რომელი კაბაა ყველაზე ძვირადღირებული

3581

პატარა შავი კაბა ელეგანტური ქალის გარდერობის შეუცვლელი ელემენტია, მიუხედავად ასაკისა და კომპლექციისა. თუ იგი კარადაში კიდია, ესე იგი, საზოგადოებაში მოულოდნელად გასვლის აუცილებლობის დროს, ყოველთვის გაქვთ ჩასაცმელი.

ყველაზე უბრალო შავი კაბაც კი, შეიძლება ლამაზად გამოიყურებოდეს ოფისში, რესტორანში, წვეულებაზე – ეს ყველაფერი მხოლოდ აქსესუარების შეცვლის ხარჯზე. იდეალური შავი კაბა ნებისმიერი ქალის გარდერობის ძირითადი ნაწილია.

ჯერ კიდევ შორეულ 1926 წელს, დიდებულმა კოკო შანელმა შავ კაბას აჩუქა სიცოცხლე. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მოდაში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, თუმცა, შავი კაბა დღემდე გემოვნებისა და ქალურობის ეტალონად დარჩა, როგორც ჭეშმარიტად გენიალური ქმნილება.

შავი კაბები

მშვენიერი სქესის თითოეული წარმომადგენელი ერთხელ მაინც მდგარა ასეთი საშინელი დილემის წინაშე: საყვარელი დიზაინერის ძვირადღირებული კაბისთვის დაეგროვებინა ფული, თუ იმავე მოდელის კაბა ბაზარზე, უფრო იაფად ეპოვა. თუმცა, საფულის მდგომარეობა საერთოდ არ განსაზღვრავს გემოვნების, სტილისა და იაფფასიანის ძვირისგან განსხვავების უნარს.

ჩვენმა რედაქციამ მოამზადა მარტივი ტესტი იმის გამოსავლენად, თუ რამდენად კარგად ერკვევით ტანსაცმელში: როგორ ფიქრობთ, ამ პატარა, შავი კაბებიდან რომელია ყველაზე უფრო ძვირი?

ყურადღებით დააკვირდით ამ 9 ვარიანტს და ამოირჩიეთ ფავორიტი, მხოლოდ ამის შემდეგ იხილეთ შედეგები.

№9 – BP

კაბის ღირებულებაა $48.

№8 – French Connection

ეს კაბა $88 ღირს.

№7 – Chelsea28

კაბა ოფიციალურ გვერდზე $139-ად იყიდება.

№6 – Adrianna Papell

ეს მოდელი $220 ღირს.

№5 – Halston Heritage

კაბის ღირებულება $445-ს შეადგენს.

№4 – Michael Kors

ამ ბრენდის ეს მოდელი $895-ად ფასობს.

№3 – Herve Leger

ამ კაბის შეძენა $1390-ად შეგიძლიათ.

№2 – Anthony Vaccarello

ამ კაბას 2175 დოლარად შეიძენთ.

№1 – Valentino

აი ისიც, ყველაზე ძვირადღირებული მოდელი – ეს კაბა $3490 ღირს.

მოდის თითქმის ყველა სახლი, ახალ კოლექციაში, ერთ შავ კაბას მაინც წარადგენს. მოდელიერთა ფანტაზია უსაზღვროა და, ხშირად, მისი დევნა ჩვეულებრივი ქალისთვის შეუძლებელია. თუმცა, ეს საჭირო არცაა. გაცილებით მნიშვნელოვანია, გაგაჩნდეთ საკუთარი სტილი, ტრენდულობა სულაც არაა მთავარი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს