უკვე 25 წლისთვის ჩვენს ორგანიზმში ბევრი უსარგებლო ნარჩენი დაგროვებას ასწრებს და ეს „მარაგი“ ყოველდღე მხოლოდ იზრდება. ტოქსინების და ცხიმოვანი ფენების მძიმე ტვირთი სხეულს სწრაფად დაბერებას აიძულებს. პირველ რიგში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტი, გულ–სისხლძარღვთა სისტემა და კანი იტანჯება.
ამის თავიდან ასაცილებლად ორგანიზმის გაწმენდის უამრავი მეთოდი არსებობს. „პაპარაცი“ ერთ–ერთ ყველაზე მსუბუქ გამწმენდს გთავაზობთ: რაციონში ჩართეთ სასმელი, რომელიც კუჭისთვის გაწმენდ ჯაგრისად მუშაობს. ის ორი მარტივი კომპონენტისგან შედგება – სელის თესლი და კეფირი.
გამწმენდი სასმელი
არა მაწონი, არა სასმელი და არა იოგურტი, არამედ კეფირი. რძის პროდუქტებიდან მხოლოდ ის შეიცავს საფუარის, ჩხირებს და სტრეპტოკოკებს, რომელთაც მსხვილ და წვრილ ნაწლავში მეგობრული ფლორის შექმნა შეუძლაით – საქმე სწორედ მათშია. სწორედ ამიტომ, გამოგადგებათ არა მხოლოდ რძის კეფირი, არამედ კეფირი წყალზე.
სელის თესლი შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას, რომელიც განავლის ქვებს შლის და ლორწოვანს ახორცებს. თუმცა მხოლოდ მთელი ან მსხვილად დაქუცმაცებული თესლი მოქმედებს კუჭის ჯაგრისად. შესიებისას ის კუჭს ავსებს და დიდი ხნით დანაყრების შეგრძნებას გვაძლევს, ამავდროულად ნაწლავების კედლებს წმენდს.
გასახდომი სასმელი
კეფირის და სელის თესლის ერთად მიღება წონის კლებას ხელს უწყობს, სისხლში ქოლესტერინის დონეს და ლიპიდების ცვლას არეგულირებს. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ეფექტური წმენდისთვის, ორგანიზმის გასაახლებლად და წონაში დასაკლებად მნიშვნელოვანია სასმელი დალიოთ სპეციალური პროგრამით, რომელსაც სტატიის ბოლოს იპოვით.
ეს მეთოდი აქტუალურია მათთვის, ვინც ამჩნევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდეგ გართულებებს.
- ანთებითი პროცესები სუნთქვის ორგანოებში
- ანთებითი პროცესები კუჭ–ნაწლავის ტრაქტში (გასტრიტი, წყლული)
- კოლიტი
- შარდსასქესო სისტემის დაავადებები
- ზედმეტი წონა
ორგანიზმის დეტოქსიკაციის კურსი
პროგრამა 21 დღეზეა გათვლილი. თუ კუჭის გენერალური წმენდა დიდი ხანია არ ჩაგიტარებიათ, ექიმები მის გამეორებას 2 კვირის შემდეგ გირჩევთ. ეფექტის შესანარჩუნებლად კურსი ნახევარ წელში უნდა გაიმეოროთ.
- 1– ლი კვირა: საუზმეზე 100 მლ კეფირი 3 ჩ/კ სელის თესლთან ერთად დალიეთ. სჯობს სელის თესლი პირდაპირ გამოყენების წინ დანაყოთ.
- მე–2 კვირა: 100 მლ კეფირი 6 ჩ/კ სელის თესლთან ერთად საუზმეზე.
- მე-3 კვირა: 150 მლ კეფირი 9 ჩ/კ სელის თესლთან ერთად საუზმეზე.
საკუთარ თავს საუზმის მიღებამდე 40 წუთით ადრე 1 ჭიქა ცხელი წყლის დალევა მიაჩვიეთ, რომ ორგანიზმი გააქტიუროთ. როგორც ცნობილია, დილით ჩვენი სხეული საჭმლის მისაღებად ჯერ კიდევ მზად არაა და მას დახმარება სჭირდება. გახსოვდეთ, რომ ეს ერთადერთი საუზმე უნდა იყოს! კეფირის და სელის თესლის ნარევის ღამით მიღება ისეთი ეფექტური არაა. სჯობს საღამოს საკუთარი თავი ქათმის მკერდის ან კვერცხის ცილოვანი ვახშმით გაახაროთ.
მაშინაც კი, თუ საუზმის წინ 1 ს/კ სელის თესლის დაღეჭვას დაიწყებთ, ეს უკვე თავის ნაყოფს გამოიღებს – სასარგებლო ხრიკი გამწმენდი კურსის შემდეგ შედეგების გასამყარებლად.