გოგრის ტორტად გამოცხობის ხელოვნება

216

გოგრა–ხაჭოს მობრაწულა დახვეწილი, პრეზენტაბელური დესერტია, რომელიც გარეგნულად ტორტს ძალიან ჰგავს. ამასთან სასარგებლოა. შეგიძლიათ უშაქროდ მოამზადოთ, მაინც გემრიელი იქნება.

მთავარი კომპონენტებია: ხაჭო და გოგრა. ზუსტად ის, რაც უყვარს ნებისმიერ სპორტსმენს, გახდომის მსურველს და მათ, ვინც ჯანმრთელობას და სხეულის ფორმებს ყურადღებას აქცევს.

გოგრა–ხაჭოს მობრაწულა

ინგრედიენტები:

  • 500 გრ გოგრის რბილობი
  • 200 გრ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 30 გრ ქიშმიში
  • 1 ს/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ ფორთოხლის ცედრა
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი ან 0,5 გრ ვანილი

მომზადება:

1. პროდუქტები მოამზადეთ. გოგრა თესლებისა და ქერქისგან გაასუფთავეთ. ნაჭრებად დაჭერით და პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დადეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დარბილებამდე აცხვეთ. 15 წუთი საკმარისი იქნება. მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ.

2. ქიშმიში გარეცხეთ და ცხელი წყალი დაასხით. გასასივებლად დატოვეთ.

3. ხაჭო, შაქარი, ვანილი ან ვანილის შაქარი, კვერცხი და 0,5 ჩ/კ ფორთოხლის ცედრა ერთმანეთს აურიეთ. ეს მასა კრემის მსგავსი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

4. გოგრაც ფაფის მიღებამდე დააბლენდერეთ. თაფლი და დარჩენილი ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ. თუ გოგრის პიურე ძალიან თხევადია, კიდევ ერთი კვერცხი ან სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი დაუმატეთ.

5. საცხობ ფორმას ნებისმიერი მცენარეული ზეთი წაუსვით. 1/3 გოგრის მასა თანაბრად გადანააწილეთ, შემდეგ ½ ხაჭოს ფენა და ქიშმიშის ნახევარი დაუმატეთ. ასეთი თანმიმდევრობით კიდევ ერთი ფენა დააწყვეტთ. თქვენ 1/3 გოგრის პიურე ყველაზე ზედა ფენისთვის დაგრჩებათ.

6. ზემოდან სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ხაჭოს მასით ნებისმიერი რამ მოხაზოთ. ამისთვის 2 ს/კ ხაჭოს მასა მოიტოვეთ.

7. ასეთი მობრაწულა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ. უფრო დიდხანს საჭირო არაა, ყველა ინგრედიენტი მზადაა. ამ დროში კვერცხმა გამოცხობა უნდა მოასწროს, რომ მობრაწულამ ფორმა შეინარჩუნოს და ყველაფერი გაიჟღინთოს.

გოგრის მობრაწულა ხაჭოთი წარმატებით შეგიძლიათ მოამზადოთ ქიშმიშის ნაცვლად გარგარის ჩირით და სხვა სანელებლებით: დარიჩინი, მიხაკი, ანისული, დიდი კამა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს