ჟოლოს ნაყენი: კენკრის სასარგებლო თვისებები

534

ხალხურ მედიცინასთან დიდი ხანია ვმეგობრობ. ვაგროვებ მრავალფეროვან რეცეპტებს, საუკეთესოებს კი განსაკუთრებულ რვეულში ვიწერ. მათი უმეტესობა მართლა კარგად მშველის. მაგალითად, ჟოლოს ნაყენით დედაჩემმა ჩიყვი გაიქრო. ფარისებრი ჯირკვლის გადიდება ჩემმა მეზობელმა შენიშნა, რის შემდეგაც ამ შესანიშნავი სასმლის მიღება შესთავაზა.

ჟოლო ძველი დროიდანაა ცნობილი სიცხისდამწევი და ოფლმდენი თვისებებით. აი, რატომაა ჟოლოს ჩაის დალევა ასეთი სასარგებლო გაციების დროს. კენკრას დადებითი გავლენა აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს. მარაგში ყოველთვის მაქვს გაყინული და გამოშრობილი კენკრა. დღეს გეტყვით, როგორ გამოიყენოთ ჟოლო სამკურნალო მიზნით.

ჟოლოს ნაყენი ხალხურ მედიცინაში

ჟოლოს ნაყენი ჩიყვის წინააღმდეგ

სასმლის მოსამზადებლად, შეურიეთ 4 ჭიქა წყალი და 1 ჭიქა ჟოლო, აადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადაწურეთ და დაუმატეთ 0.5 ლ არაყი, 1 ჭიქა შაქარი და 1 კგ ბერძნული კაკლის შიდა ნაჭუჭი. მიიღეთ 1 ს.კ. ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

ჟოლოს სამკურნალო თვისებები 

ჟოლო ეხმარება კუჭის მოქმედებას. სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად, დაგჭირდებათ მცენარის ფოთლები, ყვავილები და ღეროები. პირველ რიგში, დააქუცმაცეთ ნედლეული. აიღეთ 2 ს.კ. მიღებული მასა და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 1 საათით. მიირთვით 1/3 ჭიქა ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში სამჯერ.

თუ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გაქვთ, მიირთვით ჟოლოს წვენი. საკმარისია, ჭამამდე 15 წუთით ადრე 1-1.5 ს.კ. გემრიელი სასმელი მიირთვათ, რომ მალევე იგრძნოთ შვება.

ჟოლოს შესანიშნავი ანთებისსაწინააღმდეგო თვისება აქვს. დაასხით გამოშრობილ ან ნედლ ჟოლოს ცოტაოდენი წყალი და მიიღეთ 2 ს.კ. ჭამამდე 15 წუთით ადრე. ჟოლოს წყალი კარგად ხსნის თვალების ანთებასა და აკნეს. უბრალოდ გაიწმინდეთ სახე სითხით.

საღამოს დრო მხიარულად გაატარეთ, დილით კი ორგანიზმზე ალკოჰოლი თავის კვალს ავლენს? გამოიყენეთ ხალხური საშუალება. მოამზადეთ ჟოლოიანი წყალი (დაასხით სუფთა კენკრას სასმელი წყალი) და მიირთვით დღის განმავლობაში. 1 ლ სითხის მიღების შემდეგ, უსიამოვნო შეგრძნებები გაქრება.

გამოშრობილი ჟოლო

ჟოლოს ლამაზი და სასარგებლო ჩირი რომ მიიღოთ, ნაყოფი სწორად უნდა შეარჩიოთ. გამოსაშრობად მხოლოდ მწიფე და საღი კენკრა გამოდგება, რომელიც მშრალ ამინდში მოიკრიფა. დაალაგეთ ნაყოფი საცხობ ლანგარზე ერთ ფენად და მოათავსეთ თბილ ღუმელში. თუ ჟოლოს ფერი ხელებზე აღარ გადადის, ესე იგი, გამოშრა. გამოშრობილი კენკრა შეგიძლიათ ჩაისა და ნამცხვრებს დაუმატოთ.

გაყინული ჟოლო

სხვადასხვა პროდუქტის გაყინვის მეთოდს ძველი დროიდან მიმართავენ. თუმცა, ყველა ხილი და ბოსტნეული ვერ ინარჩუნებს ფორმასა და გემოს, დაბალი ტემპერატურული ზემოქმედების შემდეგ. ჟოლო პატარა ბურთულებისგან შედგება, რომლებიც სწრაფად კარგავს ერთმანეთთან კავშირს გაყინვის დროს. ამრიგად, რთულია კენკრის სისაღის შენარჩუნება.

თუმცა, პრობლემა ცოტა ხნის წინ გადაიჭრა. ჟოლომ გაყინულ მდგომარეობაშიც კი რომ შეინარჩუნოს სასაქონლო იერი, იგი ორ ეტაპად უნდა გაყინოთ. პირველ რიგში, იგი 12 გრადუსამდე უნდა გააციოთ, რაც მისი სტრუქტურის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. მეორედ კი ტემპერატურა 18 გრადუსამდე უნდა დაიყვანოთ. ახლა ჟოლოს ტრანპორტირება თავისუფლად შეიძლება.

სახლის პირობებში კი, უბრალოდ მოათავსეთ კენკრა საყინულეში. გალღობილი ჟოლოს გემო დიდად არ განსხვავდება ნედლისგან. მთავარია, საყინულეში უცხო სუნი არ იყოს. კენკრამ შეიძლება იგი შეიწოვოს და სასიამოვნო არომატი გაიფუჭოს.

თავისი შემადგენლობისა და სასარგებლო ნივთიერებების დიდი რაოდენობის წყალობით, ჟოლო სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას კენკრად. ეს არაა ყველა დაავადების პანაცეა, თუმცა, პროფილაქტიკის მიზნით, ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. თქვენც გასმევდნენ ბავშვობაში ჟოლოიან ჩაის?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს