ხაჭოს ტორტის რეცეპტი კარაქით

0
2062

მე, როგორც ნებისმიერი დიასახლისი სახლში გამომცხვარ დესერტებზე ვგიჟდები. გაზქურასთან დიდხანს დგომა არ მიყვარს, კიდევ უფრო მეტად არ მიყვარს ბევრი ბინძური ჭურჭლის გარეცხვა. სწორედ ამიტომ, უპირატესობას ვანიჭებ სწრაფ და მარტივ რეცეპტებს და დღეს “პაპარაცი” სწორედ ასეთ რეცეპტს გიზიარებთ.

გემრიელი ხაჭოს ტორტი

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 4 ს/კ არაჟანი
  • 4 კვერცხი
  • 400 გრ ხაჭო
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • მწიკვი მარილი

მომზადება:

1. კვერცხი და შაქარი აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შაქარი ბოლომდე უნდა გაიხსნას, რომ ცომი საჭირო კონსისტენციის გამოვიდეს.

2. კვერცხს დაუმატეთ არაჟანი, ხაჭო და გამდნარი კარაქი, ყველაფერი კარგად აურიეთ. ნარევს სოდა და მარილი დაუმატეთ.

3. შემდეგ მიღებული მასა დააბლენდერეთ, რომ ის ერთგვაროვანი და გოროხების გარეშე იყოს. ფქვილი გაცერით და ხაჭოს მასას დაუმატეთ, კვლავ კარგად აურიეთ. ასევე შეგიძლიათ კაკალი ან ქიშმიში დაუმატოთ. თქვენი ცომი მზადაა.

4. ცომი პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ. შემდეგ პეროგი ოდნავ გააგრილეთ. სუფრაზე გატანის წინ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და გემრიელი ჭიქური მოასხით.

აი, ხაჭოს ტორტის მარტივი რეცეპტი, რომელიც თქვენი ოჯახის საყვარელი დესერტი გახდება. არანაირი ალიაქოთი, არანაირი ზედმეტი ხარჯი, მხოლოდ ნაზი, ჰაეროვანი და პირში მდნობი დესერტი. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.