რომელი პროდუქტები იწვევენ წნევის მომატებას: ექიმის რჩევები

73

ავსტრალიაში, ნიუკასლის უნივერსიტეტის ექსპერტებმა დაასახელეს სამი პროდუქტი, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე სასიკვდილოდ მოქმედებენ, მათ შორის წნევის ზრდას იწვევენ.

მტერი № 1 –  მარილი. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ყოველდღიურ რაციონში მარილის რაოდენობის 4,4 გრამამდე შემცირებით წნევის დარეგულირებას შეძლებთ.

მტერი № 2 – სპირტიანი სასმელები, რომლებიც არა მხოლოდ ჰიპერტონიას, არამედ სტენოკარდიას, ინფარქტს და ინსულტს იწვევენ.

მტერი № 3 – კოფეინი. ეს ნივთიერება ბევრ სასმელში გვხვდება. მისმა უკონტროლო მოხმარებამ შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, როგორიცაა მაღალი წნევა, თავის ტკივილი და სისხლძარღვების სპაზმები.

როგორც ბოლო კვლევამ აჩვენა, 2 ჭიქა ყავა სისტოლურ არტერიულ წნევას 8,1 მმ ვერცხლისწყლის სვეტში და დიასტოლურ არტერიულ წნევას 5,7 მმ ვერცხლისწყლის სვეტში ზრდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს