საბჭოური სამკაულები, რომლითაც ჩვენი ბებიები ძველ ზარდახშებს ავსებდნენ, უკვე დიდი ხანია ჩვეული ხმარებიდან გამოვიდა. ადრე მოდის მიმდევრები ყველაფრისთვის მზად იყვნენ, რომ სწორედ ის ლალისთვლიანი ბეჭედი შეეძინათ, მაგრამ ახლა მსგავსი ბეჭდის ტარება ცუდი მანერა და უგემოვნებაა.
საბჭოური სამკაულები
მოდის მიმდევრებისთვის სამკაულების სილამაზე ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ახლა ის ერთადერთი ორიენტირი გახდა. დიახ, ოქროს და პლატინის სამკაულებს ბევრი ატარებს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ესაა საქორწილო ბეჭედი ან ძვირადღირებული საჩუქარი. ყოველდღიურად შესაძლებელია საყვარელი და იაფი ბიჟუტერია გაიკეთოთ.
ადრე ხარისხს და ფასს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სამკაულის პრესტიჟულობა მფლობელის თვითშეფასებას დიდად აფასებდა. სწორედ ამიტომ, ახლა ასეთ „საგანძურს“ ჩვენი დედების და ბებიების ზარდახშებში ვპოულობთ.
როგორი იყო სამკაული ადრე
საბჭოთა კავშირის დროს ძვირფასეულობა რამდენიმე კატეგორიად მზადდებოდა. მათგან პირველი ნამდვილად პრესტიჟული და ძვირფასი იყო. ელიტური ბეჭდები იაკუტის ბრილიანტის თვლებით ნამდვილ ოცნებას წარმოადგენდა. ხოლო მთის ბროლის ნაკრები ოქროს ჩარჩოში (583 სინჯი) ბევრისთვის მიუწვდომელი იყო. ბროლის და ბრილიანტის დამუშავება მაღალ დონეზე იყო. თუმცა ის დღემდე ერთ–ერთ საუკეთესოდ ითვლება მთელ მსოფლიოში.
აი, ბეჭედი ლალის თვლით თითქმის ყველას ჰქონდა. რატომ? პასუხი ბევრს იმედს გაუცრუებს. იმ დროს ძალიან პოპულარული იყოს ხელოვნური ქვების გამოყენება, რომელთაც ჩოხრალსკის მეთოდით ამზადებდნენ.
ამ ქვებს კორუნდებს უწოდებდნენ და სხვადასხვა ფერში აწარმოებდნენ. ყველაზე პოპულარული იყო ჟოლოსფერი კორუნდი, რომელიც ლალის ქვას წარმატებით ბაძავდა. ასევე არსებობდა სამკაულები ყვითელი, იასამნისფერი და ცისფერი კორუნდებით. პირველი ციტრინის, მეორე ამეთვისტოს, მესამე კი საფირონის იმიტაციას წარმოადგენდა.
„ბრილიანტის“ სახით ჩვეულებრივ გამჭვირვალე ფიანიტებს იყენებდნენ. მსგავსი ალტერნატივის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ფასი იყო.
უნდა გახსოვდეთ, რომ მსგავსი სამკაულები შესანიშნავად გამოიყურებოდა, ხოლო ქვების ნამდვილი წარმომავლობა მხოლოდ რამდენიმემ იცოდა. კორუნდის და ფიანიტის თვლიანი ბეჭდის შეძენით ქალი თავს მაინც განსაკუთრებულად თვლიდა.
ღირს კი ასეთი აქსესუარების ტარება? თუ ელიტური ძვირფასეულობის (ნამდვილი ქვებით) ბედნიერი მფლობელი ხართ, აუცილებლად შეინახეთ. მათი ყოველდღე ტარება არ ღირს, თუმცა საღამოს წვეულების მთავარი ხიბლი ნამდვილად გახდება.
აი, ჩვეულებრივი ბეჭდები კორუნდებით და ფიანიტებით სჯობს გადაადნოთ, თუ თქვენთვის ზედმეტად ძვირფასი არაა. ოქროდან შეგიძლიათ უფრო თანამედროვე დიზაინის ბეჭედი გააკეთოთ, ხოლო ქვები ხელსაქმეში გამოიყენოთ.