რატომ უნდა დაიმასაჟოთ ხელი ხშირად – ეს უნდა იცოდეთ

2757

სანამ ჩვენ უახლოეს აფთიაქში გავრბივართ, კორეელები პანაცეას საკუთარ სხეულზე პოულობენ და პირდაპირ ხელებით საკუთარ თავს თავის ტკივილის, ხველის, გაზრდილი არტერიული წნევის და გულის დაავადებებისგან იცავენ.

ნემსების და აბების გარეშე მკურნალობის მეთოდი ყველასთვის ხელმისაწვდომია და ეწოდება სუ–ჯოკი (კორეულიდა, სუ – ხელი, ჯოკ – ფეხი). მეთოდი არა ტიბეტელმა ბერმა, არამედ სეულის უნივერსიტეტის პროფესორმა, პაკ ჯე ვუმ გასული საუკუნის 80-იან წლებში მოიფიქრა.

სუ–ჯოკ თერაპია

რა თქმა უნდა, სუ–ჯოკ თერაპია ცარიელ ადგილას არ გაჩენილა. მასში თავმოყრილია ჩინური მედიცინის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება და რეფლოქსოლოგიის შესახებ თანამედროვე ცოდნა. მეთოდის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ ჩვენს ფეხის ძირებსა და ხელებზე არსებობს ბიოაქტიური წერტილები, რომლებიც შინაგან ორგანოებს და სხეულის ნაწილებს შეესაბამებიან.

ტექნიკის თერაპია დაფუძნებულია იმაზე, რომ სხეულზე უსიამოვნო შეგრძნების წერტილი ვიპოვოთ და მასზე ზემოქმედება მოვახდინოთ. ზუსტი სტიმულაციისთვის შეგიძლიათ დამხმარე საშუალება გამოიყენოთ. მაგალითად, ასანთის ჩხირი ან ფანქარი, ან მცენარის მარცვალი.

მარცვალი ცოცხალი ბიოლოგიური ობიექტია, რომელიც საკუთარ ენერგიას ფლობს. მტკივნეულ წერტილზე დამაგრებით მარცვალი დაავადების გამომწვევ ენერგიას შთანთქავს და სანაცვლოდ ჯანსაღ ენერგიას გასცემს.

მეთოდს უკუჩვენება და გვერდითი ეფექტები არ აქვს, ხოლო შესასრულებლად საკმაოდ მარტივია. საკმარისია ერთხელ შეასრულოთ, რომ შესაბამისობის ზონების ადგილმდებარეობის პრინციპი გავარკვიოთ. რატომ არ უნდა ვცადოთ?

ვსწავლობთ სხეულზე ზემოქმედებას

1. თავის ტკივილი წამებში გაქრება

თავის ტკივილის დროს ცერა თითის ფრჩხილის ფალანგზე (თავს შეესაბამება) სააფთიაქო რეზინა დაიხვიეთ და 5 წუთით დაელოდეთ. როცა ფალანგის ზედა ნაწილი გაწითლდება, რეზინა სწრაფად მოიხსენით.

თქვენ იგრძნობთ, თითქოსდა სისხლი თავიდან წამოვიდა. თუ ამას პირველივე ჯერზე ვერ იგრძნობთ, მანიპულაციები 3-5 წუთის განმავლობაში გაიმეორეთ, სანამ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

2. როგორ „შევულოცოთ“ კბილის ტკივილს

კბილს შეესაბამება ცერა თითის ფრჩხილის ირგვლივ მდებარე წერტილები. ცერა თითი ფალანგით ქვემოთ დაწიეთ და წარმოიდგინეთ, რომ ფრჩხილი ღია პირია. მაშინ ზედა ყბა შეესაბამება იმ ადგილს, სადაც ფრჩხილი იზრდება, ქვედა ყბა კი ფრჩხილის იმ ნაწილს, რომელსაც ჩვენ ვიჭრით.

ბლაგვი ფანქრით მტკვივნეული წერტილი იპოვეთ. თუ 3-5 წუთიანი მასაჟის შემდეგ ტკივილი გაქრა, გამოდის წერტილი სწორად იპოვეთ. მასზე ხორბლის მარცვალი დაიდეთ და პლასტირი დაიმაგრეთ, რომ მისი დახმარებით წერტილზე უფრო ხანგრძლივი დროით იმოქმედოთ.

3. სურდოს დროს

სურდოს მოშორებას ნეკა, არათითის, შუა და საჩვენებელი თითების ბოლოებზე წერტილების ზემოქმედებით შეძლებთ. პლასტირის დახმარებით ამ თითების ბოლოებზე წიწიბურას მარცვლები დაიმაგრეთ. დროდადრო მათ დააწექით – ასე ცხვირის შეშუპებას გაიქრობთ და მსუბუქად სუნთქვას შეძლებთ.

4. დააჭირეთ და დაიკელით

გასახდომად აქტიური წერტილებია – ჭიპის, ჰიპოფიზის, პირის, საყლაპავის, კუჭის და მსხვილი ნაწლავის ზონები. ცენტრებზე სტიმულირება შეგიძლიათ მასაჟით (დღეში 2-3 წუთი), მაგრამ უფრო მოსახერხებელია წერტილებზე წიწიბურას, ვაშლის ან სხვა მარცვლეულის მიმაგრება.

ხელისგულზე მარცვლები რამდენიმე საათით ან დღით შეგიძლიათ გაიჩეროთ. კვირაში ერთხელ ახლით ჩაანაცვლეთ. გამოგადგებათ მხოლოდ ყველაზე კარგი მარცვლები: თანაბარი, დაუზიანებელი, გაღვივების შესაძლებლობით.

სუ–ჯოკი ზედმეტ კილოგრამებს მადის დაქვეითებითაც მოგაშორებთ. ამისთვის ჭამამდე ნეკა თითის ბოლო (ყველაზე ზედა ნაწილი) დაიმასაჟეთ.

5. მენსტრუაციული ტკივილი

თვიური უფრო უმტკივნეულო რომ გავხადოთ და უსიამოვნო სიმპტომები მოვიშოროთ, რომელიც მას ხშირად თან ახლავს, იპოვეთ წერტილები, რომლებიც საშვილოსნოს და საკვერცხეებს შეესაბამება. წერტილები ენერგიულად დაიმასაჟეთ და უკვე რამდენიმე წუთში ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები გაქრება.

6. მასაჟი მუხლის პრობლემის დროს

მუხლის პრობლემის დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, ნეკა და შუა თითების შუა სახსრები უნდა დაიმასაჟოთ. ეს წერტილები მუხლებს შეესაბამება, ამასთან მარჯვენა მუხლს ნეკა თითის სახსრები, ხოლო მარცხენა მუხლს – შუა თითის სახსრები.

უფრო გამოხატული ეფექტის მისაღებად შუა ან ნეკა თითებზე სტაფილოს, წითელი წიწაკას ან პომიდვრის თესლი პლასტირით დაიმაგრეთ.

ენდოთ ალტერნატიულ მედიცინას ან უგულებელყოთ – ეს თქვენი არჩევანია. რა თქმა უნდა, რამდენიმე სერიოზულ პრობლემას სუ–ჯოკ თერაპია სახლის პირობებში ვერ გაუმკლავდება, მაგრამ ჩვეული მკურნალობის მეთოდის შესანიშნავი დანამატი გახდება ან დაგეხმარებათ მაშინ, როცა ექიმთან მისვლის შესაძლებლობა არ გაქვთ.

ხელის წერტილოვანი მასაჟი ინტენსიური გონებრივი დატვირთვის, ხშირი სტრესის, ძლიერი დაღლილობის დროს დაგეხმარებათ, დაძაბულობას და დაღლილობას გააქრობს, მოდუნების საშუალებას მოგცემთ. ამის გაკეთება შეიძლება როგორც სამსახურში, ასევე ტრანსპორტში, მით უმეტეს ბევრ დროს არ წაგართმევთ, ძალა კი მოგემატებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს