ჩვეულებრივი ღრუბლის გამოყენების 7 მეთოდი (არა მხოლოდ ჭურჭლის გასარეცხად)

581

რთულია იპოვოთ სახლი, სადაც ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს ვერ ნახავთ. ცოტამ თუ იცის, რომ ეს ჩვეული ნივთი შესაძლებელია არაპირდაპირი დანიშნულებით საინტერესოდ და სასარგებლოდ გამოვიყენოთ. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალება საყოფაცხოვრებო საქმეებში. გიზიარებთ 7 შესანიშნავ ხრიკს, რომელიც თქვენს ცხოვრებას გაამარტივებს.

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი

იცით თუ არა, რომ პოროლონი, რისგანაც ღრუბელი მზადდება, ჯერ კიდევ 1937 წელს გამოიგონეს? ჩვენი სახლის ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნივთი მრავალი მიზნით შეიძლება გამოიყენოთ.

1. ნემსების დამჭერი

ჭურჭლის სარეცხ რბილ ღრუბელში ძალიან ადვილია ნემსების და ქინძისთავების ჩარჭობა, რომლებიც სულ იკარგება. სწორედ ამიტომ, თუ ნემსების დამჭერი არ გაქვთ, თამამად შეგიძლიათ ღრუბელი გამოიყენოთ.

2. დრენაჟი მცენარეებისთვის

ქოთნის ძირში მთელი ან დანაწევრებული ღრუბლის ჩადებით მცენარეს შესანიშნავი დრენაჟით უზრუნველყოფთ. მისი დახმარებით ზედმეტი წყალი ქოთნის ძირში არ დაგროვდება. ამასთან ღრუბელი საჭიროების შემთხვევაში მცენარეს წყალს მიაწვდის. მოსახერხებელია, არა?

3. პირველადი დახმარების საშუალება და ცივი აკუმულატორი

ღრუბელს წყალი დაასხით, პაკეტში მოათავსეთ, შემდეგ კი საყინულეში. ასე დაზიანების შემთხვევაში ცივი პაკეტის გამოყენებას ყოველთვის შეძლებთ. გარდა ამისა, გაყინული ღრუბელი ცივი აკუმულატორის ალტერნატივად შესანიშნავად გემსახურებათ. ის გიშველით, როცა პიკნიკზე ისეთი პროდუქტების წაღება დაგჭირდებათ, რომელთაც სიცივეში ყოფნა სჭირდებათ. უბრალოდ პაკეტში ან პორტატულ საყინულეში გაყინული ღრუბელი მოათავსეთ, რომ ტკბილეულის ან სასმელის გათბობა არ დაუშვათ.

4. “ნიადაგი“ თესლის გასაღვივებლად

ეს ხრიკი მებაღეებისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდება. აღმოჩნდა, რომ ღრუბელი შეიძლება გახდეს კარგი გარემო თესლის გასაღვივებლად. ამისთვის ღრუბელი რამდენიმე ადგილას ჩაჭერით და მასში თესლი ჩადეთ. პერიოდულად მორწყვა არ დაგავიწყდეთ. რა თქმა უნდა, აღმონაცენების გამოჩენას მოთმინებით უნდა დაელოდოთ!

5. ზედაპირის დაცვა

გეშინიათ, რომ სკამებმა ფილები ან ლამინატი არ გაკაწრონ? თქვენი გვესმის! სამზარეულოს ღრუბელი ამ საფრთხის დავიწყებაში დაგეხმარებათ. ღრუბელი რამდენიმე კვადრატად დაჭერით და წებოთი სკამის ფეხებს ქვედა მხარეს მიამაგრეთ. სხვათა შორის, ბონუსის სახით: ასეთი ავეჯის ნებისმიერი გადაადგილება ამიერიდან ჩუმი იქნება.

6. მიკროტალღური ღუმლის გამწმენდი

ღრუბელზე ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაასხით და მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ. მოწყობილობა 2 წუთით ჩართეთ. მას შემდეგ, რაც ღუმლის კედლებზე ქაფს შენიშნავთ, შეგიძლიათ ჭუჭყი მარტივად მოაშოროთ.

7. სასაპნე

დღემდე გაღიზიანებთ, როცა სასაპნეში წყალი გროვდება? საპონი რბილდება და სადგამის უსასრულოდ გარეცხვა გვიწევს. ამ პრობლემას მარტივი გადაწყვეტილება აქვს. საპონი ღრუბელში ჩადეთ და მარკერით მოხაზეთ. შემდეგ მაკრატლით ზედმეტი პოროლონი მოჭერით და საპნისთვის პატარა ორმო გააკეთეთ. ახლა საპნიანი წყალი ღრუბელში შეინახება და ონკანში წვეთას არ დაიწყებს.

ეს შესანიშნავი და გამოსაყენებლად მარტივი ხრიკები შეინახეთ. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ხრიკის გამოყენება უკვე გსურთ. დიდ შთაგონებას და კრეატივს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს