როგორ დავამარინადოთ ქამა სოკო სწრაფად

1141

სოკოს მწნილი 20 წუთში ისეთი, როგორიც მაღაზიებში? ძალიან მარტივია! ქამა სოკოს მომზადების ჩვენი რეცეპტი მინიმუმ 2 მიზეზით გაიმარჯვებს: პირველ რიგში, ის ურცხვად გემრიელია, მეორეც, წამებში მზადდება. თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, სოკოს დამარინადება შრომატევადი, ნელი და საშინლად დამღლელი პროცესია, ქამა სოკოს მომზადება ამ რეცეპტით სცადეთ. ასეთი მარინადი საახალწლო სუფრიდან წამებში ქრება!

„პაპარაცი“ დაგიმტკიცებთ, რომ სოკოს მარინადის სახლის პირობებში მომზადება მარტივი საქმეა, რომელიც დიდ დროს არ წაგართმევთ. პირიქით, სოკო შეგიძლიათ წვეულების დაწყებამდე 20 წუთით ადრე ძალიან ცოტა პროდუქტების გამოყენებით დაამარინადოთ. ხოლო ამოცანას ყველაზე გამოუცდელი მზარეულიც კი გაუმკლავდება.

როგორ დავამარინადოთ სოკო

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქამა სოკო
  • 2 ხახვი
  • 6-8 კბილი ნიორი
  • 75 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 75 მლ ძმარი
  • 10 ცალი ხმელი მიხაკი
  • 10 ცალი ბაჰარის წიწაკის მარცვლები
  • 10 ცალი შავი წიწაკის მარცვლები
  • 1 ჩ/კ დაფქული ქინძი
  • 6 ცალი დაფნის ფოთოლი

მომზადება:

1. ქამა სოკო გარეცხეთ, გაასუფთავეთ. მსხვილი სოკო 2-4 ნაწილად გაჭერით.

2. სოკო მშრალ ტაფაზე დაყარეთ, თავსახური დაახურეთ და საშუალო ცეცხლზე 5 წუთით თუშეთ. ქამა სოკომ წვენი უნდა გამოიღოს და ოდნავ უნდა აორთქლდეს.

3. ამ დროში მარინადი მოამზადეთ. ნიორი თხელ ფირფიტებად დაჭერით, ხახვი ნახევარგოლებად და ღრმა თასში ნიორს აურიეთ. მცენარეული ზეთი, მარილი, შაქარი, ბაჰარის და შავი წიწაკის მარცვლები, ქინძი, მიხაკი და დაფნის ფოთლები დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს ძმარი დაასხით და კარგად აურიეთ.

4. მიღებული მარინადი ტაფაზე სოკოს დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე 5-7 წუთით აადუღეთ. ცეცხლი გამორთეთ და სოკო თავსახურ დახურულ ტაფაზე კიდევ 3-4 წუთით გააჩერეთ.

5. მზა სოკო მარინადთან ერთად 1,5 ლიტრიან ქილაში გადაიტანეთ, თავსახური კარგად დაახურეთ. შეგიძლიათ გრილი სოკო ცოტა ხნით მაცივარში შეინახოთ.

6. გემრიელი დამარინადებული სოკო სუფრაზე გასასინჯად სწრაფად გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

სახლში მომზადებული დამარინადებული ქამა სოკო მაცივარში შეგიძლიათ 2 კვირა ჰერმენტულად დახურულ ჭურჭელში შეინახოთ. სიმართლე რომ ვთქვათ, ასეთი სოკო დიდხანს არ ჩერდება – სტუმრები მას წამებში ჭამენ, ზოგიერთი დიასახლისი კი ჭამის დროს აგემოვნებს.

თუ წასახემსებლის მომზადების მარტივი რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ. დარწმუნებული ვართ, თქვენი სოკოს მწნილი სტუმრებსაც მოეწონებათ და მომზადების საიდუმლოს გაგებასაც მოინდომებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს