რა ხდება სახლში, რომელშიც ქლოროფიტი იზრდება

4388

მაღაზიაში, ათობით მკვეთრ და ლამაზ მცენარეს შორის, ცოტა თუ ირჩევს ქლოროფიტის ქოთანს. ბევრი არ აქცევს ყურადღებას მის არც ისე სასიამოვნო იერს. ამაოდ! ჩვენი რედაქცია გეტყვით, თუ რატომ უნდა გქონდეთ ეს შესანიშნავი მცენარე სახლში.

პირველ რიგში, ქლოროფიტი სავსებით უპრეტენზიო მოსავლელია, რაც ავტომატურად აქცევს მას ოთახის იდეალურ მეზობლად. მეორეც, იგი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეა. მესამედ, ეს მცენარე, სხვა ყველაფერთან ერთად, უნივერსალური გამწმენდია უარყოფითი ენერგეტიკისა, რომელიც, დროთა განმავლობაში, ყველა სახლში გროვდება.

გთავაზობთ დაწვრილებით გაიგოთ, თუ კიდევ რა სარგებელი მოაქვს ქლოროფიტს და როგორ მოვუაროთ მას სწორად.

სახლის ქლოროფიტი

რითაა სასარგებლო სახლის ქლოროფიტი

აღნიშნული მცენარე მიეკუთვნება ბუნებრივ ფილტრებს, რამდენადაც შესანიშნავად წმენდს ჰაერს და შთანთქავს სხვადასხვა უსიამოვნო სუნს. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ, ქლოროფიტს უმეტესად აივანზე, სამზარეულოში ან შემოსასვლელ ოთახში დგამს.

გარდა ამისა, არსებობს რწმენაც, რომ ეს მცენარე აუმჯობესებს თავისი მფლობელის ენერგეტიკულ აურას და დადებითად მოქმედებს გარშემომყოფთა განწყობაზე, ხსნის გაღიზიანებასა და დაღლილობას.

აგრეთვე, ითვლება, რომ ქლოროფიტი დადებითად მოქმედებს ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე და ეხმარება საოჯახო ჰარმონიის მიღწევაში. ამიტომ, ასეთი მცენარე შესანიშნავი საჩუქარია ახალდაქორწინებულებისთვის.

ხოლო იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იყოს, მცენარეს ცოტაოდენი ყურადღება უნდა დაუთმოთ და საჭირო მზრუნველობა გამოიჩინოთ. მაშინ იგი აუცილებლად გიპასუხებთ მადლიერებით.

როგორ მოვუაროთ ქლოროფიტს

მართალია, იგი უპრეტენზიო მცენარეა, თუმცა მაინც არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც მის მოვლას ეხება. ამ მცენარის უხვ ყვავილობას რომ შეესწროთ, დადგით იგი მზიან ადგილას. სხვათა შორის, თავს ჩრდილშიც მშვენივრად გრძნობს, ამიტომ, დიდად ნუ იდარდებთ, თუ ბინაში მისთვის საჭირო მზიანი ადგილი ვერ გამონახეთ.

აი, რაზეც აუცილებლად უნდა იზრუნოთ, ესაა ქლოროფიტის წყლის პროცედურები. რეგულარული მორწყვის გარდა, დროდადრო მოუწყვეთ მას თბილი შხაპი, რათა ფოთლებიდან ჩამორეცხოთ დაგროვილი ჭუჭყი და მავნე ბაქტერიები.

აგრეთვე, მნიშვნელოვანია ბინაში ტემპერატურის კონტროლიც. მცენარე ცუდად იტანს სიცივეს. ნუ მოათავსებთ მას ისეთ ადგილას, სადაც ტემპერატურა 10 გრადუსზე ქვემოთაა, თორემ მცენარე დაიღუპება.

როგორც ხედავთ, ამ მცენარის მოვლა საკმაოდ მარტივია, შესაფერისი მოვლის შემთხვევაში კი მისი გარეგნობაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს