როგორ გავწელოთ ახალი ფეხსაცმელი: 5 ნამდვილად მოქმედი მეთოდი

0
2900

ახალი ფეხსაცმლის შეძენისას ბევრს ერთი პრობლემა გვაწუხებს, ფეხსაცმელი ფეხზე გვიჭერს და ტარების დროს მაქსიმალურ დისკომფორტს იწვევს. ამაში გასაოცარი არაფერია მაშინაც კი, თუ ძვირადღირებული ფეხსაცმელი შეიძინეთ.

როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში? დაელოდეთ, სანამ ის ბუნებრივი მეთოდით გაიწელება და კომფორტული გახდება? შეიძლება, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. „პაპარაცი“ 5 მეთოდს გთავაზობთ, რომელთა დახმარებით ფეხსაცმლის სწრაფად და უსაფრთხოდ გაწელვას შეძლებთ.

ჯარისკაცული მეთოდი

ეს ყველაზე მარტივი და უცნაურია მეთოდია, ამიტომ ბევრი ადამიანი მის გამოყენებას უფრთხის. თუმცა მეთოდმა თავისი ეფექტურობა პრაქტიკაში დაამტკიცა, ეს კი მთავარი მაჩვენებელია.

მეთოდის არსი: თქვენ სქელი ბამბის წინდა უნდა აიღოთ, დაასველოთ, კარგად გაწუროთ და ჩაიცვათ იმ ფეხსაცმელთან ერთად, რომლის გაწელვა გსურთ.

ასე მანამდე უნდა იაროთ, სანამ წინდები ბოლომდე არ გაშრება. ამის შემდეგ ტენის ამოსაშრობად ფეხსაცმელში გაზეთები ჩატენეთ. გათბობის ბატარეასთან ან მზეზე ფეხსაცმლის გაშრობა არ ღირს, რადგან ასე მთელ ძალისხმევას წყალში გადაყრით.

ქიმიური მეთოდი

მაღაზიების უმეტესობას ფეხსაცმლის გასაწელი სპეციალური საშუალება აქვთ.

მეთოდის არსი: სპეციალური სპრეი იმ ადგილებში გამოიყენება, სადაც შიგნიდან გაწელვა აუცილებელია. შემდეგ ფეხსაცმელი სასურველი ეფექტის მიღწევამდე უნდა ატაროთ. მეთოდი კარგია იმით, რომ სველი წინდების ტარების დისკომფორტი არ ახლავს, თუმცა ორი ნაკლი აქვს:

  1. კანის ფერი შეიძლება შეიცვალოს
  2. სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ მიაღწევთ

ამ მეთოდს ალტერნატივაც აქვს – ნატურალური სპირტი ან ოდეკოლონი გამოიყენეთ. ეფექტი მცირე, ხოლო რისკი უფრო მაღალი იქნება. სპირტმა შეიძლება ფეხსაცმელი დააზიანოს.

ყინულის მეთოდი

მოუხერხებელი ფეხსაცმლით თავის დატანჯვა თუ არა, მაგრამ მისი ჩაცმა ძალიან გსურთ, ერთი „გიჟური“ მეთოდი არსებობს. მეთოდის არსი:

  • დიდი პოლიეთილენის ტომსიკა ან ჭურჭელი აიღეთ, რომ მასში ფეხსაცმელი მოათავსოთ;
  • პაკეტში ან ჭურჭელში თბილი წყალი ჩაასხით;
  • ფეხსაცმელში ჩადეთ;
  • ყველაფერი ეს საყინულეში რამდენიმე დღით შედგით;
  • ფეხსაცმელი გამოიღეთ და ყინულს გალღობა აცადეთ.

ბევრი ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია, რადგან გაყინვისა და გალღობის ხარჯზე ტყავი იწელება.

რამდენიმე მთავარი ნაკლიც არსებობს: შეიძლება გაწელვა გადააჭარბოთ ან ტყავი მისი აღდგენის შანსის გარეშე დააზიანოთ.

პროფესიონალს მიეცით

ყოველთვის შეიძლება ფეხსაცმელი გასაწელად ოსტატს მისცეთ და მისი გაწელვა სთხოვოთ.

ზოგიერთ მეწაღეს სპეციალური ინსტრუმენტიც აქვს. მთავარია – ნამდვილ პროფესიონალთან მიიტანოთ, რადგან გამოუცდელმა მეწაღემ შეიძლება ფეხსაცმელი გაგიფუჭოთ.

საქმე იმაშია, რომ ფეხსაცმელს სპეციალური მოწყობილობით ახურებენ, რომელიც კარგს არაფერს აკეთებს.

გახსოვდეთ! ფეხსაცმლის გაწელვაზე ყველა რისკზე პასუხისმგებელი თავად ხართ! სწორედ ამიტომ, კარგად დაფიქრდით, ამ რისკის გაღება გიღირთ თუ არა!

ზოგჯერ შეიძლება მოითმინოთ და ფეხსაცმლის ბუნებრივ გაწელვას დაელოდოთ, მით უმეტეს თუ მასში დიდი თანხა გადაიხადეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი