რა არ უნდა დაალაგოთ სტუმრების მოსვლის წინ

2126

სტუმრების მოსვლისას ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს: გარეცხილი ტული, გაპრიალებული იატაკი, დაკეცილი ნივთები. როგორ მოვიქცეთ, თუ სტუმრები 1 საათში მოვლენ, თქვენ კი ახლახან მოხვედით სამსახურიდან? ალბათ, გენერალური დალაგებისთვის არცვ ძალა გეყოფათ და არც დრო. თქვენ კი უნებურად ფიქრობთ იმაზე, რომ სტუმრებს დაურეკოთ და გააუქმოთ შეხვედრა.

დალაგების დღე

ნუ მოიწყენთ, არსებობს რამდენიმე ადგილი, რომლის დალაგება ამ მომენტში აუცილებელი არაა, რამდენადაც სტუმრები მათ ყურადღებას არ მიაქცევენ. ჩვენი რედაქცია გეტყვით, სახლის რომელი კუთხეების გაწმენდა არაა საჭირო სტუმრების მოსვლის წინ, გენერალური დალაგების დღეს კი რამდენიმე წუთს დამატებით წაგართმევთ. ახლა დაისვენეთ 5 წუთით და არ გააუქმოთ ვახშამი.

1. ფანჯრის რაფა

არამგონია, იქ თითის სისქის მტვერი იდოს, მეგობრები თქვენს სანახავად მოვლენ, ფარდების გაწევასა და რაფაზე თითის გადატარებას არ დაიწყებენ. მაშინაც კი, თუ ვახშამზე დედამთილი გესტუმრებათ, იგი თქვენს კულინარიულ შესაძლებლობებზე უფრო კონცენტრირდება, ვიდრე სახლის რევიზიაზე, მტვრის ძიებაში. შეიძლება, ამის გაკეთება მოუნდეს კიდევაც, თუმცა, ეტიკეტი ამის საშუალებას არ მისცემს.

2. კარადა

სტუმრები კარადას ყურადღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქცევენ, თუ იგი ახალია და მისი შეძენის აღსანიშნავად მოვიდნენ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა აჩვენოთ ისიც, თუ რამდენად ტევადია ავეჯი. სხვა დროს, თუ კარადაში სახლში მიმოყრილ ნივთებს შეყრით, სტუმრები მის კარს დაუკითხავად არ გააღებენ.

3. საყოფაცხოვრებო ტექნიკა

თუ მიკროტალღურ ღუმელში არაფრის გათბობას არ აპირებთ, მისი წმენდა უაზრობა იქნება: უბრალოდ დახურავთ კარს და დაივიწყენთ. თუმცა, თუ მასში დაგროვილი ცხიმი დამშვიდების საშუალებას არ გაძლევთ, სუფრაზე კი გეშინიათ, რომ სტუმრები მას დაინახავენ, არსებობს მისი წმენდის სწრაფი ხერხი: ჩაასხით ჭიქაში ლიმონის წვენი 1:1 თანაფარდობით და ჩართეთ ხუთწუთიანი ტაიმერი. მიკროტალღური ღუმელი თავად გაიწმინდება, მხოლოდ ჩვრით ჩამოწმენდაღა დაგჭირდებათ.

4. სააბაზანო

უნიტაზი, რა თქმა უნდა, უნდა პრიალებდეს. აი, აბაზანის რეცხვა კი საჭირო არაა, თუ სტუმრები მხოლოდ ვახშმისთვის მოვიდნენ. გადაწიეთ ფარდა და გაწმინდეთ ხელსაბანი. ხოლო, თუ დრო გაქვთ, მარტივად მოაშორებთ კირის ნადებს შხაპის ყურმილსა და ონკანს: ჩაასხით პარკში ძმარი და რეზინით მიამაგრეთ ონკანს ან ყურმილს ისე, რომ სითხეში იგი მთლიანად ჩაიძიროს. სანამ აბაზანას წმენდთ, ორთქლი აორთქლება.

5. საძინებელი

კიდევ ერთხელ, თუ სტუმრები მხოლოდ ვახშმისთვის მოვიდნენ, საძინებელსა და საბავშვო ოთახებში ტყუილად არ შევლენ. თუ ბინა ერთოთახიანია და მოქმედება ამ ოთახში მიმდინარეობს, შეყარეთ ნივთები კარადაში. ავეჯიდან უსიამოვნო სუნის ამოსაყვანად კი 1:1 პროპორციით შეურიეთ პულვერიზატორში წყალი და არაყი და შეაშხეფეთ ავეჯს, თუ სახლში ფუმფულა მეგობრები ცხოვრობენ, გადაატარეთ ჯაგრისი ან წებოვანი გორგოლაჭი, ბეწვების მოსაშორებლად. სხვათა შორის, ბეწვი სწრაფად შორდება ფანჯრის რეზინის შპატელით ან რეზინის ხელთათმანებით.

6. ფარდები

ფარდებსა და ჟალუზებს არ შეეხოთ სტუმრების მოსვლის დღეს, თუ მეორე წყვილი არ გაქვთ. სხვათა შორის, ფარდები ან სხვა ნივთები უფრო სწრაფად რომ გაშრეს, სარეცხ მანქანაში შეყარეთ სველი ნივთები, დაუმატეთ მშრალი პირსახოცი და ჩართეთ შრობის რეჟიმი. იგი შეიწოვს ზედმეტ სითხეს და ქსოვილები უფრო სწრაფად გაშრება.

თქვენ როგორ იქცევით ასეთ შემთხვევებში? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს