რატომ დებენ იტალიელები წყლით სავსე ბოთლს შემოსავლელ კართან

6903

იტალია ბევრისთვის საოცნებო ქალაქია. დაე, ახლა მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია ტურიზმს ხელს არ უწყობს, მაგრამ ძალიან მალე ყველაფერი ძველებურად იქნება. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ ამ ქვეყნის განსაკუთრებულობა შეისწავლოთ, სანამ ამის შესაძლებლობა გაქვთ. იტალიის ქუჩები თითქოსდა ევროპული ღია ბარათებიდან არის გადმოსული, ლამაზი და მყუდროა. თუმცა ზოგიერთმა ქცევამ შეიძლება შეგაცბუნოთ.

იტალიის ქუჩები

თუ მზიანი იტალიის მონახულებას აპირებთ, ამინდის პირობები აუცილებლად გაითვალისწინეთ. სჯობს ამ ქვეყანას გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ესტუმროთ. სწორედ ამ პერიოდში სიცხე მოგზაურობის შთაბეჭდილებებს არ გაგიფუჭებთ. ამავე დროს, მაღაზიებში ფასები გაცილებით უფრო მისაღები იქნება და ხალხის ნაკადიც არ შეგაშინებთ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი მოგზაურობის მიზანზეა დამოკიდებული. მაისი ან სექტემბერი შესანიშნავი დროა ქუჩების დასათვალიერებლად, მუზეუმების და მყუდრო კაფეების მოსანახულებლად. თუ მთის მწვერვალების დაპყრობა გსურთ, უმჯობესია მოგზაურობა ზამთრისთვის გადადოთ. სანაპიროს მოყვარულებისთვის ცენტრალურ და სამხრეთ იტალიაში მოგზაურობას აგვისტოში ვურჩევთ.

რა უნდა გახსოვდეთ იტალიის ქალაქების მონახულებისას

სამწუხაროდ, იტალია მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არაა. სწორედ ამიტომ, საკუთარი უსაფრთხოება უნდა გახსოვდეთ. მაგალითად, თან ბევრი ნაღდი ფული არ წაიღოთ ან ხალხმრავალ ადგილებში ბანკომატიდან თანხა არ მოხსნათ.

ჩანთა ან პარკი მოსახერხებელი, ძლიერი ზურგჩანთით ჩაანაცვლეთ. იტალიაში ქურდები ხშირად სკუტერებით დადიან და გაუფრთხილებელ ტურისტებს ნივთებს სტაცებენ. თუ მანქანით მოგზაურობთ, ის მხოლოდ სპეციალურ ავტოსადგომებზე დატოვეთ.

ქუჩაც ფრთხილად უნდა გადაკვეთოთ, რადგან იტალიელი მძღოლები საგზაო მოძრაობის წესების დაცვით დიდად არ გამოირჩევიან. ასევე „ძვირადღირებული“ ტექნიკით, მაგალითად, ტელეფონით ან კამერით, თავის მოწონება არ ღირს.

ვატიკანში მხრებ მოშიშვლებული ტანსაცმელი არ ჩაიცვათ. ეს მნიშვნელოვანი წესია, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას.

იტალიის ქალაქების ქუჩებში შეიძლება დაინახოთ წყლით სავსე ბოთლები. ზოგიერთი ტურისტი თვლის, რომ ეს წყალი მცენარეების მოსარწყავად არის განკუთვნილი, თუმცა სინამდვილეში კატების შესაშინებლად გამოიყენება. იტალიელები თვლიან, რომ კატებს წყალში საკუთარი ანარეკლის დანახვა აშინებთ და გარბიან.

ყველაზე ცნობილი იტალიური ქალაქები, როგორიცაა რომი და მილანი, ყველამ იცის. აი, მცირე სია უფრო ორიგინალური ადგილებისთვის, რომელიც იტალიელი ხალხის კულტურას, მათ ტრადიციას და ჩვევებს უფრო უკეთ წარმოაჩენს.

რომელი იტალიური ქალაქები უნდა მოინახულოს თითოეულმა მოგზაურმა

1. პადუა

პატარა ქალაქი, რომელიც ადრე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი იყო. საკმაოდ ბიუჟეტური სასტუმროებით და რესტორნებით გამოირჩევა.

2. ჩიოგია

ერთგვარი მინიატურული ვენეცია. ულამაზესი კუნძულოვანი ქალაქი მხოლოდ ერთ დღეში შეგიძლიათ დაათვალიეროთ.

3. ლერიჩი

აქტიური დასვენების მოყვარულებს გამოადგებათ. ქალაქი შესანიშნავად გამოიყურება როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში.

4. ჯეზოლო

საუკეთესო ადგილი რომანტიკული მოგზაურობისთვის. კომფორტული სანაპირო და ევროპული სტანდარტები ყოველ ნაბიჯზე..

5. სანიგალია

ქალაქი, რომელსაც ტურისტები კარგად არ იცნობენ. თუმცა ეს ადრიატიკის სანაპიროს ნამდვილი მარგალიტია. მხოლოდ როტონდა მარეს მოედანი რად ღირს!

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იტალიის და მისი ქალაქების შესახებ ინფორმაცია დაგეხმარებათ, რომ ამ ზღაპრულ ქალაქში შესანიშნავად იმოგზაუროთ. შესაძლოა, დროთა განმავლობაში ამ სამოთხეში გადახვიდეთ კიდეც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს