რძიანი კვერები პირდაპირ ბავშვობიდან

263

ბავშვობაში, სკოლაში რძიანი კვერების ყიდვა ბევრს უყვარდა. ისინი ძალიან ტკბილი არ იყო, მაგრამ პირში დნებოდა. ყველაზე გემრიელი კი ნამდვილ რძესთან ერთად იყო. ბავშვობა დასრულდა, მაგრამ არაფერი ხელს არ გვიშლის, რომ ცოტა ხნით ბავშვობაში დავბრუნდეთ.

რძიანი კვერები

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • 80 მლ რძე
  • 100 გრ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 10 გრ ვანილის შაქარი

მომზადება:

1. პირველ რიგსი, რძის სიროფი მოამზადეთ, რომელიც თქვენი კვერის საფუძველი გახდება. პატარა ქვაბში შაქარი, ვანილის საქარი და რძე ჩაასხით.

2. ნარევი საშუალო ცეცხლზე დადგით და აურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება.

3. ოღონდ ფრთხილად იყავით, სითხე არ უნდა ადუღდეს. წინააამღდეგ შემთხვევაში რძე ამოვა და სიროფი არ გამოგივათ. როცა შაქარი გადნება, სიროფი გაგრილებამდე გააჩერეთ.

4. ამ დროში ცოტა ხნით ადრე მაცივრიდან გამოღებული და დარბილებული კარაქი აიღეთ. დიდ თასში ჩანგლით დაჭყლიტეთ და აურიეთ.

5. როცა რძის სიროფი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, კიდევ ერთხელ აურიეთ. სავარაუდოდ, სითხე თხევადი გახდა. ამის შემდეგ ნელ–ნელა კარაქი დაუმატეთ და აურიეთ.

6. კვერცხი ჩანგლით ათქვიფეთ და თანდათანობით კარაქის და რძის ნარევს დაუმატეთ, აურიეთ.

7. ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ. ნელ–ნელა სითხეს დაუმატეთ და შეუჩერებლივ აურიეთ.

8. როცა ცომი საკმაოდ მკვრივი გახდება, ხელით აურიეთ, სანამ ხელზე აღარ მოგეკვრებათ. შემდეგ პოლიეთილენის პარკში მოათავსეთ და მაცივარში 30 წუთით შეინახეთ.

9. ამ დროში საცხობი ტაფა მოამზადეთ და ღუმელის 200 გრადუსამდე გახურება დაიწყეთ.

რძიანი კვერები გააკეთეთ

10. ცომი 2 თანაბარ ნაწილად გაყავით. შემდეგ ერთი ნაწილი 7-8 სმ სიგრძეზე გააბრტყელეთ.

11. სპეციალური ფორმით ან ჭიქით კვერები გამოჭერით. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ტაფაზე დააწყვეთ.

12. იგივე ცომის მეორე ნაწილით გააკეთეთ. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ზემოდან კვერცხის გული წაუსვათ, ასე უფრო ლამაზი იქნება.

13. ახლა შეგიძლიათ ღუმელში შედოთ. მხოლოდ 12-14 წუთით ცხობა საკმარისი იქნება. ესეც ასე, გემრიელი ტკბილეული მზადაა. დეტალური პროცესი შეგიძლიათ ამ ვიდეოში ნახოთ.

ვიმედოვნებთ, რომ მის მომზადებას ეცდებით. დარწმუნებული ვართ, არ ინანებთ. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს