როგორ მოვხსნათ ფლაკონს ურჩი საცობი: ყველაზე მარტივი მეთოდი

0
298

წამლის ფლაკონის პლასტმასის საცობი სითხის გაჟონვას არ უშვებს. თუმცა, ხშირად, საკმაოდ რთულ წინააღმდეგობად იქცევა წამლისაკენ მიმავალ გზაზე. მეტიც, საყოფაცხოვრებო ტრავმის გამოწვევაც კი შეუძლია.

რას არ ვიყენებთ ამ საცობების მოსაშორებლად…

დანები, ჩანგლები, მაკრატელი, კბილები, ფრჩხილები… როგორც აღმოჩნდა, ფლაკონის გახსნისთვის საჭირო ყველაფერი მასშივე დევს. ექიმებმა ეს კარგად იციან, ჩვენ კი ცოტა ხნის წინ გავიგეთ და თქვენც გეტყვით.

ფლაკონის საცობი

მაშ ასე, გადადეთ მჩხვლეტავ-მჭრელი აგნები, არ გაიფუჭოთ მანიკური და არ მოიტეხოთ კბილი. დღეიდან, აღარავითარი დაღვილი იოდი. ხელთ გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ.

დაატრიალეთ გარე თავსახური და თავისუფლად დაადეთ ფლაკონს.

წამოდეთ ხრახნის ქვედა ნაწილი საცობს და ფრთხილად ამოძრავეთ თავსახური გვერდით და ზემოთ, საცობიც რომ აჰყვეს. დაუჯერებელი ჩანს, თუმცა სწორედ ასე ხდება!

უბრალოდ სწორი კუთხე უნდა შეირჩეს. ამასთან, საცობი, რომელიც იოდით ან მწვანე სითხითაა დასვრილი, გარე თავსახურში რჩება და ხელებს აღარ დაგისვრით.

ზოგიერთ თავსახურს დამატებითი კომფორტი აქვს. როგორც ხედავთ, ამ თავსახურს შიგნიდან შვერილი აქვს, ხოლო საცობზე მისი შესაფერისი ხვრელია. ეს პროცესს უფრო მოსახერხებელს ხდის.

გულწრფელად გეტყვით, პირველ ჯერზე არ გამომივიდა. აი, მეორე და შემდეგ ცდაზე გაცილებით გამარტივდა. აწი მაკრატელს აღარ გამოვიყენებ, თითები სუფთა, კბილები – მთელი, მანიკური კი საღი დარჩება.