რომელ სუნამოებს ირჩევენ თანამედროვე იტალილი ქალბატონები

0
1186

-“ყველაზე კარგი სუნამო ისაა, რომელიც თქვენ და თქვენ გარშემომყოფებს მოსწონს. იგი იზიდავს, იტყუებს და ლუს უნიკალურსა და განუმეორებელს ხდის!” – მოვისმინე ერთ-ერთი ცნობილი სუნამოს პრეზენტაციაზე. საღამო იტალიასა და იმ სუნამოებს მიეძღვნა, რომლებიც იტალიელ ქალბატონებში დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

-“მონიკა ბელუჩისაც კი არ უთქვამს უარი ასეთ სუნამოებზე!” – სწორედ ამ სიტყვებით წარმოადგინეს ბოლო არომატი. დეგუსტაციის შემდეგ, ვიფიქრე, რომ ახლა უკვე ვიცი, რას ვაჩუქებ ჩემს ქმარს ქორწინების წლისთავზე. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ სულით ცოტათი იტალიელი ვარ.

საუკეთესო სუნამოები

დღეს ჩვენი რედაქცია გეტყვით, თუ რომელ სუნამოებს ანიჭებენ უპირატესობას იტალიელი ქალბატონები. ამ სტატიაში დახვეწილი არომატების სიას იხილავთ.

Bright Crystal-ი Versace-სგან

მგრძნობიარე და ქალური იტალიელი ქალბატონები ირჩევენ განსაკუთრებულ არომატს, რომელიც მათ ნაცვლად ამხელს ქალის შინაგან ძალას, ტემპერამენტსა და რომანტიკულ ბუნებას. ეს ყველაფერი Bright Crystal-ის დამსახურებაა.

გამამხნევებელი ციტრუსის არომატი, იორდასალამის ნოტებით,  ადამიანს მაგნიტივით იზიდავს. აგრეთვე, სუნამოს შემადგენლობაშია ბროწეული, ლოტოსი, მაგნოლია და მუშკი. იტალიელ ქალებს ძალიან უყვართ ყვავილოვანი და დახვეწილი არომატები მსუბუქი სიმჟავით.

Acqua Di Gio Giorgio Armani-სგან

ეს ხილ-ყვავილოვანი არომატი 1995 წელს გამოვიდა. მისი მშვენიერება იმაში მდგომარეობს, რომ წლის ნებისმიერ დროს შეეფერება. ახალი, ქალური, მსუბუქი, ზომიერად ტკბილი, ოდნავ გრილი არომატია. თუმცა, იგი ზომიერად უნდა დაიტანოთ, რამდენადაც ძალიან მყარია.

მის შემადგენლობაშია ანანასი, ია, ბანანის ფოთლები, ატამი, იორდასალამი, ფრეზია, კედარი, მუშკი და სანდალოზის ხე.

Burberry (Burberry)

ინგლისურმა ბრენდმა Burberry-მ 1995 წელს გამოუშვა ამავე სახელის სუნამო. სწორედ ეს არომატი სარგებლობს დღემდე ყველაზე დიდი პოპულარობით, Burberry-ის სხვა პროდუქტებთან შედარებით. ეს არომატი უბრალოდ მუხლებს კვეთს მამაკაცებს ორიგინალურობით, ქალურობითა და მრავალი ნოტით მიმხიდველი სურნელით.

არომატს საფუძვლად უდევს ატამი, გარგარი, ვანილი, მსხალი, თეთრი კედრი და სანდალოზის ხე. აგრეთვე, შავი მოცხარი, მწვანე ვაშლი და მუშკი.

Be Calvin Klein-ისგან

Calvin Klein-ის ეს არომატი კი უნივერსალურია. აღმოსავლური, უჩვეულო, რბილი – სწორედ ასე ახასიათებენ სპეციალისტები ამ არომატს.

Calvin Klein-ის Be გვატკბობს ლავანდის, მუშკის, სანდალოზის, პიტნის, ღვიის, მწვანე ბალახისა და ფრეზიის სურნელით.

Aromatics Elixir-ი Clinique-სგან

ეს არომატი სწორედ ისაა, რაც ლამაზ შემოდგომაზე გჭირდებათ. იგი ასოცირდება ტყის, ხავსის, სიმყუდროვისა და მზის სხივების სითბოს შეგრძნებებთან.

მას საფუძვლად უდევს გვირილა, პაჩული, ალდეჰიდები, საკმეველი, ვეტივერი, სალბი, ქინძი და, რაღა თქმა უნდა, ყვავილოვანი აკორდები, რომელბსაც იტალიელი ქალბატონები აფასებენ.

Black Orchid-ი Tom Ford-ისგან

აი, ისიც! სუნამო, რომელიც მონიკა ბელუჩის რჩეულია. “შავი ორქიდეა” ტომ ფორდმა სამყაროს 2006 წელს წარუდგინა. იმ დროიდან, ეს სუნამო ევროპის მრავალ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. იტალიაც ერთ-ერთი მათგანია.

სუნამოს შემადგენლობაშია ბერგამოტი, შავი მოცხარი და ციტრუსი. გული – შავი ორქიდეა, ჟასმინი, ილანგ-ილანგი და ისეთი არაერთმნიშვნელოვანი ინგრედიენტი, როგორიცაა შავი ტრუფელი. აგრეთვე, ვეტივერი, ლოტოსი, პაჩული, საკმეველი და ვანილი.

For Her-ი Narciso Rodriguez-ისგან

სწორედ ეს არომატი შედის იტალიის ყველაზე მოთხოვნადი სუნამოების სიაში. ეს მუშკ-ყვავილოვანი სურნელი თავშეკავებული არისტოკრატიული ხასიათით გამოირჩევა.

იდუმალი და მდიდრული კომპოზიცია აფრქვევს თავისი მფლობელის ქალურობას, მის იდუმალებასა და დახვეწილობას, ტოვებს ნაზი აბრეშუმის შეხების შეგრძნებას. მის შემადგენლობაშია ატამი, ამბრა, ვარდი და მუშკი, პაჩულისა და სანდალოზთან ერთად.

ამ ნაკრებიდან მე ყველა სუნამო უზომოდ მომწონს. თქვენ რომელ კომპოზიციებს ანიჭებთ უპირატესობას?