კარგი დიასახლისი სამზარეულოში სისუფთავის შენარჩუნებას ცდილობს. იდეალური წესრიგის დაცვა მარტივი საქმე არაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ გაზქურაზე რძე კიდევ ერთხელ დაგესხათ.
გაზქურა და გამწოვი ჭუჭყსა და ცხიმს მაქსიმალური რაოდენობით აგროვებს. დალაგების დაწყებისას მავნე ქიმიური საშუალებების გამოყენება არ იჩქაროთ.
ცხიმიან ნადებს სახლის საშუალებების დახმარებით სწრაფად და ეფექტურად შეძლებთ. „პაპარაცმა“ თქვენთვის 3 მეთოდი შეარჩია, რომელთა დახმარებით გაზქურის და გამწოვის გაწმენდას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ.
როგორ გავწმინდოთ გაზქურის ცხაურა და გამწოვი?
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 კალაპოტი დიასახლისის საპონი
- 5 ს/კ კალცინირებული სოდა
- 1 ვაშლი
გამოყენების მეთოდი:
- დიასახლისის საპონი და ვაშლი სახეხზე გახეხეთ. ნარევი ქვაბში მოათავსეთ, წყალი და რამდენიმე კოვზი კალცინირებული სოდა დაუმატეთ.
- ადუღებამდე მიიყვანეთ და გამორთეთ.
- გაზქურის ცხაურა ან გამწოვი ტაშტში ჩადეთ და მიღებული სითხე დაასხით. შეგიძლიათ ხსნარში გაჟღენთილ მარლაში გაახვიოთ.
- ერთ საათში ამოიღეთ და თბილი წყლით გარეცხეთ.
კალცინირებული სოდა ეფექტური და ეკონომიური სარეცხი საშუალებაა. ის საკვებ სოდაზე ძლიერია, რადგან აქტივობის მაღალი დონე აქვს. ვაშლის ძმარი ჭუჭყს მარტივად უმკლავდება, ამასთან ზედაპირს არ აზიანებს. საპონთან ერთად გამწმენდი თვისება უფრო ძლიერდება.
როგორ გავწმინდოთ გაზქურის სახელურები?
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ბოთლი ნიშადური-ანისის წვეთი
- 1 შეფუთვა ბამბის ჩხირები
გამოყენების მეთოდი:
- ბამბის ჩხირი ნიშადური-ანისის წვეთში დაასველეთ და ჭუჭყიანი ადგილი გაწმინდეთ. თუ ზედაპირი დიდი ფართობისაა, ბამბის ტამპონი გამოიყენეთ.
- შემდეგ წყალში დასველებული ჩვრით გადაწმინდეთ.
- ნიშადურის სპირტი ჭუჭყს მარტივად გაუმკლავდება, ხოლო ანისი უსიამოვნო სუნს აქრობს. ამ დროს ოთახი კარგად უნდა გაანიავოთ.
როგორ გავწმინდოთ გაზქურის ზედაპირი?
თქვენ დაგჭირდებათ:
- 0,25 ჭიქა სოდა
- 0,3 ჭიქა 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი
გამოყენების მეთოდი:
- სოდას წყალბადის ზეჟანგის ხსნარი დაუმატეთ. აურიეთ. ნარევი ჭუჭყიან ზედაპირს წაუსვით და კბილის ჯაგრისით გაწმინდეთ. 20 წუთით გააჩერეთ.
- დანიშნული დროის გასვლის შემდეგ კვლავ ჯაგრისით, შემდეგ კი ღრუბლით გაწმინდეთ.
სახლის დალაგების დროს რეზინის ხელთათმანების გამოყენება არ დაგავიწყდეთ, ასე ხელებს იდეალურ მდგომარეობაში შეინარჩუნებთ. ზემოთ მოცემული მეთოდები დაიმახსოვრეთ და დალაგებას თამამად შეუდექით.