რატომ უნდა გახსოვდეთ წინაპრები და მეშვიდე თაობამდე ყველა იცოდეთ

0
1037

ძველად ბრძენ ხალხს მიაჩნდა, რომ ადამიანმა საკუთარი წინაპრების შვიდი თაობა აუცილებლად უნდა იცოდეს. ეს მათი ხასიათის ბევრ თვისებას განსაზღვრავს და ზოგიერთ შემთხვევაში ბევრ საიდუმლოს ფარდას ხდის.

წინაპრების შვიდი თაობა თითოეული ჩვენგანის ზურგს უკან ჩუმად დგას და ისე გამოიყურება, როგორც ზღაპრული ფრინველის ფრთები. თქვენში თითოეული წინაპრის ნაწილია. თითოეული მათგანი ცხოვრობდა იმისთვის, რომ ოდესღაც თქვენ დაბადებულიყავით.

გვარის ფრინველი

იცი თუ არა, ვინ იყვნენ თქვენი წინაპრები, რა ერქვათ, რა ბედი ეწიათ? წინაპრების პატივისცემის და მათზე ინფორმაციის ქონის ტრადიცია, რომელიც ახლა დავიწყებულია, წინა თაობებმა კარგად იცოდნენ.

საგვარეულო ხე ფარავაჰარი და მასთან დაკავშირებული წინაპრების კულტი ზოროასტრიზმის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ზოროასტრიზმი ერთ–ერთი უძველესი რელიგია, რომელიც თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის გამოჩენამდე წარმოიშვა.

ფარავაჰარი გამოსახული იყო დისკით და ფრთებით, რომლის ცენტრში იყო თავად კაცი, ან ამ წუთას დედამიწაზე მცხოვრების ოჯახის შთამომავალი. ამ წერტილიდან სხვადასხვა მიმართულებით საგვარეულო ხის სხვადასხვა ტოტები, ამ ადამიანის წინაპრები, იშლება.

სულ გამოდიოდა 7 დონე. ფარავაჰარის ხის 7 დონის აღწერა და წარმოდგენა საკმაოდ მარტივია. ეს ასე გამოიყურება.

თაობა № 1

ჩვენი დედა და მამა დაკავშირებულია მთვარესთან, დედამიწის თანამგზავრთან, რომელიც ემოციური სამყაროს ფორმირებაზე უდიდეს გავლენას ახდენს. მშობლებისგან ვიღებთ ჩვევებს, სამყაროსთან ურთიერთობას და მასთან ადაპტაციას, ემოციურ აღქმას.

თაობა № 2

ჩვენი ბებიები და ბაბუები – 4 ადამიანი. მეორე თაობას უკავშირდება პლანეტა მერკური, რომლის განაგებს კომუნიკაციას, განათლებას, ინფორმაციის გაცვლას. ბებია–ბაბუებიდან ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აღქმის უნარს, ნიჭს და ქცევის ბევრ განსაკუთრებულობას ვიღებთ.

თაობა № 3

დიდი ბებიები და ბაბუები – 8 ადამიანი. ეს თაობა ვენერას მფარველობის ქვეშ იმყოფება, რომლის დიდი ციკლიც 8 წელს შეადგენს. დიდი ბებიები და ბაბუები ჰარმონიის და წონასწორობის დამცველად ითვლებიან. ვენერას უკავშირდება ისეთი გაგება, როგორიცაა სიყვარული, ცხოვრების სიხარული, მატერიალურ კეთილდღეობასთან მიჯაჭვულობა.

თაობა № 4

ჩვენი დიდი ბებიების და ბაბუების მშობლები – 16 ადამიანი. მეოთხე თაობა შეესაბამება პლანეტა მარსს, რომელიც ნებისყოფას, ენერგიას, გამარჯვების უნარს და მიზნების მიღწევას მფარველობს.

უნებისყოფობა, სიმხდალე ან სისასტიკე, უმიზეზო აგრესია შეიძლება მეოთხე თაობის წინაპრების ცოდვილობის გაგრძელება იყოს.

თაობა № 5

მეოთხე თაობის წინაპრების მშობლები – 32 ადამიანი. მე-5 თაობა უკავშირდება იუპიტერს – ძალაუფლების, ავტორიტეტის, სულიერების და მსოფლმხედველობის პლანეტას. ეს თაობა შეიძლება გახდეს დამაკავშირებელი რგოლი ტრადიციების, მცნებების, ჭეშმარიტი ცოდნის და სწავლების ჯაჭვში.

თაობა № 6

მე-5 თაობის მშობლები – 64 ადამიანი. მე-6 თაობა საზოგადოებაში ჩვენს ადგილზე, სოციალურ ზრდაზე გავლენას ახდენს.

თაობა № 7

მე-6 თაობის მშობლები. მე-7 თაობა განსაზღვრავს იმას, რასაც ეწოდება იღბალი ან ბედი. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია წინაპრების 7 თაობის ცოდნა: მასში ჩვენი აწმყო და მომავალია ჩადებული.

წინაპრების ღვაწლი შთამომავლობის სასარგებლოდ მოქმედებს და შეიძლება შესანიშნავი მაგალითი გახდეს პიროვნების სწორი განვითარებისთვის. ხშირად გაიხსენეთ, თუ რამდენი წინაპარი დგას თქვენს ზურგს უკან, როგორ ამაყობენ ისინი, რომ მათი გვარი გრძელდება და როგორ გულუხვად გაჯილდოებთ თითოეული წინაპარი საკუთარი ძალით და სულიერი სიმდიდრით.

გვარის ძალა გვეხმარება უსიამოვნებებს გავუმკლავდეთ და ცხოვრებისეული სირთულეები გადავლახოთ. სწორედ ამიტომ, ასეთი მნიშვნელოვანია ამ ძალის კულტირება, მის შესახებ ინფორმაციის გადაცემა მომავალი თაობისთვის, რომ ჩვენი შვილების გზა უფრო მარტივი და სწორი იყოს.