სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით

0
1017

ალბათ, მრავალი კოსმეტიკური საშუალების გამოყენების შემდეგ, ბევრი მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ ძველებურ ნატურალურ საშუალებებზე უკეთესი სახის კანის მოსავლელად ჯერ არაფერი გამოუგონიათ. ასეთი საშუალებები კაპიკები ღირს და არ შეიცავს უსარგებლო კომპონენტებს, რომლებიც მიჩვევას იწვევს.

დღეს გვინდა, ცოტა ხნით წარსულში გამოგზაუროთ: იმ დროში, როცა ამდენი კოსმეტიკური საშუალება არც კი ესიზმრებოდათ. ყველაზე გავლენიან ქალებსაც კი ხელთ არსებული საშუალებების გამოყენება სჭირდებოდათ.

მაგალითად, რუსეთის იმპერატორი, ელიზაბეტ I იყენებდა სახის კანის მოვლის მთელ კომპლექს “სამ ფინჯანს”. იმის გამო, რომ დედოფალი ახალგაზრდა არ იყო, მას ჯადოქრობასა და იმ დროისთვის აკრძალულ სულიერ პრაქტიკაშიც კი ადანაშაულებდნენ. უბრალოდ, მათ არ იცოდნენ დედოფლის საიდუმლოს შესახებ. ჩვენ გავიგეთ და ახლა მას გაგაცნობთ:

სახის ნიღაბი “სამი ფინჯანი”

ფინჯანი №1

შეურიეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი 2 ს.კ. დაფქულ შვრიას.

ფინჯანი №2

შეურიეთ 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი 2-3 ჩ.კ. თაფლსა და 3 ს.კ. დახეხილ ვაშლს. თუ მშრალი კანი გაქვთ, აიღეთ ტკბილი ვაშლი, თუ ცხიმიანი – მჟავე.

ფინჯანი №3

1 ფინჯან რძეში გახსენით 1 ჩ.კ. მარილი

გამოყენება

წაისვით პირველი ფინჯნის ნიღაბი სუფთა, დატენიანებულ კანზე, დაიზილეთ სახე და გაიჩერეთ მასა 5-7 წუთით. პირველ ნიღაბს გადაუსვით ვაშლის მასა, ისევ დაიზილეთ და კიდევ 5-7 წუთით გაიჩერეთ.

ფრთხილად ჩამოიწმინდეთ ნიღაბი სველი ბამბის დისკებით. თუმცა, თუ ბატისტის ხელსახოცები გაქვთ, როგორც ელიზაბეტს ჰქონდა, მათი გამოყენებაც შეგიძლიათ.

წაისვით სახეზე მარილიანი შრატი და გაიჩერეთ 3-5 წუთით. ჩამოიბანეთ მასა თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. ამბობენ, რომ დედოფალი თანაბარი რაოდენობით გვირილის ნაყენის, კვერცხის ცილისა და ერბოსგან ამზადებდა ნარევს.

პროცედურის ჩატარებამდე, წაისვით ნიღბის კომპონენტები იდაყვის ნაკეცზე, ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ კანის სახლის პირობებში მოვლა სამი ეტაპისგან შედგება: წმენდა, ტონუსში მოყვანა და დატენიანება.