ორგანიზმის ფარული სიგნალები, რომელთა უგულებელყოფა არ ღირს

0
14608

ადამიანი, ალბათ, ევოლუციის ყველაზე წარმატებული ქმნილება არაა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ნამდვილად არის. ჩვენი ორგანიზმი წარმოადგენს რთულ სისტემას, რომელიც სიცოცხლეს გვაძლევს. როგორც ნებისმიერ მექანიზმს, მას გარკვეული მოვლა სჭირდება.

საბედნიეროდ, ბუნებამ ორგანიზმი არაერთი სხვადასხვა სიგნალით აღჭურვა, რომ მფლობელს ნებისმიერი პრობლემის შესახებ დროულად აცნობოს. ამის მიუხედავად, ზოგიერთ სიგნალს ცხადს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

1. კოშმარები – საკმაოდ ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა სხვა პრობლემებთან ერთად შეიძლება სერიოზული დაავადების ნიშანს წარმოადგენდეს. მაგალითად, თუ მეტყველება, ხელწერა გეცვლებათ, ხოლო ყოველღამე კოშმარები არ გაძინებთ – ეს შეიძლება პარკისონის დაავადების პირველი სიმპტომი იყოს.

2. ბევრს უყვარს მარილიანი საკვებია, მაგრამ თუ ეს ერთადერთია, რაც გიზიდავთ – ეს უკვე დაავადებაა. ბოლო კვლევების თანახმად, მარილიანი საკვების მიმართ ლტოლვა ორგანიზმში რკინის დეფიციტზე საუბრობს.

3. გულმავიწყობას და მუდმივ დაღლას ხშირად დეპრესიას აწერენ. თუმცა მსგავსი სინდრომის დროს სჯობს ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ. მსგავსი მდგომარეობა შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების სიმპტომი იყო.

4. ზოგიერთ ადამიანს ძილის დროს უსიამოვნო შეგრძნებები აწუხებს. მაგალითად, ჭიანჭველების დავლა, კანკალი ან ჩხვლეტა. თუ ასეთი შეგრძნება მხოლოდ სიარულის დროს გადადის, ეს შეიძლება მშფოთვარე ფეხის სინდრომი გქონდეთ. ის კი ორგანიზმში კიდევ უფრო რთულ პრობლემებზე საუბრობს.

5. გაზრდილი ქოლესტერინი საკმაოდ ხშირად გვხვდება. ბოლო კვლევების თანახმად, დიაგნოზის დასმა 45 წელს ქვემოთ საკმაოდ ადვილია. თვალის რქოვანას ირგვლივ თეთრი ან ნაცრისფერი ბეჭედი ჩნდება. შეიძლება თვალის ფერი ოდნავ შეიცვალოს.

6. დაუოკებელი წყურვილი – საკმაოდ უსიამოვნო რამ, მაგრამ შეიძლება დიაბეტის ნიშანი იყოს. სანამ საკუთარ თავს ასეთ დიაგნოზს დაუსვამთ, დარწმუნდით, რომ თქვენს რაციონში ძალიან ბევრი მარილიანი ან ცხარე პროდუქტი არაა.

7. რისხვა შეიძლება თქვენი ხასიათის გამოვლენა იყოს. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ დეპრესია არა მხოლოდ ძალების დაკარგვა და მწუხარების გრძნობაა. აგრესია შეიძლება დეპრესიის სიმპტომი იყოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმკურნალობა საკმაოდ დიდი სისულელეა. ნებისმიერი გადახრის დროს სპეციალისტს აუცილებლად მიმართეთ.