რით მოვწმინდოთ იატაკი, სახლში იღბალი რომ მოვიზიდოთ

8419

იღბალი არაილუზიური რამაა – ყველამ იცის, რა არის. გარშემო უამრავი ისტორია არსებობს, რომლებიც მის არსებობას ამტკიცებს. ადამიანი თავისთვის მიჰყვება ცხოვრებას და სრულიად მოულოდნელად ხვდება სოციალურ ლიფტში. ოპ! ის უკვე ზემოთ, სხვა დონეზეა. გაუმართლა? ჩვენ ყველას გვინდა გაგვიმართლოს, თუმცა, როგორ დავუმეგობრდეთ იღბალს? რა მოქმედება დაგვეხმარება იღბლის მოზიდვაში?

ამ კითხვებზე პასუხის ძიებაში, თავში პენტაგრამების ხატვამ და ჯადოსნური ელექსირების მომზადებამ გამიელვა. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სტერეოტიპია, და იღბლის მოზიდვა მხოლოდ მარტივი წესების დაცვით შეიძლება. ზოგიერთი მათგანი ლოგიკურია, სხვები – არც ისე. ჩვენ წარმოგიდგენთ მცირე სიას, რომლიდანაც თქვენთვის ყველაზე შესაფერისი მეთოდი უნდა ამოირჩიოთ.

როგორ მოვიზიდოთ იღბალი

დიახ, ვიცით. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ იღბლიანი ვარსკვლავის ქვეშ გაჩნდნენ, და არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ოდნავადაც არ უმართლებს. ჩემი აზრით, ეს ასე არაა – წარმატება ნებისმიერ ჩვენგანს უღიმის. უბრალოდ, თუ ბუზღუნა და სამყაროზე გაბრაზებული ხართ, ამას ვერ ამჩნევთ. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ. ამ სამყაროში ტყუილად არ დაბადებულხართ.

იღბლის მოზიდვა

1. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – დაისახეთ მიზანი. თუ ზუსტად იცით, რისი მიღწევა გსურთ, დროა, პრიორიტეტებს ადგილი მიუჩინოთ. რაღაც არ იცით – ისწავლეთ. შეცვალეთ სამეგობრო წრე. გადადგით მიზნისკენ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ნაბიჯები. იღბალი ამას აუცილებლად დააფასებს და გესტუმრებათ.

2. თუ თქვენი ძირითადი მიზანი ფულია, გირჩევთ, შეიყვაროთ იგი. ფული – ესაა რესურსი, რომელიც იმ სასარგებლო მოქმედებების სანაცვლოდ გვეძლევა, რომლებსაც ვახორციელებთ. დაფიქრდით, როგორ შეიძლება მეტის გამომუშავება? ხშირად, ფულთან საქმე ჩვეულებრივი სიამაყის გამო გვერევა. ადამიანები ფიქრობენ, რომ ფული ასე, უბრალოდ უნდა მისდიოდეთ. სამწუხაროდ, ეს მცდარი შეხედულებაა.

იღბლის მოზიდვის რიტუალი

3. იღბლის მოზიდვის უმარტივესი რიტუალი ლოცვაა. როცა გიჭირთ, ღმერთს მიმართავთ. თუმცა, როგორც ამბობენ, თითი გაანძრიე და გეშველება. ლოცვა მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ სულში კოსმოსი დაამყაროთ, როცა ცხოვრებაში ქაოსია. ნუ იქნებით გულხელდაკრეფილი და ნუ დაელოდებით იღბლის მოსვლას. დაეხმარეთ მას ამაში!

4. თუ ეზოთერიკული პრაქტიკის მიმდევარი ხართ, ეს რჩევა თქვენთვისაა: ჩვეულებრივ, იღბალს ფინანსებს უთანაბრებენ. ჰოდა, ფინანსური ნაკადი რომ მოიზიდოთ, დაიწყეთ ყველა სერიოზული საქმე მზარდი მთვარის პერიოდში. ამბობენ, თუ ახალ თვეს ჯიბიდან ყველაზე დიდ კუპიურას აჩვენებთ, მალე თქვენი საფულე გაივსება. ჩვენ გვწამს, თან ამით არაფერს ვკარგავთ.

5. ფენშუის თუ გწამთ, გავიხსენოთ ჩინელები. მათ სჯერათ, რომ იღბალი ჩნდება იმ სახლში, რომელშიც ყოველთვის წესრიგი და ჰარმონია სუფევს. მისი ყველაზე ცნობილი ატრიბუტებია ფულის ხე და აკვარიუმი წითელი თევზებით. რეალურად, თქვენს სახლში ყოველთვის ჰარმონიისა და სიყვარულის ატმოსფერო უნდა იყოს. ასე აღდგებით ნებისმიერი სტრესის შემდეგ, კარგი განწყობა კი იღბლის წინაპირობაა.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რაღაც მომენტში მიხვდეთ, რომ ვიღაცამ გაგთვალათ და იღბალმა ზურგი გაქციათ. ნეგატიური ენერგიის მოსაშორებლად და იღბლის დასაბრუნებლად, მოწმინდეთ იატაკი. ეს საღამოს უნდა გააკეთოთ, ოთახის კუთხეებიდან ცენტრისკენ. წყალი არ გადაიტანოთ ზღურბლზე, ჩაასხით კანალიზაციაში. მეორე დღეს იგრძნობთ, რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.

თქვენ რას აკეთებთ იღბლის მოსაზიდავად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს