დახატეთ მხოლოდ ერთი წრე და ჩვენ გეტყვით, რამდენად კეთილი ადამიანი ხართ

1184

ჩვენ ყველას გვიყვარს დროდადრო რამე მარტივი ტესტების გავლა. სწორედ იმ ტესტების, რომლებიც გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში. დროის გატარება საინტერესო ხდება, თუ გაიგებთ, რამდენად სწორია ფსიქოლოგიური ტესტი და ემთხვევა თუ არა შედეგი რეალობას.

სწორედ ასეთი მარტივი და სწრაფი ტესტი მოვამზადეთ დღეს. მის გასავლელად მხოლოდ ფურცელი და კალამი ან ფანქარი დაგჭირდებათ. დახატეთ სამკუთხედი და მიახატეთ წრეც.

ახლა კი, იმის მიხედვით, თუ სად დახატეთ წრე, ჩვენ გეტყვით, რამდენად კეთილი ადამიანი ხართ ბუნებით.

წრე სამკუთხედში

კეთილი გული გაქვთ, ყოველთვის მზად ხართ, დაეხმაროთ მას, ვისაც სჭირდება. მარტივად უწვდით დახმარების ხელს არამხოლოდ მეგობრებსა და ახლობლებს, არამედ უცნობებსაც. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხართ, გარშემომყოფები გაფასებენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტური და მეგობრული ხართ, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ გიყვართ.

წრე სამკუთხედის თავზე

ყოველთვის მობილიზებული და თავდაჯერებული ხართ. მეგობრული გეთქმით, თუმცა ცდილობთ, ადამიანები ზედმეტად ახლოს არ მოუშვათ. ყოველთვის გაქვთ დასახული მკაფიო მიზანი, რომელიც თქვენთვის ერთგვარ შუქურასავითაა. აგრეთვე, თქვენი მიზანსწრაფვა სხვებსაც ედება ხოლმე, ადამიანები მზად არიან, გამოგყვნენ.

სამკუთხედი წრეში

გარშემომყოფთათვის ერთგვარი მფარველი ანგელოზი ხართ. ახლობლები და მეგობრები ყოველთვის თქვენი დაცვის ქვეშ იმყოფებიან. გაფასებენ გონივრული რჩევებისთვის, თქვენთან ყოველთვის შეუძლიათ ყველაფრის თქმა. თუმცა, ერთი მცირე უარყოფითი თვისება გაქვთ: სხვების ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებთ, რაც ხშირად იწვევს უსიამოვნებებს.

წრე სამკუთხედს მიღმა

კამპანიის სული, ნამდვილი ძრავი ხართ. თქვენთვის შური უცნობია, მზად ხართ, იხაროთ სხვისი წარმატებით იმდენადვე, რამდენადაც საკუთარით. ამასთან, ხშირად, სწორედ თქვენი ხელი ურევია სხვის დაწინაურებაში. სანაცნობო წრეში უყვარხართ და გაფასებენ უშრეტი ოპტიმიზმის გამოც.

მცირე საიდუმლოსაც გაგანდობთ – საქმე ისაა, რომ სამკუთხედი თქვენს გარშემომყოფ ადამიანებს ასახავს, ხოლო წრე თქვენი სიმბოლოა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს