ბებიაჩემს სახლში ოთახის მცენარეების ბაღი აქვს. ადრე, იქ გამწვანებულ რაფებს რომ ვხედავდი, მშურდა კიდევაც. ახლა კი, მეცნიერ-ბიოლოგის ერთ-ერთი ლექციის მოსმენის შემდეგ, ზუსტად შემიძლია იმის თქმა, რომ გერანი, ორქიდეა ან რამდენიმე მწვანე ლამაზმანის ადგილი იქ ნამდვილად არაა.
აღმოჩნდა, რომ ყველა მცენარე არაა სასარგებლო სახლისთვის. არსებობს ისეთებიც, რომლებიც თავის ტკივილს (და არამხოლოდ) იწვევს. დღეს ჩვენი რედაქცია სწორედ ასეთ მცენარეებს გაგაცნობთ.
ოთახის მცენარეების ბაღი
1. შროშანი
ვარდისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, თეთრი… შროშანი ულამაზესია ნებისმიერ ფერში, თუმცა, მაინც, მოერიდეთ ამ მწვანე ლამაზმანის მოყვანას სახლში. შროშნის ყვავილი ნაჯერ არომატს გამოყოფს, რომელიც ხშირად იწვევს ადამიანებში ძლიერ შაკიკს. აგრეთვე, შროშანი სიბნელეში შთანთქავს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშირორჟანგს, რასაც ტვინის ჟანგბადური შიმშილის გამოწვევა შეუძლია.
2. გვიმრა
გვიმრის მეზობლობაც შეიძლება თავის ტკივილების მიზეზად იქცეს. შროშნის მსგავსად, ისიც შთანთქავს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშირორჟანგს.
3. ორქიდეა
რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ორქიდეა არ უყვარს. თუმცა, ამ ყვავილის სახეობების დიდი ნაწილი გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანზე ამგზნებ გავლენას ახდენს. ასე იწვევს თავის ტკივილსა და ძლიერ თავბრუსხვევას.
4. გერანი
ბიოლოგები ფანჯრის რაფაზე პელარგონიების (გერანის მეორე სახელწოდება) დიდი რაოდენობით დარგვას არ გვირჩევენ. გერანის ყვავილობა იწვევს თავის ტკივილებს. აგრეთვე, ხდება გულისრევისა და ალერგიული რეაქციების მიზეზიც. ეს ხველითა და სუნთქვის გახშირებით გამოიხატება.
5. მონსტერა
ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ, დაუჯერებლად ლამაზ ვაზონს თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებასა და კერძო ოფისში იპოვიდით. მონსტერა მართლა ძალიან დახვეწილი მცენარეა და ინტერიერს მკვეთრ მწვანე აქცენტს აძლევს, რაც ნებისმიერ ოთახს აცოცხლებს.
რა თქმა უნდა, თავის ტკივილს არ იწვევს, თუმცა, მის წვენს ძლიერი გამაღიზიანებელი ეფექტი აქვს. განსაკუთრებით საშიშია, თუ ორგანიზმში ხვდება. ეს ვაზონი არ უნდა გააჩეროთ სახლში, თუ შინაური ცხოველები გყავთ.
მცენარეები წმენდენ ჰაერს და მთელ უარყოფით ენერგიას იწოვენ. თუ მათ სწორად შეარჩევთ, არამხოლოდ სახლის ენერგეტიკა, არამედ თქვენი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდება. აი, ტოქსიკურ მცენარეებზე კი უარი უნდა თქვათ.