სწრაფი ტესტი დაგეხმარებათ მიიღოთ რჩევა, რომელიც ახლა გჭირდებათ

3241

როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი როლი უკავია პრობლემებს ადამიანის ცხოვრებაში? ზოგი ხომ პრობლემებს ერთ დათვლაში უმკლავდება, ზოგს კი ყველაზე უმნიშვნელო სირთულესაც წყობილებიდან გამოყავს. ასეა თუ ისე, ყველას სურს ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლის სწრაფად და მარტივად პოვნა. ზოგჯერ ამისთვის გარედან ერთი პატარა რჩევა საკმარისია.

„პაპარაცმა“ თქვენთვის მოამზადა უჩვეულო ტესტი სურათებით. ის დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში და ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებაში.

პრობლემების როლი ადამიანის ცხოვრებაში

ტესტი სურათებით

ამბობენ, რომ ადამიანის ქვეცნობიერს გაცილებით მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ცნობიერს. მოდით საქმეზე შევამოწმოთ, თუ როგორ მუშაობს. მოცემულ სურათზე 6 დახატული ლოტოსია.

შემდეგ ჩვენ აგიხსნით, თუ რას ნიშნავს თითოეული ლოტოსი. ვინ იცის, შესაძლოა, დახატულ ყვავილში დაშიფრული რჩევა ნამდვილად დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებასა და ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში.

ლოტოსი № 1

თუ პირველი ლოტოსი აირჩიეთ, სავარაუდოდ, თქვენი პრობლემა უფრო სერიოზულია, ვიდრე გეგონათ. პანიკაში ან დეპრესიაში ჩავარდნა არ გაბედოთ. ამ შემთხვევაში სიმშვიდის შენარჩუნება და ემოციების გვერდზე გადადება ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში გამოვლენილი გრძნობები მხოლოდ დაგაზარალებთ. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ზოგჯერ სჯობს გაუშვათ ის, რაც გტანჯავთ და გაწუხებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ ბევრად უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე გგონიათ. თქვენ პრობლემებს აუცილებლად გაუმკლავდებით. ღრმად ისუნთქეთ!

ლოტოსი № 2

მე–2 ლოტოსთან საქმე უფრო რთულადაა. კარგად დაფიქრდით, რამდენად კარგად აფასებთ თქვენს პრობლემებს. თუ გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად იღებთ, თქვენ ძალიან რისკავთ. გაითვალისწინეთ, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება უსიამოვნებებში გაეხვიოთ. ამასთან თითქმის არსაიდან ჩნდება. სწორედ ამიტომ, კონცენტრირება საკუთარ ცხოვრებაზე მოახდინეთ და არა ირგვლივ ყველას დახმარებაზე.

თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გადახედეთ და დაფიქრდით, თუ რა და როგორ შეიძლება შეცვალოთ. თავიდან სიტუაციაში სათანადოდ გაერკვიეთ, რომ შემდეგ მოაგვაროთ. ყველა შესაძლო რისკის გათვლით, ნებისმიერი პრობლემის თავიდან აცილებას შეძლებთ. გწამდეთ საკუთარი ძალების და სასოწარკვეთას ნუ მიეცემით. არ არსებობს სირთულე, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით.

ლოტოსი № 3

როგორც წესი, მესამე ლოტოსს ირჩევენ ადამიანები, რომელთაც გულში დიდი ტკივილი აქვთ. დახატული ყვავილი შეგახსენებთ, რომ თქვენ მსხვერპლი არ უნდა იყოთ. პრობლემების გადასაჭრელად დრო გამოყავით და ცხოვრების შეცვლა სცადეთ. მაგალითად, კომფორტის ზონიდან გამოდით, რომ რაღაც ახალი და უჩვეულო გამოსცადოთ. ყველა ცხოვრებისეულ დაბრკოლებას აუცილებლად გაუმკლავდებით. გირჩევთ, რომ თქვენი გარემოცვიდან ტოქსიკური ხალხი მოიშოროთ, რომლებიც თქვენი სიკეთით სარგებლობენ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ პრობლემას ვადა აქვს და ცხოვრების შავ ზოლს აუცილებლად თეთრი შეცვლის.

ლოტოსი № 4

თქვენი ცხოვრება ნამდვილ აპოკალიპსს ჰგავს. ხშირად გაღიზიანებული ხართ და საკუთარ თავში ძალებს ვერ პოულობთ. მთავარია – ეს მიიღოთ და პრობლემებს არ გაექცეთ. ჭორებს ყურადღება არ მიაქციოთ და გააკეთეთ მხოლოდ ის, რასაც გული გკარნახობთ. ყოველთვის იპოვით არაკეთილმოსურნე ხალხს, რომლებიც გაგკიცხავენ თქვენ და თქვენს არჩევანს. ასეთი ხალხის შემოკრება არ ღირს, წამებში შეამჩნევთ, რომ მათ გარეშე ყველაფერი დალაგებას დაიწყებს.

ლოტოსი № 5

თუ არჩევანი მე-5 ლოტოსზე გააკეთეთ, გამოდის ყველაფერი კარგადაა. დღითიდღე უკეთესი ცხოვრებისკენ მიდიხართ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ გიჭირთ და არაკომფორტულად ხართ, მაგრამ მკაფიოდ გესმით, რომ ბედნიერება მსხვერპლს მოითხოვს. გირჩევთ მშობლებთან და ახლობლებთან მეტი დრო გაატაროთ. სწორედ მათი წყალობით პოზიტიური ენერგიით დაიმუხტებით.

გარდა ამისა, ცოტა დასვენება სცადეთ. მუდმივი საზრუნავი ძალებს გართმევთ. მოდუნდით, რომ სიმშვიდე და ჰარმონია იგრძნოთ. საკუთარ თავს საქმის გადადების უფლება მიეცით, მცირე შესვენება გააკეთეთ. ძალების მოზღვავებას და შთაგონებას იმწამსვე იგრძნობთ.

ლოტოსი № 6

თქვენი სულიერი ტკივილი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე გეგონათ, მაგრამ თქვენ აუცილებლად გაუმკლავდებით. კარგზე იფიქრეთ. ტყუილად არ ამბობენ, რომ ყველა უბედურება ჩვენს ფიქრებში იბადება. თუ აზროვნების ვექტორს უფრო პოზიტიურზე შეცვლით, ცხოვრება უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდება. საკუთარ თავს თავად დაეხმარებით ან შეგიძლიათ საჭირო სპეციალისტს მიმართოთ. ცხოვრების გასაუმჯობესებლად ჭეშმარიტი „მე“ იპოვეთ. ზოგჯერ ამისთვის გაურკვეველს უნდა გადააბიჯოთ. ამის არ უნდა შეგეშინდეთ. ეს ბედნიერების შანსია. გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენს ხელშია.

ჩვენ ძალიან გვსურს, რომ ადამიანის ცხოვრებაში პრობლემების როლი ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს. ამისთვის თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღე უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე და სრულყოფილებას მიაღწიოს. ვიმედოვნებთ, რომ ლოტოსის ტესტი დაგეხმარათ ცხოვრებისეული პრობლემები სხვა კუთხით დაგენახათ. თქვენ როგორ უმკლავდებით პრობლემებს? კარგი იქნება, თუ რამდენიმე მოქმედ მეთოდს კომენტარებში გაგვიზიარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს