დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოხიბლოთ ნებისმიერი მამაკაცი. თითოეული ზოდიაქოს ნიშანი სუბიექტურ პრეფერენციებს ფლობს. კონკრეტულად იმ ლამაზმანის გული რომ მოიგოთ, მისი გემოვნების და სურვილების შესახებ უნდა იცოდეთ. ასე რომ ეს სტატია სასწრაფოდ წაიკითხეთ!
როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი
მშვილდოსანი
მშვილდოსანი მოკრძალებულ და წყნარ გოგოებთან ურთიერთობას იშვიათად იწყებს. ჩვეულებრივ, ამ ნიშანს კაშკაშა, თამამი თანამეგზური სჭირდება.
მორიელი
თავის მხრივ, მორიელს მიუწვდომლობა და იდუმალება იზიდავს. თუ რაღაცას ადვილად აღწევს, მოწყენილობა და იმედგაცრუება სწრაფად იპყრობს.
სასწორი
სასწორს გვერდით ძლიერი და ჭკვიანი ქალი სჭირდება, ხშირად მასზე ცოტათი უფროსი. ამ ნიშანს მხარდაჭერა და გაგება ისე სჭირდება, როგორც სხვა არავის.
ქალწული
ქალწული თანაცხოვრების მხრივ ძალიან რთულია. ასეთ მამაკაცს გვერდით მომთმენი და მორჩილი ქალი სჭირდება.
ლომი
ლომი მწვავე შეგრძნებების მოყვარულია. მას მიეცით თვითკმარი ქალი რთული ხასიათით. საკუთარ სურვილებზე თამამად ისაუბრეთ, არაფერი მოითმინოთ და დარწმუნებული იყავით, რომ მის კეთილგანწყობას მოიპოვებთ.
კირჩხიბი
კირჩხიბი ძალიან მეოჯახე და უპრეტენზიოა. ის უპირატესობას ანიჭებს წესიერ და აღზრდილ ქალებს. ასევე სერიოზული ურთიერთობა და ბევრი ბავშვი სურს. სწორედ ამიტომ, ამ ზოდიაქოს ნიშანთან ძლიერი კავშირის შექმნას ნამდვილად შეძლებთ.
ტყუპები
ტყუპებს მხოლოდ შემოქმედებითი პიროვნება უყვარდება. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მეგზური არა მხოლოდ გარეგნულად ლამაზი, არამედ საინტერესო მოსაუბრე იყოს.
კურო
კურო უპირატესობას ანიჭებს მეოჯახე და საყვარელ ქალებს. ისინი აფასებენ ოჯახურ სიმყუდროვეს, კომფორტულ ატმოსფეროს და ბავშვებზე ოცნებობენ.
ვერძი
ვერძი სხვადასხვა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან შემთხვევითი კავშირების მოყვარულია. სწორედ ამიტომ, ვერძი 27-30 წლამდე საუკეთესო ვარიანტი არაა, თუ სტაბილურობა გსურთ.
თევზები
თევზები ჩვეულებრივ ეძებს ქალს, რომელიც დედას ძალიან ჰგავს. ამასთან არა მხოლოდ გარეგნულად. თქვენ მომზადება, გარეცხვა, დალაგება და რთულ წუთებში მისი დამშვიდება უნდა შეგეძლოთ.
თხის რქა
თხის რქა გიჟდება თავისუფლებასა და ლამაზ ქალებთან ფლირტზე. მისი გული რომ მოიგოთ, ნამდვილად ყველაზე უჩვეულო ქალი უნდა იყოთ, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. ღირს კი ამად?
მერწყული
შემოქმედებითი მერწყული თავის გულს აძლევს ამაყ ქალს, რომელიც მხოლოდ საუკეთესოზე თანხმდება. ის ერთგული და მზრუნველია, მზადაა თავისი ერთადერთი პირდაპირ ხელის გულზე ატაროს.
ახლა თითოეული მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზის შესახებ იცით. ვიმედოვნებთ, სწორ არჩევანს გააკეთებთ და რჩეულთან ნამდვილად ბედნიერი იქნებით!