“დღეგრძელობის დიეტა” გინესის რეკორდსმენი თეოდორ უგლოვისგან

165

თეოდორ უგლოვი გინესის რეკორდების წიგნის ერთ-ერთი რეკორდსმენია. მისი მიღწევა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აღიარეს მსოფლიოში ყველაზე მოხუც მოქმედ ქირურგად. თეოდორმა 103 წლამდე იცოცხლა.

რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო? არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია უშუალოდ ექიმისგან, ასევე, მათ მიხედვით შედგენილი კვების სქემები.

როგორ მოვიქცეთ

  1. მეტი ფიზიკური აქტივობა. ნუ მიმართავთ ცხოვრების პასიურ წესს, რომელიც ნეგატიურად ისახება ჯანმრთელობაზე. აუცილებელია, მუდმივად მოძრაობაში იყოთ.
  2. ჯანსაღი ძილი. თეოდორი თვლიდა, რომ ძალების სრულყოფილად აღსადგენად საჭიროა დღეში არანაკლებ 7 საათით ძილი, რასაც თითქმის ყველა სპეციალისტი ეთანხმება.
  3. მოეშვით მავნე ჩვევებს, სრულად თქვით უარი სპირტიან სასმელებსა და მოწევაზე. ექიმი თვლიდა, რომ ეს ჩვევები მნიშვნელოვნად ამოკლებს სიცოცხლეს.
  4. ყურადღება მიაქციეთ წონას. დღეგრძელობის ერთ-ერთ მთავარ პირობად ექიმი სწორედ ჯანსაღ წონას მიიჩნევდა: როგორი რთულიც არ უნდა იყოს, უარი თქვით საკვების ზედმეტად მიღებაზე და შეიზღუდეთ თავი.

ესეც დეტოქს-დიეტა, რომელიც მიმართულია ორგანიზმის ტოქსინებისა და შლაკებისგან სრულად გაწმენდისკენ. იგი 10 დღის განმავლობაში უნდა დაიცვათ:

1. საუზმე

ფინჯანი უშაქრო ყავა და ნაღები, მაგრად მოხარშული კვერცხი, 8 ც შავი ქლიავის ჩირი, მთელი ღამით ჩალბობილი წყალში.

2. სადილი

მცირე ულუფა მოხარშული უცხიმო ხორცი(ქათამი, ინდაური, ხბო; დასაშვებია ღორის ხორციც, ოღონდ უცხიმო ნაწილი) და ერთი ფორთოხალი.

3. ვახშამი

1 ჭიქა კეფირი.

კვებას შორის ინტერვალებში მისაღებია ფორთოხლის, ყველისა და ვაშლის მიღებაც. უგლოვის აზრით, კვების რეჟიმიც ძალიან მნიშვნელოვანია: ეცადეთ, მიირთვათ საკვები ერთსა და იმავე დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს