ლაქის ამოყვანა მარილისა და რეცხვის გარეშე: ამის გაკეთებას სტუმრად ყოფნისასაც შეძლებთ

0
594

ბოლო დრომდე, ტანსაცმლის ცხიმიანი ლაქების ამოყვანა ჩემთვის განსაცდელთან ასოცირდებოდა. ქსოვილში ჩამჯდარ ცხიმსა და სხვადასხვა ხალხურ საშუალებას შორის გამართულ უთანასწორო ბრძოლას არაერთი კარგი ნივთი შეეწირა.

გასულ კვირას კიდევ ერთი პულოვერის გადაგდება მომიხდა. სამწუხაროა, რომ მაშინ ამ მეთოდის შესახებ არაფერი ვიცოდი და ცხიმიან ლაქებს მხოლოდ ლაქების ამომყვანით ვებრძოდი.

როგორ ამოვიყვანოთ ცხიმიანი ლაქები

შორიდან არ მოვივლით, პირდაპირ გადავალთ სათქმელზე! ჩვენ ხომ გვესმის, რომ ჩვენს ულამაზეს დიასახლისებს კიდევ ბევრი საქმე აქვთ. მეთოდი, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, ლაქების ამოყვანას გათბობის ხარჯზე ახერხებს.

მისი მთავარი დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ მისი გამოყენება არ მოითხოვს ნივთის გარეცხვას. ანუ, ამ მეთოდის გამოყენება სტუმრად ყოფნისასაც კი შეიძლება.

უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი ხრიკი ძველ ლაქებს მაინცდამაინც ვერ გაუმკლავდება. მათ ამოსაყვანად მხოლოდ სპეციალური საშუალებები უნდა გამოიყენოთ.

რატომ უნდა ელოდოთ ლაქის ჩაჯდომას ტანსაცმელში, როცა მისი ამოყვანა დაუყოვნებლივ შეიძლება ჩვეულებრივი უთოსა და რამდენიმე ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით.

როგორ ამოდის ცხიმიანი ლაქები ამ დროს? მარტივად! მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ, ცხიმი სხვა მასალაზე (ამ შემთხვევაში, ხელსახოცზე) გადადის. ხელსახოცი კი, თავის მხრივ, იწოვს ლაქას.

არ ჩაატაროთ ეს პროცედურა შემწოვი მასალის გარეშე, თორემ ლაქა საუთოვებელი დაფის შემოსაკრავზე გადავა ან ტანსაცმელზევე გაითხუპება, რაც მასთან გამომშვიდობების საბაბს მოგცემთ.

მნიშვნელოვანი ნიუანსია ისიც, რომ შემწოვი მასა არ უნდა ხურდებოდეს ტანსაცმელზე მეტად. თუმცა, ცხიმიანი ლაქები აუცილებლად უნდა ეხებოდეს საფენს. ამიტომ, თუ მსუბუქი ნივთიდანაა საჭირო ლაქების ამოყვანა, საფენებად უსარგებლო ბამბის ქსოვილის გამოყენება შეგიძლიათ.