თანამედროვე ფსიქოლოგებმა იციან, რომ ადამიანის ხასიათი წვრილმანებში ხშირად ვლინდება. როგორ გიჭირავთ ხელი, როგორ იღებთ ხელჯოხს და ისიც კი, თუ როგორ ატარებთ ჩანთას. ჩვენ არ ვხუმრობთ. „პაპარაცი“ ამ უკანასკნელზე გასართობ ტესტს გთავაზობთ.
უბრალოდ აირჩიეთ ის, თუ როგორ გირჩევნიათ ჩანთის ტარება. ჩვენ კი გიამბობთ, როგორი ადამიანი ხართ.
1. თუ უპირატესობას ზურგჩანთას ანიჭებთ, თქვენი თავგადასავლები გიყვართ ან ახლის სწავლა გამოძრავებთ. თქვენში სპონტანურობა და საიმედოობა საოცარ კომბინაციას ქმნის.
2. თუ ჩანთას ხელში იჭერთ, თქვენ სიტუაციის გაკონტროლება გიყვართ. თქვენ ხშირად გამოძრავებთ შიში, რომ რაღაც ისე არ წარიმართება, როგორც დაგეგმილი იყო. ჩვეულებრივ, გულწრფელი და სპონტანური ხართ. ახლობლებს დიდად აფასებთ.
3. ტაქტიკური და მოკრძალებული ადამიანი ხართ. შეგიძლიათ ადამიანს სიმართლე პირში უთხრათ, რომ სხვისი გრძნობები არ შეურაცხყოთ. თუმცა ხალხთან ბევრ დროს ატარებთ, ძირითადად, წიგნებში ჩაფლული ხართ.
4. თქვენ გარშემო არავის ენდობით და გსურთ, რომ ყველაზე ძვირფასი ახლოს გქონდეთ. ამასთან, თავად ძალიან გულუხვი და ღია პიროვნება ხართ, რომელიც გულწრფელობას და უანგარობას დიდად აფასებს.
5. შემოქმედებითი და ოდნავ ექსტრავაგანტული ხართ. თავისუფლებას ყველაზე მეტად აფასებთ. სხვებისთვის ყოველთვის საინტერესო ხართ. შეგიძლიათ სხვებს მწვერვალების დაპყრობა შთააგონოთ.
ეს ყველაფერი შეიძლება არაბუნებრივად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამაში ჭეშმარიტების მარცვალი არის. ადამიანი მაინც პროგნოზირებადი არსებაა.