კოტლეტის რეცეპტი პურით და წყლით

9214

კოტლეტი ყველაზე ოჯახური ხორციანი კერძია. ბევრმა რესტორანმა კოტლეტი მენიუში დაამატა, რადგან ის გემრიელი და ნოყიერია, ამასთან სუფრაზე შეგიძლიათ ძალიან საინტერესოდ გაიტანოთ. გემრიელი კოტლეტის ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს, მაგრამ გამოცდილი ხრიკის დახმარებით მას ფუმფულას და წარმოუდგენლად წვნიანს გახდით.

კოტლეტები კოლხოზნურად ან ოჯახურად მარტივად მზადდება და ძალიან გემრიელი და ჰაეროვანი გამოდის. საქმე ფარშში ერთი ინგრედიენტის დამატებაშია. სხვათა შორის, სწორედ ამ რეცეპტზე გიჟდება ცნობილი შეფმზარეული ილია ლაზერსონი. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი კოტლეტები

კოტლეტები პურით

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ფარში
  • 1 შემორჩენილი თეთრი პური
  • 1 ხახვი
  • დაფქული შავი წიწაკა
  • მარილი
  • ნიორი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. პურის რბილობი 1-2 წუთით წყალში ჩაალბეთ და გაწურეთ. ამ ინგრედიენტის წყალობით კოტლეტები არ დაიშლება, გემო კი უბრალოდ ღვთაებრივი იქნება.

2. რა თქმა უნდა, სჯობს ფარში ძროხის ხორცით ან ღორის ხორცის დამატებით თავად მოამზადოთ, მაგრამ შეგიძლიათ მაღაზიაში იყიდოთ. ფარშს გაწურული პური დაუმატეთ. დაიმახსოვრეთ: პური დასველების შემდეგ ფარშის წონის 40%–ს უნდა შეადგენდეს. ამ კოტლეტის ფიშკა სწორედ ესაა.

3. ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და ფარში დაუმატეთ. ასევე დაუმატეთ მარილი, ნიორი და სანელებლები. ყველაფერი კარგად აურიეთ. მიღებული ფარში 1 საათით მაცივარში შეინახეთ.

4. ფარში მაცივრიდან გამოიღეთ და კოტლეტებს ფორმა მიეცით. მცენარეულ ზეთში შეწვით. სურვილის მიხედვით ორცხობილის საფანელში ამოავლეთ.

5. გემრიელად მიირთვით!

რეცეპტი თაობების მიერ გამოცდილია. სხვათა შორის, ფარშს შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, სტაფილო ან ყაბაყი. ასე კოტლეტი კიდევ უფრო წვნიანი და პიკანტური გამოვა.

ფარშით და პურით კოტლეტების მომზადება აუცილებლად სცადეთ და შთაბეჭდილებები კომენტარებში გაგვიზიარეთ. დარწმუნებული ვარ, თქვენც მოგეწონებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს