თბილი ნივთები, რომლებიც ამ შემოდგომაზე არ უნდა იყიდოთ

0
350

სანამ 2020 წლის შემოდგომის ახალ ტრენდულ ნივთებს შეიძენდეთ, სტილისტები გთავაზობენ მოდიდან გადასული ნივთების სიის გაცნობას. დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ წლის ცივი სეზონის ანტიტრენდებს. სწორედ ამ ნივთების ყიდვას არ აქვს აზრი ამ შემოდგომაზე!

ვიღაც შვებით ამოისუნთქებს, ვიღაც კი განაწყენდება, რამდენადაც სულ ცოტა ხნის წინ შეიძინა სუპერ ტრენდული ნივთი, რომელიც უკვე ანტიტრენდულად იქცა.

2020 წლის ახალი ტრენდები

ტყავის მსგავსი ქურთუკები, მგონი, მარადიული კლასიკაა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ნიუანსი დროთა განმავლობაში იცვლება. სტილისტები გვირჩევენ, უპირატესობა მივანიჭოთ თავისუფალი დაფარვის მოსაცმელს და მოვერიდოთ ელვის შეკვრას. ქურთუკი შეიძლება 1-2 ზომით დიდი იყოს.

და, გთხოვთ, მოეშვით ქურთუკის ჩაცმას სქინი-ჯინსებთან. 2020 წლის შემოდგომაზე ასეთი კომბინაცია მოვეტონად ითვლება.

იგივე ეხება თხელ, მცირე მოცულობის მქონე დუტის ჟილეტებს. ჩაანაცვლეთ ისინი ოვერსაიზ მოდელებით, ან, უკეთესი იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით მათზე. დუტის ქურთუკები მოდაში აღარაა.

როცა ძალიან აცივდება და უკვე თბილი ქურთუკების ჩაცმა გახდება საჭირო, მოერიდეთ მეტალიკის ან ლაქის ვარიანტებს. ასეთი მოდელები მოძველდა და აქტუალურად აღარ გამოიყურება.

უარი თქვით სვიტრებსა და კაბებზე, რომლებსაც გადაკეცილი საყელოები აქვს. ჩაანაცვლეთ ისინი მყარი ან ახლა მოდური დასამაგრებელი საყელოთი.

ყველაზე შორეულ თაროზე გადადეთ ნივთები მეტალის შვერილებით. რამდენიმე სეზონის წინ, ჩანთებზე, ფეხსაცმელებსა და ტანსაცმლის მხრებზე აქტუალური იყო, ახლა კი ძველმოდურად ითვლება.

2020 წლის შემოდგომაზე სამუდამოდ უნდა გამოემშვიდობოთ ფიგურაზე მომდგარ სქლად ნაქსოვ მინი კაბა-სვიტრებს. მათი კარგი ალტერნატივა იქნება მინიმუმ მუხლამდე ან უფრო გრძელი თავისუფალი კაბები ან ტრიკოტაჟის კოსტუმები, რომლებიც შედგება მიდი სიგრძის ქვედა ბოლოსა და თავისუფალი, სწორი დაფარვის ან ოვერსაიზ ჯემპრისგან.

წარსულს მიაბარეთ მოკლე ტრენჩები. ახალი ტრენჩის შეძენისას, ყურადღება მიაქციეთ გრძელ თავისუფალ მოდელებს.

საბანივით ქურთუკები მოდაში გასულ სეზონებზე იყო, ბევრს ისინი მოსახერხებლობისა და სითბოს გამო შეუყვარდა. ახალ ცივ სეზონზე ისინი ძველმოდურად ითვლება.

გასულ სეზონებზე იმდენად ბევრი წელის ჩანთა შეგვხვდა, რომ უკვე ყველას მოგვბეზრდა. ჩაანაცვლეთ ისინი წელის მკვეთრი გეომეტრიული ფორმის ჩანთებით, რომლებიც მომაბეზრებელ ოვალურ ჩანთებს მოდურად შეცვლის.

დღემდე ანტიტრენდად ითვლება ბუნებრივი ბეწვეულის ნაკეთობები, თხელი კარდიგანები. აგრეთვე, კომპლექტები, რომლებიც შარფის ან სნუდის, ქუდისა და ხელთათმანებისგან შედგება, ერთი და იგივე დეკორებით. თუ ასეთი კომპლექტი გაქვთ, გამოიყენეთ ცალკეულად. სნუდზე კი საერთოდ უარი თქვით.

2020 წლის ახალი ტრენდების თანახმად, უნდა ჩაიცვათ ტყავის ნივთები. თანაც, არა ნატურალური, არამედ ეკოტყავი, ხავერდის ბომბერები, თავისუფალი სილუეტის მაქსი და მიდი პალტო და რუხი მონოლუქები. საინტერესო მოდური ლუქებიდან, ყურადღება გაამახვილეთ გრძელ ხელთათმანებსა და ფოჩებზე.

ანტიტრენდების ამ სიიდან რომელი ნივთები მოიძებნება თქვენს გარდერობში? გაქვთ ისეთი ნივთები, რომლებთან გამოთხოვებას არ ისურვებდით? რომელი ანტიტრენდი მოგბეზრდათ დიდი ხნის წინ?