩენებიც.
3. ყოველ ფორთოხალს გააცალეთ ცედრა(შეგიძლიათ სპეციალური დანა გამოიყენოთ) და დაჭერით გრძლად და წვრილად.
4. ჩაყარეთ ცედრები წყლითა და წვენით სავსე ქვაბში, აქვე დაუმატეთ ხილის ნარჩენები, გახვეული მარლაში. ქვაბი დადგით გრილ ადგილას მთელი ღამით, რათა ცედრა დარბილდეს.
5. მეორე დღეს მოხარშეთ ინგრედიენტები და ყურადღება მიაქციეთ – როცა იგი ადუღდება, შეამცირეთ ცეცხლი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე კიდევ ორი საათით. კანი ძალიან ნაზი უნდა გამოვიდეს, მასის მოცულობა კი მესამედამდე შემცირდეს.
6. შემდეგ მოხსენით ქვაბს დავსახური, ამოიღეთ ქსოვილის ტომარა და დაწურეთ მისგან წვენი(გამოიყენეთ საცერი).
7. დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ სრულად გახსნამდე.
8. თანდათან აადუღეთ. როცა ქაფი წარმოიქმნება, თვითონ კონსისტენცია კი გასქელდება – გამორთეთ ცეცხლი.
9. მეტალის კოვზით მოხსენით ქაფი, დაუმატეთ კონიაკი(რომი ან ჯინი), კარგად მოურიეთ და გააგრილეთ 10 წუთით.
10. შემდეგ გადაასხით კონფიტური სუფთა, გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.
ფორთოხლის კონფიტური მზადაა! გემრიელად მიირთვით.