ისტორია, რომელიც ადამიანების რწმენას დაგიბრუნებთ

0
106

ჩვენი სიცოცხლე სავსეა ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებითა და კონტრასტებით. დღეს თქვენ ეცდებით იმის გაგებას, თუ რატომაა გარშემო ამდენი ბოროტება და როგორ უნდა გაუმკლავდეთ ნეგატივის ნაკადს. ხვალ კი თქვენ დადებითი ემოციებით აივსებით, რამდენადაც მიხვდით, რომ კეთილი ადამიანების სამყარო ზღაპრული რამ სულაც არაა.

ძველი დროიდან, სიკეთე და ბოროტება სამყაროში ერთგვარ ბალანსს ქმნის. მართალია, ეს ჰარმონია ირღვევა ხოლმე, ადამიანებს კი ეჭვი ნებისმიერ კეთილ საქმეში ეპარებათ. ხანდახან, უნებურად, ხანდახან კი გაცნობიერებულად გვეშინია, არ დავრჩეთ მოტყუებული. მეტიც, ძალიან ხშირად, უბრალოდ საზოგადოების მიერ დადგენილი სტერეოტიპების ტყვეები ვხდებით.

კეთილი ადამიანების სამყარო

სიკეთისა და ბოროტების ურთიერთწინააღმდეგობა ერთ-ერთი საუკუნო ლიტერატურული თემაა. თანამედროვე ლიტერატურაში, მას ახალი ხედვა აქვს. მაგალითად, ახალგაზრდა ბელორუსი მწერალი პავლე გუშინეცი აქტუალურ პრობლემას თავისებურად აღწერს. მისი მარტივი ზღაპრები ადამიანებს სიკეთის რწმენას უბრუნებს. ექიმ ლობანოვის (გუშინეცის ლიტერატურული ფსევდონიმი) ერთ-ერთი ნაწარმოები ჩვენ ძალიან მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, თქვენც გაგიზიაროთ.

ისტორია ბოშა ქალის შესახებ

“ცოლთან ერთად ბაზარზე წავედი, ყველაფერი ერთად რომ გვეყიდა. ყველა ბოსტნეული და ხილი მანქანამდე მშვიდად რომ მიმეტანა, სამჯერ მომიხდა იქეთ-აქეთ წასვლა. ბოლო ჯერზე კიტრითა და პომიდვრებით სავსე პარკი მიმქონდა. ჩემს ცოლს კი ყაბაყი მოჰქონდა.

უეცრად მოგვესმა მაცდური ყვირილი: “მოიცა, უკვე მიდიხარ, ძვირფასო?” ოჰ. ბოშა ქალიღა გვაკლდა! ხელებიც დაკავებული მაქვს, თავიდან ვერ მოვიშორებ. ეს ქალი ჩვეულებრივ ბოშას ჰგავდა: ფერადი ტანსაცმელი, ოქროს კბილები და ეშმაკური გამოხედვა…

ნაბიჯი არ შეგვინელებია, არც ის ჩამოგვრჩა. დაგვეწია და დაიწყო: “გარბიხართ, აბა რა! ძლივს დაგეწიეთ, არც ძახილი გესმით!” საკმაოდ უხეშად ვკითხე, რა უნდოდა. დავუმატე, რომ ფული არ გვქონდა და ამაზე ხმაც არ ამოეღო.

“ტფუ შენ, რა ფული?!” – მიპასუხა ბოშამ და მაშინვე გამომიწოდა გასაღები. დავხედე და გავქვავდი – ჩემი მანქანის გასაღები! “დაიჭირე, ძვირფასო, მგონი, კიტრს რომ ყიდულობდი, მაშინ დაგივარდა. უბრალოდ ჯიბიდან გადმოვარდა.” – ამიხსნა მან. 

საშინელებაა, როგორც შეიძლება ასეთი დაუდევარი იყო? იმ მომენტში მინდოდა, ფეხქვეშ მიწა გამსკდომოდა. საშინლად უხერხულად გამომივიდა. გასაღები გამოვართვი და დავაყოლე: “უღრმესი მადლობა! არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა. მართლა გეუბნებით, ფული საერთოდ არ დამრჩა.

დაუყოვნებლივ მიპასუხა: “ბედნიერება ხომ ფულში არაა! არაუშავს. ჩვენ ყველამ ხანდახან მაინც უნდა ვაკეთოთ სიკეთე”. ამ მომენტში მან დამიმსხვრია ყველა ის სტერეოტიპი, რომლებიც წლების მანძილზე თავში მეფობდა. გარდა იმისა, რომ ეს ბოშა კეთილსინდისიერი იყო, მადლიერებისთვის ფულიც კი არ მოუთხოვია. ყველაფერი გასაოცარი ჩვენ გარშემოა!”

რედაქციისგან

1 წლის წინ, ბოშებმა ტელეფონი და საბუთები მომპარეს. ამიტომ, როგორც არავინ, ვიცი, რა არის კონტრასტების თამაში ცხოვრებაში. თუმცა, ადამიანების სიკეთისა და გულწრფელობის რწმენას არ ვკარგავ. ეს ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არ შეიძლება ადამიანებთან ურთიერთობა სტერეოტიპებზე დაყრდნობით. ადამიანი შეიძლება კეთილი ან ბოროტი იყოს სქესის, ასაკის, კანის ფერის ან ეროვნების მიუხედავად. მნიშვნელოვანია არა ადამიანის გარეგნული თავისებურებების, არამედ მისი ქცევებისა და თვისებების შეფასება.

თქვენს ცხოვრებაში ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომელმაც დაგარწმუნათ, რომ სამყაროში კეთილი ადამიანები არსებობენ? კარგი იქნება, თუ მიღებულ გამოცდილებას გაგვიზიარებთ.