დიასახლისებო, ჩაიწერეთ: 30 ხრიკი, რომლებიც ცხოვრებას ამარტივებს

0
2191

ადრე, ჟურნალებისა და გაზეთების კითხვისას, დედაჩემს ძალიან უყვარდა რუბრიკა “რჩევები დიასახლისებისთვის”. ზოგიერთ რჩევას იწერდა, ხშირ შემთხვევაში კი რჩევებს ჭრიდა და ცალკე ალაგებდა.

დღეს ჩვენი რედაქცია სწორედ ასეთ რჩევებს წარმოგიდგენთ.

ახალგაზრდა დიასახლისს უბის წიგნაკი დაეხმარება საყოფაცხოვრებო საქმეების მოწესრიგებასა და მოსწრებაში, კულინარიული მწვერვალების დაპყრობასა და ხალისით დალაგებაში.

როგორ მოვუაროთ სახლს

სამზარეულო

  1. თუ დრო არ გაქვთ, მუდმივად ყურადღება მდუღარე ბულიონს მიაქციოთ, დაადეთ ქვაბს ხის მშრალი კოვზი და ქაფი მისგან არ გადმოვა. როცა კოვზი გათბება, იმდენად კარგად აღარ იმოქმედებს, ამიტომ, პერიოდულად გაამშრალეთ და გააგრილეთ.
  2. დაუმატეთ ომლეტს გაზიანი წყალი რძის ან ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად. მიიღებთ დაუჯერებლად ფუმფულა კერძს.
  3. გაჭრილ ლიმონს სიცოცხლეს დაუბრუნებთ, თუ რამდენიმე საათით წყლიან თასში მოათავსებთ. ამის შემდეგ, ლიმონი ისევ ახალი და მადისაღმძვრელი გახდება.
  4. ყველი უფრო მეტხანს რომ შეინახოს, წაუსვით ჭრილზე კარაქი.
  5. ქიშმიში დაუჯერებლად წვნიანი და გემრიელი გამოვა, თუ მოხმარებამდე თბილ ლიმონიან წყალში ჩაალბობთ.
  6. ხახვის კანის ნახარში კარგად ღებავს წვნიანებს. ამასთან, ავსებს სასარგებლო მიკროელემენტებით და გარეგნულადაც ალამაზებს.
  7.  თუ სამზარეულოში სხვადასხვაგვარი საცხობი ფორმა არ გაქვთ, ნუ მოიწყენთ! საჭირო ზომის ლანგარს მიიღებთ, თუ საცხობი ფოლგით მცირე ზღუდეს გააკეთებთ.
  8. დაჭრის შემდეგ, ხახვს სიმწარე რომ მოაშოროთ, ჩადეთ საწრეტში და მოასხით მდუღარე წყალი.
  9. ვინეგრეტი განსაკუთრებულად რბილი და გემრიელი რომ გამოუვიდეს, დაუმატეთ კერძს 1 ს.კ. რძე და 1 ჩ.კ. შაქარი.
  10. თი რიზოტო გიყვართ, მომზადებისას ცოტაოდენი ვერმუტი დაუმატეთ.

დალაგება

  1. შედგით მაცივარში ცოტაოდენი ნახშირი. იგი ჩაყლაპავს უსიამოვნო სუნებს და მაცივრის ხშირი განიავებაც საჭირო არ იქნება. გამოიყენეთ მის გასაწმენდად სოდა – არამხოლოდ ჭუჭყი, არამედ უსიამოვნო სუნიც გაქრება.
  2. სახამებელი ბუნებრივი აბრაზივია, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს ფანჯრების წმენდას. ამასთან, იგი ძალიან წვრილადაა დაფქული, ამიტომ, თუ მას ფანჯრების საწმენდ საშუალებას დაუმატებთ, მიიღებთ იდეალურად სუფთა ფანჯრებს.
  3. იატაკის ჯოხის ჩვარად შეგიძლიათ რეცხვისას ცალად დარჩენილი წინდების გამოყენება.
  4. ჩაის ფინჯნებში დალექილი ნადები მარტივად გაირეცხება, თუ შიგნით ძმრით გაჟღენთილ ბამბას გამოუსვამთ.
  5. ყავის ძველი ლაქების ამოყვანაში დაგეხმარებათ გლიცერინის, ნიშადურის სპირტისა და წყლის (თანაბარი რაოდენობით) ხსნარით. წაუსვით მასა ჭუჭყიან ადგილებს 1 დღით და ჩამორეცხეთ საპნიანი წყლით.
  6. ბევრმა არ იცის, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა მხოლოდ ჭურჭელს არ რეცხავს. იმ ნივთების სია, რომელთა გარეცხვაც მასში შეიძლება, უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს: აბაჟურები, კეპები, სავენტილაციო ბადეები, ბავშვის სათამაშოები, ინსტრუმენტები, ბოსტნეული, სპორტული აღჭურვილობა, მაცივრის თაროები, ფეხსაცმელიც კი.
  7. სამზარეულოს კარადების ზედაპირზე მტვერი და ნადები სწრაფად ჩნდება. ამ საშინელებისგან ძველი გაზეთები დაგიცავთ.დააფინეთ გაზეთები კარადებს, შემდეგ 2-3 კვირაში ერთხელ, ფრთხილად დაახვიეთ ისინი და გადაყარეთ ქაღალდები. გადაუსვით ზედაპირს სველი ჩვარი. გაზეთები ავეჯს გახუნებისგანაც დაიცავს.
  8. სოდა უნივერსალური ხალხური საშუალებაა დალაგებისთვის. მას იყენებენ თითქმის ყველაფრის გასაწმენდად და გასარეცხავად. გახსენით სოდა თბილ წყალში და დაამუშავეთ ამ ხსნარით ავეჯი, რომლის შალითა ცოტათი დასვრილია და ცუდი სუნი არ ასდის. 15 წუთში გადაატარეთ მტვერსასრუტი და დატკბით მიღებული შედეგით.
  9. ხანდახან, მტვერსასრუტის ყველაზე პატარა თავაკიც კი ზედმეტად დიდი აღმოჩნდება ზოგიერთი რთულად მისაღწევი ადგილებისთვის. ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია ტუალეტის ქაღალდის მუყაოს მილაკით. წამოაცვით იგი მტვერსასრუტის მილს, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, და მოკეცეთ მისი დაბოლოება.
  10. თუ სახლში ძალიან ხისტი წყალი მოდის, ალბათ, შეამჩნევდით, როგორ ხერგავს ნადები წყლის მიწოდებას საშხაპე ონკანიდან.

საჭირო არაა ახალი ყურმილის შეძენა: ჩაასხით ძმრის ხსნარი პოლიეთილენის პაკეტში და დაამაგრეთ ისე, რომ ყურმილი სრულად ჩაიძიროს ხსნარში. გააჩერეთ ასე 2 საათით და ჩამორეცხეთ თბილი წყლით.

ყოფაცხოვრება

  1. საპარსი ქაფი ხელზე წასმულ საღებავს ამოიყვანს: წაუსვით, გაიწმინდეთ და მარტივად ჩამოიბანეთ.
  2. ახალი ფეხსაცმლის მყარმა კიდეებმა ქუსლები რომ არ გატკინოთ, წაუსვით სანთელი, ნოტიო საპონი ან სპირტი.
  3.  მოათავსეთ ფორთოხლის კანი ჩექმებში და გააჩერეთ 1 დღით. სუნს გაანეიტრალებს, სითხეს შეიწოვს.
  4. თუ შალის ზედაზე მანჟეტები გაიწელა, მჭიდროდ შეკარით თასმით და ჩაუშვით ცხელ წყალში. რამდენიმე წუთით გახსენით თასმა და გააშრეთ.
  5. თუ გასაღები საკეტში რთულად ტრიალდება, წაუსვით მას ცვილი ან საპონი.
  6. მოასხით მცენარეების ნიადაგს წყალი, რომელიც ბოსტნეულის ხარშვის შემდეგ რჩება. ასეთი ნარჩენი ნებისმიერ ქიმიურ სასუქზე უკეთ მოქმედებს. ყველა მცენარის უნივერსალური სასუქია ყავის ნალექიც.
  7. წაუსვით ვაზელინი ყველაზე ინტენსიური პულსის ადგილს კანზე და ზემოდან ერთი წვეთი სუნამო მოასხით. ეს გაახანგრძლივებს საყვარელი სურნელის შეგრძნებას.
  8. ლუდი სწრაფად რომ ჩააცივოთ, გაახვიეთ ბოთლი ქაღალდის სველ ხელსახოცში და შედგით საყინულეში.
  9. თეთრეული თოკს არ მიეყინება, თუ მას მარილის ხსნარში ჩალბობილი ღრუბლით გაწმენდთ.
  10.  სამზარეულოს პირსახოცები მარტივად გაირეცხება, თუ რეცხვამდე რამდენიმე საათით მარილიან წყალში ჩაალბობთ.

თქვენ გაქვთ მსგავსი ხრიკები არსენალში? გაგვიზიარეთ გამოცდილება.